CSR როგორც ბიზნესმოდელი და სამი ჯილდო გასულ წელს - თეგეტა ჰოლდინგი 2023-ის CSR საქმიანობას აფასებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
,,თეგეტა ჰოლდინგი" პირველი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია შეიმუშავა და მას თანმიმდევრულად მიჰყვება. დოკუმენტი კომპანიამ გასულ წელს წარადგინა, 2023 წლის CSR აქტივობებიც სტრატეგიის მიხედვით დაგეგმა და განახორციელა. თანამშრომელთა კეთილდღეობა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება და საზოგადოებაზე ზრუნვა, - კომპანიაში ამბობენ, რომ მდგრადი განვითარების ძირითადი მიმართულებები ჰოლდინგის ხედვების შესაბამისად განსაზღვრეს.
თათია ხორბალაძე, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: ,,კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, გასული წელი თეგეტასათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, - ჩვენს მიზნებს, ვიზრუნოთ თანამშრომლებისა და საზოგადოების კეთილდღეობაზე, ერთიანი სისტემური სახე მივეცით და კომპანიის მისიასთან ინტეგრირებულ CSR სტრატეგიაში მოვუყარეთ თავი. დოკუმენტში განსაზღვრულია ჰოლდინგის ხედვა, ზოგადი პოლიტიკა, გრძელვადიანი მიზნები და სამოქმედო მიმართულებები მდგრადი განვითარების ყველა ძირითადი სფეროს მიხედვით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები არა სპონტანური, არამედ თანმიმდევრულია და დასახულ ამოცანებს მიჰყვება.
საპასუხო შედეგად მივიჩნევთ იმ ჯილდოებს, რომლებიც კომპანიამ სწორედ სტრატეგიულ მიმართულებებში გასულ წელს მიიღო. პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში, ,,მელიორა", "თეგეტა ჰოლდინგი" 60 კომპანიას შორის გამოარჩიეს და გავიმარჯვეთ კატეგორიაში ,,მწვანე ინიციტივა". გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებულ კონკურსში კი ექვსი ნომინაციიდან ორი ჯილდო თეგეტას ხვდა წილად, - ,,თეგეტა გარემოსთვის" და ,,თეგეტა სოციალური საწარმოებისათვის". სამივე შემთხვევაში გადაწყვეტილება საერთაშორისო ჟიურიმ მიიღო''.
ჰოლდინგის CSR სტრატეგიის გამორჩეული მიმართულებაა ზრუნვა თანამშრომლებზე. კომპანიაში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, აცხადებენ, რომ თანამშრომლებისათვის შემუშავებული პროგრამები გუნდის ინტერესებსა და კეთილდღეობაზეა ფოკუსირებული. უსაფრთხო და თანასწორი გარემო, სადაც მომუშავე ადამიანები დაფასებულად გრძნობენ თავს, - კომპანიას აქვს ამბიცია იყოს საუკეთესო დამსაქმებელი არა რიცხობრივი უპირატესობით, არამედ როგორც ბრენდი ძლიერი დამსაქმებლის სტატუსით.
მარიამ ჯაფარიძე, ,,თეგეტა ჰოლდინგის" კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის მენეჯერი: ,,თანამშრომელთა კეთილდღეობის კომპონენტი კომპანიისათვის პრიორიტეტია. ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება, მათ შორის არის UN Women და UNFPA Georgia. გასულ წელს დავნერგეთ სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა, 2024 წელს კი ინფორმაციული ტრენინგებით ვიწყებთ. გვინდა, თითოეული თანამშრომელი ინფორმირებული იყოს მისი უფლებების შესახებ, რაც ვფიქრობთ, ეფექტიანი შედეგის წინაპირობაა.
ასევე ვმუშაობთ ოჯახთან თავსებადი გარემოს შექმნის პოლიტიკაზე და მას მიმდინარე წელს დავნერგავთ. ამასთან ერთად უმნიშვნელოვანესია ქალთა ხელშეწყობისა და გაძლიერების კომპონენტი, როგორც გუნდში, ასევე კომპანიის გარეთ. გამოვყოფდი გოგონათა საფეხბურთო კლუბის, ,,კვარტალი FC''-ის მხარდაჭერას გასულ წელს. ეს თანაშრომლობა წელსაც გრძელდება. ჩვენი პროექტებით არა ერთხელ დავამტკიცეთ, რომ პროფესიას არ აქვს სქესი და რომ ქალები დიდ წარმატებას აღწევენ მათთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, მათ შორის ავტოინდუსტრიაში".
