Join our Waitlist for Expert Advice!

Data Challenge საქართველოს ბანკისგან საქართველოში პირველ მასშტაბურ მონაცემთა პროექტში 337 მონაწილე ჩაერთო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მოგეხსენებათ, მონაცემთა მიმართულება "საქართველოს ბანკისათვის" ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სფეროა და ამ კუთხით ბანკი პერმანენტულად ვითარდება, ქმნის ახალ პროდუქტებს, აუმჯობესებს არსებულ სერვისებს და აღნიშნული დარგით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობებს სთავაზობს.

ამის ნათელი მაგალითია პროექტი Data Challenge, რომელიც 18 აპრილს დაიწყო, 18 მაისამდე გასტანს და მასში უკვე 111 გუნდი (337 მონაწილე) ჩაერთო, ხოლო რამდენიმე გუნდმა უკვე მოახერხა მინიმალური მაჩვენებლის, ე.წ. Baseline-ის გადალახვა.

აღსანიშნავია, რომ Data Challenge მონაცემთა მიმართულებით საქართველოში მსგავსი მასშტაბის პირველი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ დამოუკიდებლად ან გუნდთან ერთად ჩაერთონ კონკურსში, 4 კვირის განმავლობაში იმუშაონ დავალებებზე, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში მოიგონ თანხა 50 000 ლარის მოცულობის საპრიზო ფონდიდან. გარდა ამისა, მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ "საქართველოს ბანკში".

პროექტის პირველი გამოწვევის თემა გახლავთ სარეკომენდაციო სისტემის მოდელის შემუშავება. როგორც კონკურსის ვებგვერდზეა აღნიშნული, სარეკომენდაციო სისტემები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომხმარებლისთვის არჩევანის გამარტივებაში, ხოლო მისი ალგორითმული გადაწყვეტები დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია.

"იმისათვის, რომ მომხმარებლებს მათთვის საინტერესო, რელევანტური პროდუქტის ან მომსახურების შეძენა შესთავაზოს, "საქართველოს ბანკი" ავითარებს სარეკომენდაციო სისტემას. რეკომენდაციის გაცემისთვის, სისტემა მანქანური სწავლების პრინციპით იყენებს ისტორიულ მონაცემებს. არსებული ალგორითმის გასაუმჯობესებლად, ბანკი აცხადებს გამოწვევას, რომელიც ეფუძნება 2021 წლის ანონიმიზებულ მონაცემებს "საქართველოს ბანკის" მომხმარებლებსა და სავაჭრო ობიექტებს, ანუ მერჩანტებს შორის ინტერაქციის შესახებ. ამ გამოწვევით საშუალება გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ "საქართველოს ბანკის" სარეკომენდაციო სისტემის განვითარებაში", − აცხადებენ Data Challenge-ის ორგანიზატორები.

Data Challenge-ის პროექტის მიმდინარე გამოწვევაში გამოყენებული მონაცემები აერთიანებს იმ მომხმარებლებისა და მერჩანტების კომბინაციის ჩამონათვალს, რომელთა შორისაც 2021 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც მოხდა ინტერაქცია. მონაცემებში მოხვდნენ მომხმარებლები, რომლებმაც ამ პერიოდის განმავლობაში მინიმუმ 5 განსხვავებულ სავაჭრო ობიექტში გადაიხადეს.

Data Challenge-ის მონაწილეებს პროფესიონალი მონაცემთა მეცნიერები აფასებენ, ხოლო მენტორობას "საქართველოს ბანკის" თანამშრომლები უწევენ. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია ნებისმიერი მსურველისათვის, რომელიც სწავლობს ან დასაქმებულია კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის ან ეკონომიკის სფეროში.

როგორც უკვე ვახსენეთ, Data Challenge-ის მიმდინარე გამოწვევა 18 აპრილს დაიწყო და 18 მაისამდე გაგრძელდება, თუმცა ბანკის წარმომადგენლების თქმით, პროექტის ფარგლებში გამოწვევების სერიები კიდევ გაიმართება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია