ერთად ვუგულშემატკივროთ გენო პეტრიაშვილს პარიზის ოლიმპიადაზე - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
პარიზის ოლიმპიური თამაშები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. მის დასრულებამდე კი სულ რამდენიმე დღე დარჩა.
ქართველი ქომაგები თავისუფალ ჭიდაობაში ქართველი ოლიმპიელების საგულშემატკივროდ ემზადებიან.
9 აგვისტოს თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი, 125 კგ კატეგორიაში იასპარეზებს.
გენო პეტრიაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავეა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ვიცე-ჩემპიონის სტატუსი, 2016 წელს რიო დე ჟანეიროში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე კი ბრინჯაოს მედალი მიიღო.
ის არის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი (2017, 2018 და 2019 წლები); ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის გახდა ვერცხლის და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი.
ამასთან, გენო პეტრიაშვილი არის ევროპის ორგზის ჩემპიონი, ხუთგზის ვერცხლის და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი. ევროპის I თამაშებში კი მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მისი პირადი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი იყო. სწორედ მასთან მუშაობის პერიოდში გენომ მოიპოვა ყველა ოქროს მედალი. გენოს შემდეგ წარმატებას მის პატარა ძმა - კონსტანტინესაც უწინასწარმეტყველებენ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
თუმცა, ეს პეტრიაშვილების წარმატების ისტორიის მხოლოდ ნაწილია. საუკეთესო წინ არის.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ გზაზე. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.