Sponsored Content

ლონდონის წამყვან უნივერსიტეტში სწავლა საქართველოს ბანკის სტიპენდიით – Chevening-ის გამარჯვებულის გამოცდილება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს ჩივნინგის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდია იკავებს.

Chevening-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა. ის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლონ, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და გახდნენ საერთაშორისო სტუდენტების ქსელის წევრი.

ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიით უკვე 27 ქართველი სტუდენტი გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად. მათ შორის არის გიორგი კვინიკაძე, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

ლონდონი

"ჩავაბარე MS Data Science-ის ფაკულტეტზე The London School of Economics and Politics-ში, რომელიც ლონდონის ცენტრში მდებარეობს. ზოგადად, ეს ქალაქი მსოფლიოს ერთ-ერთ ცენტრად არის მიჩნეული, მრავალფეროვნებისა და ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით. ადაპტაციის პროცესშიც მისი მულტიკულტურული გარემო დამეხმარა. ამ ქალაქში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისთვის კომფორტული საცხოვრებელი ადგილი და სივრცე იპოვოს და მარტივად ინტეგრირდეს. ძირითად სირთულეს ქალაქის სიდიდე და ცხოვრების ჩქარი ტემპი წარმოადგენს, რაც დატვირთული სასწავლო პროცესის დროს მოდუნების საშუალებას არ გაძლევს და კარგი დროის მენეჯმენტის უნარებს მოითხოვს. უპირატესობებს რაც შეეხება, ლონდონი არის შესაძლებლობების და ახალი აღმოჩენების ქალაქი, სახასიათო არქიტექტურითა და მრავალფეროვანი მუზეუმებით. ბევრი მცდელობა არ დაგჭირდებათ, ლონდონი თქვენი საყვარელი ქალაქი ნამდვილად გახდება."

სწავლა

"The London School of Economics and Political Science – ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტია როგორც ლონდონში, ისე – მსოფლიოში. შესაბამისად, სასწავლო პროგრამები ძალიან ინტენსიურია და ისინი ბაზრის მოთხოვნებთან მაქსიმალურად ახლოსაა. დიდი ყურადღება ექცევა სტუდენტურ ცხოვრებას, რაც სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობასა და საგანმანათლებლო კლუბებში გაწევრიანებას მოიაზრებს. ყოველკვირეულად გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიის წარმომდგენლებს და რეალურ ბიზნესქეისებზე ვიმუშაოთ. LSE-ში სასწავლო გარემოც ძალიან საინტერესოა: ლექციები სხვადასხვა შენობაში მიტარდება – ზოგი მოდერნისტულია, ზოგიც ისტორიული… სხვა ყველაფერთან ერთად გარემოს მსგავსად ცვლილება სიახლის შეგრძნებას იწვევს. განსხვავებული დამოკიდებულება იგრძნობა ფაკულტეტისა და პროფესორებისგანაც - ყოველთვის გრძნობ, რომ შენ ხარ მთავარი. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კვლევით ნაშრომზე ფინანსურ კომპანია WISE-ის გუნდთან ერთად ვმუშაობ".

გარემო

"ბრიტანელები ძალიან თავაზიანი და მეგობრული ხალხია. როგორც უკვე აღვნიშნე, ლონდონში მულტიკულტურული გარემოა, რაც ადამიანების გაცნობასა და დამეგობრებაში გეხმარება. ჩემს შემთხვევაში, უნივერსიტეტი და სტუდენტური კლუბები მეხმარება სამეგობრო წრის გაფართოებასა და ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში."

აპლიკაციის შევსების პროცესი

"მნიშვნელოვანია, თითოეულ ეტაპზე მაქსიმალურად კარგად მოემზადო და კარგად წამოაჩინო ის მიზნები, რისთვისაც გჭირდება Chevening-ის პროგრამაში გამარჯვება. ამიტომ, მაქსიმალურად ყურადღებით წაიკითხე აპლიკაციის მოთხოვნები და სწორად შეარჩიე სასწავლო პროგრამა, რომელზეც გსურს სწავლის გაგრძელება. გაითვალისწინე შენი პროფესიული და აკადემიური გამოცდილება და სამომავლო გეგმები. აპლიკაციის შევსება შრომატევადი პროცესია. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, დაიჯერო საკუთარი თავის და არცერთ ეტაპზე არ გაჩერდე."

კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პორტფელში შემავალი პროექტების შესახებ და აღმოაჩინოთ თქვენზე მორგებული შესაძლებლობები, ეწვიეთ ვებგვერდს: CSR.BOG.GE