Get All Access for $5/mo

ევროპული ხარისხი და "ემ-ბი-ჯი რენთის" წარმატების საიდუმლო სამშენებლო ინდუსტრიაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

MBG Rent-ი მომხმარებელს სთავაზობს ყველანაირ სამშენებლო ინვენტარს, წვრილ სამშენებლო ტექნიკას, ბეტონის ჩასხმის, ჭრის, ბურღვისა და ნგრევის მომსახურებას.

MBG Rent-ის გამოცდილებასა და ცოდნას ბაზარზე იცნობენ და ენდობიან მომხმარებლები.

რა გამოარჩევს MBG Rent-ს ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან? - კომპანიის გენერალური დირექტორი, ვასილ დვალი გვიამბობს, რომ MBG Rent-ი დაფუძნდა MBG construction-ის ბაზაზე, რომელსაც ქართული სამშენებლო სივრცე კარგად იცნობს.

"სამშენებლო გამოცდილება გვეხმარება გავითვალისწინოთ მომხმარებლის საჭიროებები, გაუთვალისწინებელი თუ დაუძლეველი გარემოებები, დავეხმაროთ კლიენტებს არა მხოლოდ ასორტიმენტით, არამედ სასარგებლო რჩევებითა და რეკომენდაციებით, რათა მიიღონ ოპტიმალური შედეგი, მომხმარებლისგან საპასუხოდ ვიღებთ უამრავ დადებით რეკომენდაციას, პარტნიორულ/მეგობრულ ურთიერთობას, რაც ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფუნდამენტია.

MBG Rent-ის ისტორია ერთი თანამშრომლითა და მინიმალური აქტივით დაიწყო, რომელიც ამჟამად 100-მდე თანამშრომელს, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასაწყობე მარაგებსა და 1000-ზე მეტ წარმატებით შესრულებულ პროექტს ითვლის.

"ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ სამშენებლო სფეროში არსებული გამოწვევები და საჭიროებები. სისტემატურად ვაფართოებთ ინვენტარისა და ტექნიკის ასორტიმენტს, სამუშაო არეალსა და სერვისებს", - გვიყვება ვასილ დვალი.

კომპანიას საწყობები და, შესაბამისად, ოფისები აქვს თბილისსა და ბათუმში. ქვეყნის ორ ყველაზე აქტიურ სამშენებლო ზონაში მომსახურებით კი MBG Rent-ი მომხმარებელს დაზოგილ დროს, შემცირებულ ხარჯსა და მეტ კომფორტს სთავაზობს.

MBG-ის გუნდსა და გაწეულ მომსახურებას ბაზარზე მრავალი ნიშა გამოარჩევს - მათ შორისაა მსოფლიო ბაზარზე არსებული სიახლეების სწრაფი ათვისება და ლოკალური ბაზრის მოთხოვნებზე მყისიერი რეაგირება.

"ჩვენ მშენებლობის სექტორს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სერვისებს, ინვენტარსა და ტექნიკას, რკინა-ბეტონის ჭრა-ბურღვასა და ბეტონის ჩასხმას უახლესი, ევროპული ხარისხის ტექნიკით", - ამბობს ვასილი.

Entrepreneur-თან ინტერვიუში ვასილ დვალი განმარტავს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რითაც კომპანია ბაზარზე გამორჩეულ პოზიციას იკავებს, საინჟინრო მომსახურებაა.

კომპანიის ასორტიმენტის ნებისმიერ ნაწილში საინჟინრო მომსახურება გულისხმობს როგორც ინვენტარის რაოდენობის, ისე დროის ოპტიმიზაციას. აღნიშნული ფაქტორი კი საგრძნობლად ამცირებს მშენებლობის ხარჯს და ზრდის პროექტის ხარისხს.

"მეგობრული და მხიარული გარემო სამუშაო პროცესს საინტერესოს და მიმზიდველს ხდის, რაც მომხმარებლის განწყობაზეც აისახება და თანამშრომლობა პარტნიორობად და ხშირად მეგობრობადაც გარდაიქმნება. გულწრფელი, ჯანსაღი ურთიერთობა ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის საწინდარია".

სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდი და მისი პროფესიონალიზმი განაპირობებს კომპანიის ყოველდღიურ განვითარებას, ზრდასა და საერთაშორისო სტანდარტების წარმატებულად დანერგვას ქვეყანაში.

"ძლიერი, წარმატებული კომპანია სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ აქტიურად ვართ ჩართული "ქართულ სამშენებლო მასალების კლასტერთან (GCMC)" ერთად სამშენებლო კანონმდებლობის გაჯანსაღებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვაში".

ვასილი გვიმხელს, რომ MBG Rent-ის გუნდი მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც მათ ჩართულობას პროექტირების ეტაპიდან ითვალისწინებს. მალე MBG Rent-ის მომხმარებელი და Entrepreneur-ის აუდიტორია ამ პროექტის შესახებ დეტალურად გაიგებს.

მრავალი წელია, რაც MBG Rent-ს ენდობიან და ეს ნდობა სწორედ პროფესიონალურ მიდგომასა და მომხმარებელთან მეგობრულ ურთიერთობას ემყარება.

Business News

Yandex სრულად რუსული მხარის საკუთრებაშია - რა ვიცით კომპანიის შესახებ?

აფართოებს თუ არა რუსული "იანდექსი" საქართველოში ბიზნესს?