"ჩვენ ვქმნით განათლების შესაძლებლობებს" - გაიცანით საქართველოს ბანკის სტიპენდიატები ბათუმის საზღვაო აკადემიაში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს სასტიპენდიო პროგრამა იკავებს.
ნიჭიერი და წარმატებული სტუდენტებისთვის ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა სასტიპენდიო პროგრამა შექმნა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, პარტნიორ უნივერსიტეტებში ისწავლონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით. სტიპენდიატების შერჩევის კრიტერიუმებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ.
სტიპენდიების პროექტის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტია. ინიციატივის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის რამდენიმე ეტაპის შემდეგ, სტუდენტებიდან ყველაზე მოტივირებული და მიზანდასახული სტიპენდიატები უკვე გამოვლინდნენ.
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტის, სწავლისა და სამომავლო გეგმების შესახებ ბათუმის საზღვაო აკადემიის სტიპენდიატებიდან რამდენიმემ საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.
რაქსანა მაკარიანი
"აკადემიაში ბევრი წარჩინებული სტუდენტია, რომლებსაც კარგი GPA აქვთ. აქედან გამომდინარე, კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო. რა თქმა უნდა, დიდი იმედი მქონდა, მაგრამ კონკურენციიდან გამომდინარე, ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ დაფინანსებულთა სიაში მოვხვდებოდი"- ამბობს რაქსანა და ამატებს რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიამ მისცა მოტივაცია - "არ გაჩერებულიყო".
"ყველაზე სასიამოვნო ამ პროგრამაში ისაა, რომ მან კიდევ ერთხელ დამარწმუნა სწავლის მნიშვნელობაში და ასევე იმაშიც, რომ ძალისხმევა ყოველთვის ფასდება. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ სწავლის პერიოდშივე გიფასებენ შრომას. საქართველოს ბანკის სტიპენდიატობა მომავალში უფრო მეტ შესაძლებლობას მომცემს, წარმატებას მივაღწიო. ვეცდები, უნარების გაუმჯობესებით, ცოდნის გაფართოებითა და განვითარებით საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე", — ამბობს რაქსანა მაკარიანი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო კონკურსი ბათუმის საზღვაო აკადემიის სხვა სტუდენტებისთვისაც დიდი შესაძლებლობა აღმოჩნდა. როგორც ამბობენ, კონკურსში გამარჯვებამ ისინი უფრო მოტივირებული გახადა და მიზნებისაკენ მიმავალ გრძელ გზაზე გაჩერებას აღარც აპირებენ.
ვიქტორია გაბისონია
"ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე მე-2 კურსის სტუდენტი ვარ და 50%-იანი სახელმწიფო გრანტით ვსარგებლობ, სწავლის პარალელურად, კომპანია Tourinvest Group-ში ვმუშაობ. ძალიან მიხარია, რომ ახლა საქართველოს ბანკის სტიპენდიატიც გავხდი. მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს შესაძლებლობებს, რათა სათანადო განათლება მივიღო. საქართველოს ბანკის სტიპენდია კიდევ უფრო დიდი მოტივატორი გახდა ჩემთვის, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბეჯითობა და კარგი განათლების მიღება მუდამ ფასდება. ეს სტიპენდია მაძლევს კიდევ უფრო დიდ სტიმულს, გავაკეთო კიდევ უფრო მეტი, დასახული მიზნების მისაღწევად", — ამბობს ვიქტორია გაბისონია, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.
ლომარი მჟავანაძე
"გასაუბრებაზე სანამ წავიდოდი, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი ამ კონკურსში გამარჯვებას და არ მქონდა იმედები. მაგრამ გასაუბრებიდან როგორც კი გამოვედი, ჩემი თავის უკვე 100%-ით მჯეროდა და ვგრძნობდი, რომ ეს სტიპენდია ჩემი იყო. საქართველოს ბანკის სტიპენდიამ უფრო მეტი შემართება მომცა იმისა, რომ სწავლა გავაგრძელო. ყველა სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შესაძლებლობა, რომელიც მხარდაჭერას გაგრძნობინებს. მე პირადად, უკვე ორმაგად მოტივირებული ვარ, რომ ვისწავლო უფრო უკეთესად, მეტი შევიტყო ზოგადად აკადემიისა და მეზღვაურების შესახებ, რადგან უკვე ვიცი, რომ გვერდში მყავს აკადემიის პერსონალი და საქართველოს ბანკი. ამ სტიპენდიით იგრძნობა ის, რომ შენს სწავლას ვიღაც ნამდვილად აფასებს",- ამბობს ლომარი და აგრძელებს რომ მისი სამომავლო მიზანია, აკადემია წარჩინებით დაამთავროს.
"მინდა გავემგზავრო შორეულ ნაოსნობაში, გავხდე პროფესიონალი კადრი და დავეუფლო ჩემს სანუკვარ ოცნებას — გავხდე კაპიტანი. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ისევ დავბრუნდე საქართველოში და ჩემს ქვეყანას საზღვაო სფეროში ვემსახურო. მადლობა საქართველოს ბანკს, რომ მე ამირჩია და მხარში დამიდგა", — აღნიშნავს ლომარი მჟავანაძე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი.
ასეთია საქართველოს ბანკის სტიპენდიატების ისტორიის პატარა ნაწილი, სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა სხვა მოტივირებულ და წარმატებულ სტუდენტებსაც ექნებათ, რადგან სასტიპენდიო პროგრამა ერთწლიანი არ არის და ისევ გრძელდება.
შემდეგ ნაკადზე სწავლის დაფინანსების მიღების შესაძლებლობა უფრო მეტ სტუდენტს ექნება, რადგან საქართველოს ბანკი პარტნიორობას დამატებით სხვა უნივერსიტეტებთანაც გეგმავს. ასე რომ, განათლების ახალი შესაძლებლობები ელოდება ყველას, ვინც არ ჩერდება!
საქართველოს ბანკის მიერ განათლების და ზოგადად, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნილი შესაძლებლობების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლია გაიგო პლატფორმაზე — CSR.BOG.GE