Future Laboratory-ის ახალი პროექტი - კორპორატიული ინოვაციების კლუბი ბიზნესისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში და რეგიონში ბევრი საინტერესო ციფრული ინიციატივა ვითარდება და პერსპექტიული სტარტაპი ჩნდება, რომელსაც ქვეყანაში მოღვაწე მსხვილ და საშუალო ბიზნესზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდება შეუძლია.
FutureLab-ის ინოვატორთა კლუბი, ექსკლიუზიური ქომიუნითია კორპორატიული სექტორისთვის.
კორპორატიულ სექტორს საშუალება ეძლევა გახდნენ ანგელოზი ინვესტორები, ასევე ქონდეთ წვდომა წამყვან ინოვაციებთან რეგიონიდან და სილიკონის ველიდან.
FutureLab-ის ინოვაციები კლუბის ფორმატი უზრუნველყოფს ბიზნეს სექტორის უწყვეტ წვდომას ინფორმაციასთან, ცოდნასთან, პერსპექტიულ ტექნოლოგიურ სტარტაპებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან, ტრენინგებთან და განათლების პროგრამებთან ინოვაციების მიმართულებით.
FutureLab-ის ინოვაციები კლუბი უზრუნველყოფს:
- ბიზნესის პერსპექტიულ ქართულ და რეგიონალურ ინოვაციურ პროდუქტებთან და ინიციატივებთან გაცნობას (AI, Fintech, Deeptech, MarTech, Agrotech და სხვა) ყოველთიური ღონისძიებების და შეხვედრების ფორმატში.
- საქართველოდან და რეგიონიდან ადრეულ სტადიაზე მყოფ სტარტაპებში ინვესტირების შესაძლებლობას
- სილიკონის ველის და ამერიკის წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუციების (UC Berkeley, Stanford და სხვა) ექსპერტებთან და კვლევით ლაბორატორიებთან დაშვებას.
- დაშვებას ტრენინგებთან და სასწავლო პროგრამებთან ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულებით.
კლუბის წევრობა გულისხმობს აქტიურ კონტრიბუციას და მზაობას წევრების მხრიდან ინოვაციების განვითარების მიმართულებით. ეს არის გარკვეული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომელიც საბოლოოდ მიმართულია საერთო წარმატებისკან.