კომპლექსურია კომპანიის მიდგომა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმართულებით. ენერგოეფექტური შენობები, რესურსების გაფრთხილება განახლებადი ენერგიის გამომუშავებით, ეკომეგობრული სატრანსპორტო სეგმენტის განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, ასევე სპეციფიკური ნარჩენების მართვა, რომელსაც ჰოლდინგი შვილობილი ორგანიზაციის Tegeta Green Planet-ის დახმარებით ახორციელებს. ორგანიზაციამ გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით არსებულ 45 შეგროვების პუნქტში მიიღო და შესაბამის ლიცენზირებულ გადამამუშავებელ საწარმოებს ჩააბარა ტონობით ნარჩენი ზეთი, აკუმულატორი თუ საბურავი. ,,თეგეტას" CSR მენეჯერი ამბობს, რომ კანონმდებლობით აღებული ვალდებულებების გარდა, Green Planet-მა არა ერთი პროექტი განახორციელა ცნობიერების ამაღლების კუთხითაც, ჩაატარა დასუფთავების აქციები, მათ შორის მოაწესრიგა და ტერიტორიიდან გაიტანა თბილისის შემოვლით გზაზე დაყრილი საბურავები. მიუხედავად ნარჩენების დიდი მოცულობისა, პროცესი სულ რაღაც 3 დღეში დასრულდა.
,,თეგეტა ჰოლდინგის" გრძელვადიანი ხედვის ნაწილია ასევე უსაფრთხოება. სანდო და მაღალხარისხიანი საავტომობილო პროდუქცია, სერვისი და უსაფრთხო სამუშაო სივრცე, როგორც დანადგარების, ასევე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით.
მეორე მხრივ, ჰოლდინგი ყოველწლიურად ერთვება და გეგმავს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კამპანიებს, რაც ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, მოქალაქეთა ქცევის შეცვლას ემსახურება.
თეგეტას CSR სტრატეგიის შემადგენელია საზოგადოებაზე ზრუნვა. დასახული ამოცანების შესასრულებლად, კომპანიამ ორი წლის წინ ზრუნვის პლატფორმა, Tegeta Care შექმნა, სადაც სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე საქველმოქმედო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები გააერთიანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ გასულ წელს მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა და 50-ს გადააჭარბა.
,,Tegeta Care-ზე წარმოდგენილ ორგანიზაციებზე ,,თეგეტაც" აქტიურად ზრუნავს. პარტნიორებთან ერთად საერთო ჯამში განვახორციელეთ 50-ზე მეტი პროექტი განათლების, ქალთა გაძლიერების, თემის ეკონომიკური გაძლიერებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით. შევავსეთ არა ერთი სკოლის ბიბლიოთეკა რეგიონებში, მხარი დავუჭირეთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და ა.შ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ აქტივობებში, რომელიც ჩვენი პროექტების არასრული ჩამონათვალია, მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია."- აცხადებს მარიამ ჯაფარიძე
"თეგეტა ჰოლდინგი" 2022 წლიდან პრო ბონო ქსელის წევრია და აქტიურად არის ჩართული კორპორაციული მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებაში. კორპორაციული მოხალისეობა, საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც კომპანიების თანამშრომლების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით სხვების საქმიანობის გაძლიერებას გულისხმობს.
თათია ხორბალაძე, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "ძალიან გვახარებს, რომ ჩვენი გუნდის წევრების აქტიური ჩართულობით ვახორციელებთ პრო ბონო აქტივობებს და ვცდილობთ კორპორაციული მოხალისეობის გააქტიურებას შევუწყოთ ხელი. 2022 წლიდან მას შემდეგ, რაც ,,საქართველოს პრო-ბონო ქსელს" შევუერთდით, უშუალოდ ჰოლდინგისა და მისი შვილობილი კომპანიის ,,თეგეტა აკადემიის" 20-მდე თანამშრომელმა თავიანთი ექსპერტიზით 120-ზე მეტი საკონსულტაციო საათი დაუთმეს არაერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ სოციალურ საწარმოს.
გვჯერა, რომ თანამედროვე სამყაროში CSR არის საუკეთესო საშუალება მართო ბიზნესი ეთიკურად და თან მოიტანო სასიკეთო ცვლილებები გარემოსა და საზოგადოებისთვის. ჩვენი ეს სწრაფვა, ვფიქრობთ, დადებით გავლენას მოახდენს თანამშრომლებთან, მომხმარებელთან თუ ინვესტორებთან ურთიეთობისას"
თეგეტა ჰოლდინგის CSR სტრატეგია 2030-წლამდე პერიოდს მოიცავს. კომპანიაში აცხადებენ, დასახული მიზნების სისტემატიზება, ერთ დოკუმენტში მოქცევა და მისი შესრულება ბიზნესპროცესია, რომელსაც ჰოლდინგი სტრატეგიული სამოქმედო გეგმის მიხედვით ახორციელებს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.