FINA - მოწინავე კომპანია IT ინდუსტრიაში, რომელიც ინოვაციური პროექტებით გამოირჩევა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია FINA უკვე 10 წელზე მეტია, რაც ბიზნესის გაციფრულებას უწყობს ხელს. 2011 წლიდან მოყოლებული, FINA-ს მიერ შექმნილმა სხვადასხვა მიმართულების პროგრამულმა უზრუნველყოფამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციას, მომსახურებისა ხარისხის გაუმჯობესებას და რაც მთავარია, ბიზნესის წინსვლასა და განვითარებას.
FINA-ს პროდუქტები მუდმივად ვითარდება და მაქსიმალურად ერგება ბაზრის მოთხოვნებს, მიმდინარე ეტაპზე კომპანია 10 პროდუქტითაა წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი ღრუბლოვან (cloud) ტექნოლოგიაზეა შექმნილი და მომხმარებელს საშუალებას აძლევს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აკონტროლოს ობიექტზე არსებული სიტუაცია.
ბუღალტრული აღრიცხვის, ვაჭრობა საწყობის, დისტრიბუციის, სასტუმროს, კაფე-რესტორნის, HR მართვის, სილამაზის სალონისა და ესთეტიკური ცენტრის მართვის პროგრამებს უკვე 5000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს და მათ შორისაა ისეთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი TOP ბრენდები, როგორიცაა Wendys', Dunkin, Subway, ისი პარი, ვულე ვუ, მეამა ქოლექთი და მრავალი სხვა.
ერთ-ერთი ყველაზე ახალი მოდული, რომელიც FINA-მ შეიმუშავა არის თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვისა და HR მართვის პროგრამა WEEKSy. 2021 წლის მარტიდან სავალდებულო გახდა თანამშრომელთა ნამუშევარი საათების აღრიცხვა და შესაბამისი ტაბელის შევსება. შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილების ძალაში შესვლის პერიოდისთვის, FINA უკვე მზად იყო კომპანიებისთვის შეეთავაზებინა თანამშრომლების სამუშაო საათების აღრიცხვის სრულყოფილი სისტემა, რომელიც მათ მნიშვნელოვნად გაუადვილებთ დასაქმებულის დასწრების აღრიცხვას მაშინაც კი, როდესაც თანამშრომლებს ცვლებში უწევთ მუშაობა, ხშირადაა საჭირო განრიგების შედგენა, შვებულების, სხვადასხვა მიზეზით გაცდენილი დღეების, გამოსასვლელი დღეების აღრიცხვა და ა.შ.
მიმდინარე პერიოდში პროგრამა წარმოდგენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციონალით: თანამშრომელთა დასწრების აღრიცხვა, HR მოდული, პირადი სივრცის აპლიკაცია, დავალებების მენეჯმენტი, ინვენტარის მართვა. ძალიან მალე პროგრამას ასევე დაემატება payroll და ბევრად უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი თანამშრომლებისთვის ხელფასებისა და ბონუსების დაანგარიშება ნამუშევარი საათების მიხედვით.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც 2021 წელს განხორციელდა, არის NOKA ტექნოლოგიით შექმნილი მარკეტი, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრიდან ყველა დაინტერესებული მომხმარებლისთვის ღიაა. 2021 წლის იანვრიდან მაღაზია ექსპერიმენტულ რეჟიმში მუშაობდა თანამშრომლებისთვის და მიმდინარეობდა სისტემაზე დაკვირვება, რის შემდეგაც FINA-ს გუნდმა მოახერხა სისტემის მდგრადობისა და მოქნილობის უზრუნველყოფა. ხოლო სექტემბერში, როცა სისტემა უკვე სრულად მზად იყო მომხმარებელთა ნაკადის მისაღებად, გაიხსნა რეალური მაღაზია სხვადასხვა ტიპის პროდუქციით.
"ვფიქრობთ, NOKA-ს ტექნოლოგია საკმაოდ პოპულარული გახდება საქართველოში. ავტომატიზებული სისტემები დღითი-დღე უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება მსოფლიოში, შესაბამისად, ქართველ მომხმარებელსაც აქვს სურვილი ყოველდღიური, რუტინული პროცესების შესრულებისას დაზოგილი დრო მეტად მნიშვნელოვანი საქმისკენ, ან სულაც დასვენებისკენ მიმართონ. NOKA არ გეგმავს გახდეს მაღაზიათა ქსელი, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც სავაჭრო ობიექტებისთვის შეიქმნა და მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებელს. NOKA-ს უმთავრესი მიზანი მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით ეფექტური, მოქნილი და კომფორტული გარემოს შექმნაა როგორც ვაჭრობის სფეროს ბიზნესის, ასევე მომხმარებლებისთვის", — ამბობს დავით თოფჩიშვილი - კომპანია FINA-ს დამფუძნებელი.
NOKA მარკეტი ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს სთავაზობს გამოცადოს ყიდვის უახლესი ტექნოლოგია.
,,ვთვლით, რომ ჩვენი არსებობის მანძილზე, მთავარ ღირებულებებს ჩვენი გუნდი და მომხმარებლები წარმოადგენენ. ამასთან, სტაბილურობა და მაღალი ხარისხი FINA-ს მთავარი ფასეულობებია. გუნდი გვეხმარება იმაში, რომ შევქმნათ ის პროდუქტები, რაც ბიზნესს მართვის მიმართულებით პროცესებს გაუადვილებს, ხოლო მომხმარებლები წარმოადგენენ მამოძრავებელ ძალას, რომ ჩვენს მიერ შექმნილი პროდუქტები განვითარდეს და სრულად მოერგოს ნებისმიერი კომპანიის მოთხოვნებს"- აცხადებს კომპანია FINA-ს დამფუძნებელი და დირექტორი – დავით თოფჩიშვილი.
შეგახსენებთ, რომ კომპანია FINA საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა და FINA-ს პროდუქტებმა უკვე 5000-ზე მეტ კომპანიას გაუმარტივა ბიზნესის მართვა და ხელი შეუწყო მათ განვითარებას. სწორედ ამიტომ FINA მუდმივად იქნება ბიზნესის საიმედო პარტნიორი.