Sponsored Content

CBS ჯგუფი - ძლიერი ქალების ადგილი "ლიდერი - თანაგრძნობით, თავმდაბლობით, ჰუმანურობითა და სიყვარულით."

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CBS ჯგუფის ახალგაზრდა ფინანსური დირექტორი, თამარ გახარია ინგლისურენოვან Forbes-თან ინტერვიუში საუბრობს წარმატებული კარიერის და ოჯახური პასუხისმგებლობის ჰარმონიზაციაზე, რისი მიღწევაც ბევრ ქალს შეუძლია.

თამარ, ისეთი ახალგაზრდა ქალის ნახვა, როგორიც შენ ხარ - ამხელა კომპანიაში, იშვიათია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სოციალურად უფრო განვითარებული ქვეყნებისთვის. რას ნიშნავს იყო CBS ჯგუფის ფინანსური დირექტორი?

მე მჯერა, რომ ქალი ყოველთვის და ყველგან დამატებით ღირებულების მომტანია. ერთხელ, MBA-ზე სწავლისას, წავიკითხე კვლევა, რომელშიც ავტორები ამბობდნენ, რომ ქალები აღმასრულებელი პოზიციების მხოლოდ 20%-25%-ს იკავებენ გლობალურად, ხოლო მაღალი დონის მენეჯერული პოზიციების მხოლოდ 29%-33% - ს. ეს ფენომენი, ჩემი აზრით, შემდეგი გარემოებით აიხსნება: გარდა სრულგანაკვეთიანი სამსახურებისა, ქალებმა უნდა იმუშაონ- დედებად, დიასახლისებად, მზარეულებად... ეს მოცემულობა კიდევ უფრო რთულდება, ისეთი ცხოვრებისეული ცვლილებების დროს, როგორიცაა: ქორწინება, ორსულობა, დედობა... ზუსტად ამ დროს დგება მომენტი, როდესაც შემოთავაზებული ვარიანტებიდან, ყველაზე მარტივად უარს სწორედ სამსახურზე ვამბობთ. მიზეზი ბევრია: გაურკვევლობა საკუთარი შესაძლებლობებში, აზრებში, სოციალური ზეწოლა ან ნებისყოფის ნაკლებობა... ამ დროს, ყველაზე მთავარი საკუთარ თავთან გულწრფელობაა, და, თუ გულწრფელია თვითრეალიზაციის სურვილი, არასდროს არ უნდა მივატოვო ის. ცხოვრებისა და კარიერის მარათონში მონაწილეობა, არც, თუ ისე რთულია, როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს.

ფინანსური დირექტორობა გარდამტეხი მომენტი იყო ჩემი ცხოვრებისთვისაც, რადგან პასუხისმგებლობები უზომოდ გაიზარდა. მყავდა შვილი და პირად ცხოვრებას სტაბილურობის ნატამალიც არ ეტყობოდა, ჩემი პატარა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვიყავი, რამაც მომცა ძალა, მიმეღო ეს გამოწვევა.

ახლა, ბედნიერი ვარ, რომ ვმუშაობ ამ არაჩვეულებრივ ორგანიზაციაში, საწინააღმდეგო სქესის მხადამხარ, რომლებიც ქალების მიმართ მიუკერძოებელი დამოკიდებულებით არიან და ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არასდროს ვმდგარვარ იმ არჩევანის წინაშე დამეთმო - სამსახური, ან ჩემი ოჯახური ვალდებულებები. ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც არანორმირებული გრაფიკით გიწევს მუშაობა, გყავს ბავშვები, ოჯახი, რომლებიც არანაკლებ დროს, აღზრდას, ზრუნვას და სიყვარულს საჭიროებენ.

CBS ჯგუფი არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი ჩემთვის - ეს გაცილებით მეტია. CBS ჯგუფმა მომცა საშუალება გამეცნო ადამიანები, შემეძინა გამოცდილება და მასწავლა ცხოვრება. დღეს მყავს ორი შვილი და ამ ცოდნის არსებობა ფასდაუდებელია ჩემთვის, რადგან მაქვს საშუალება ეს ცოდნა ჩემს შვილებს გადავცე და მათ ისარგებლონ იმით, რომ ჰქონდეთ ამ გამოცდილების პლაცდარმი. ამ გუნდში არასდროს მიგრძვნია თავი უხერხულად იმის გამო, რომ დედა ვარ, რომელიც ამავდროულად არანორმირებული გრაფიკით მუშაობს.

ალბათ, ერთ-ერთი მიზეზიც ესაა, რატომაც მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის და შვილების, რომლეთაც მასწავლეს, როგორ შეიძლება მართო თანაგრძნობით, თანადგომით და რომ წარმატების გასაღები, სამსახურში თუ სახლში, თავმდაბლობაში, ადამიანურობაში და სიყვარულშია!

"შრომა შეუცვლელია."

რას აკეთებდით CBS ჯგუფში მისვლამდე? - ეკითხება თამარ გახარიას Forbes -ის ჟურნალისტი

CBS ჯგუფის გუნდში მოხვედრამდე ვმუშაობდი ერთ-ერთ წამყვან ქართულ ბანკში, სადაც რამდენიმე პოზიცია გავიარე. სასტარტო საქმე სწრაფად გადაიქცა პროფესიად, რომელსაც ბევრი წარმატებულად თვლიდა ჩემი ასაკის ადამიანისთვის. ბანკში მუშაობა დიდი გამოცდილება იყო, რადგან ბანკები განვითარების ლოკომოტივები არიან ჩვენს ქვეყანაში და როცა იქ მუშაობ, ნოშნავს, რომ ამ მატარებელში ზიხარ. იქ ვისწავლე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი – შრომას ვერ ანაცვლებს ვერაფერი! ყოველდღიურად მიწევდა, შრომით, საკუთარი თავისათვის მემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები! ყველაფერი ამად ღირდა, რადგან საბოლოოდ CBS ჯგუფმა შემამჩნია და ასე დავსაქმდი ამ კომპანიაში. არასოდეს მეშინოდა კომფორტის ზონიდან გამოსვლის, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის განვითარებისა და უკეთესი საკუთარი თავის მიღწევის ერთადერთი გზა.