Flutter ჯგუფი ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე (New York Stock Exchange) განთავსდა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Flutter ჯგუფის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (New York Stock Exchange) განთავსდა, რომელიც უდიდესია კაპიტალიზაციით.
Flutter ჯგუფი (flutter.com) საჯაროდ აღიარებული, მსოფლიოს ყველზე მსხვილი ონლაინ თამაშების კომპანიაა, რომელიც გლობალური მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ჯგუფი ფლობს ისეთ მოწინავე და ცნობად ბრენდებს როგორიც არის: PokerStars-ი, PaddyPower-ი, FanDuel-ი, Betfair -ი, adjarabet-ი და სხვა.
კომპანია აჭარაბეთი Flutter ჯგუფის წევრი 2019 წლიდან გახდა. შესაბამისად, აჭარაბეთი ოპერირებს უმაღლესი სტანდარტით და მკაცრად იცავს აზარტული თამაშების მარეგულირებელ ადგილობრივ რეგულაციებს. აჭარაბეთი სრულად იზიარებს Flutter ჯგუფის წარმატებას და მნიშვნელოვან მოვლენას როგორიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) განთავსებაა.
"2023 წლის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ უდიდესი მხარდაჭერა ჩვენი აქციონერებისგან New York Stock Exchange-ზე წარდგენისთვის. აშშ-ს საფონდო ბირჟაზე განთავსება გვაძლევს დამატებით წვდომას კაპიტალზე ყველაზე ლიკვიდურ ბაზარზე მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენთვის ეს ყოველივე ხელს შეუწყობს Flutter-ის ჯგუფის ზრდის შემდეგ ფაზას. ინოვაციური მიდგომებით და ბაზრის წამყვანი ბრენდების შეუდარებელი პორტფელით, ჩვენ ვხედავთ მომავალში უფრო დიდი ზრდის პოტენციალს" - განაცხადა Flutter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ ჯექსონმა
"მინდა მივულოცო Flutter-ის გლობალურ ჯგუფს ნიუ-იორკის მსოფლიოში წამყვან საფონდო ბირჟაზე განთავსება. მოხარული ვარ, რომ კომპანია აჭარაბეთი ასეთი მასშტაბური, გლობალური წარმატების მონაწილეა.." - განაცხადა კომპანია აჭარაბეთ ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასანიშვილმა.