Sponsored Content

D-tech აცხადებს საგრანტო კონკურსს მკვლევრებისთვის კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

IT კომპანია D-tech აცხადებს საგრანტო კონკურსს მკვლევრებისთვის კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის დარგში.

ჩვენ აღმოვაჩინეთ პირველი პროექტი, რომელიც მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას შეძლებს. დაწვრილებით პროექტზე ქვემოთ გიამბობთ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიის ფიზიკის ინსტიტუტის კედლებში, პროფესორ რევაზ შანიძის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო პროექტ - KM3NeT-ის ფარგლებში მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევა.

KM3NeT - არის საკვლევი ინფრასტრუქტურა, რომელშიც განლაგებულია შემდეგი თაობის ნეიტრონული ტელესკოპები.

ხმელთაშუა ზღვის ყველაზე ღრმა წყლებში განლაგებული KM3NeT, ჩვენს სამყაროში ახალ ფანჯარას გახსნის და ასევე შეიტანს წვლილს ნეიტრონის მოუხელთებელ ნაწილაკთა თვისებების კვლევაში.

თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ამოცანაა - მოაგროვონ და გააანალიზონ ნეიტრონული ტელესკოპებიდან მოპოვებული მონაცემები.

"მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ჯგუფის ერთ-ერთი მკვლევარი პროფესორი რევაზ ლაღიძე ნეიტრონულ ქსელს აგებს, რათა მოხდეს ინფორმაციის ინტერპრეტირება. კვლევაში მას ესაჭიროება quantum computing service Amazon Braket-ის გამომთვლელი შესაძლებლობები. მისი მუშაობის შედეგი, საკმაოდ წონად წვლილს შეიტანს KM3Net-ისა და ზოგადად მეცნიერების განვითარებაში.

ჩვენ გადავწყვიტეთ მხარი დავუჭიროთ პროექტს, ვინაიდან მას პერსპექტიულად მივიჩნევთ, ხოლო კვლევისგან მიღებული შედეგი, გამოცდილება და უნარები, შესაძლოა ჩვენს პროექტებში გამოგვადგეს.

ცხადია, მომავალში ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებიც. გრანტის გაცემის შესახებ შეთანხმება უკვე ხელმოწერილია და ჩვენი ვალდებულების შესრულებას უკვე შევუდექით. ვულოცავთ მკვლევარ დავით ჯანეზაშვილს, სამეცნიერო ხელმძღვანელ პროფესორ რევაზ შანიძესა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს"! - განაცხადა საგრანტო კონკურსის ioli.digital-ს ოპერატორმა, სტანისლავ საბანოვმა.

ამავდროულად, კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მკვლევართა საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება გრძელდება.

D-tech-სგან კონკურსის შესახებ დეტალების დასადგენად და მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ლინკს - ioli.digital

ვაშენოთ მომავალი ერთად

D-tech