BTU-სა და United Payment Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და United Payment Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგეგმა იმ აქტივობების ჩამონათვალი, რომლებსაც სამომავლოდ BTU და United Payment Georgia ერთიანი ძალისხმევით განახორციელებენ.ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სამომავლო აქტივობებია:
- ტრენინგების და სემინარების ორგანიზება BTU-ს სტუდენტებისთვის;
- ვორქშოფების ჩატარება სტუდენტებისთვის;
- იდეათონი/ჰაკათონი/კონკურსების ჩატარება BTU სტუდენტებისთვის;
- BTU-ს სტუდენტებისთვის მოწყობილ დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის მიღება და სხვა.
აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს სტუდენტებში ფინტექის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას.გარდა ამისა, ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების საფუძველზე, United Payment Georgia აქტიურად იქნება ჩართული BTU-ს სტუდენტების დასაქმების ნაწილში. United Payment-ი უმსხვილესი საერთაშორისო Faas (Fintech as a Service) კომპანიაა, რომელიც ფინტექ სერვისებს ნებისმიერი ტიპისა და პროფილის კომპანიებს სთავაზობს.