გაიცანი Bitnet - კრიპტო სტარტაპი საქართველოში ფულის მართვის ინოვაციური სისტემის დანერგვას გეგმავს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თუ კრიპტო აქტივებით უკვე სარგებლობთ, გეცოდინებათ, რამდენად ჩახლართული, დამაბნეველი და დროში გაწელილი შეიძლება იყოს ზოგიერთი პროცესი.
ამ რთული პროცესების გამარტივების და აჩქარების მიზნით, Bitnet-მა შექმნა ინოვაციური პლატფორმა. ის სულ მალე შეხვდება პირველ მომხმარებლებს და ერთ სივრცეში გააერთიანებს ყველა იმ ფუნქციას, რომელიც ციფრული აქტივების მართვას გახდის ბევრად მარტივს და უსაფრთხოს.
საწყის ეტაპზე პლატფორმაზე დაგხვდებათ Exchange სერვისი,რომლის გამოყენებით, შეძლებთ სულ რამდენიმე წუთში გადაცვალოთ აქტივები სასურველ ვალუტაში. Bitnet.ge-ს ეტაპობრივად დაემატება გადახდის, ტრანზაქციების, სესხების, ანაბრებისა თუ სხვა ფინანსური ოპერაციების შესრულების ფუნქციები.
პლატფორმასთან ერთად, სტარტაპი აპლიკაციის შექმნაზეც მუშაობს. თუმცა, სანამ პლატფორმა გაეშვება, მომხმარებლებს ერთგვარ WaitList-ში შეეძლებათ მოხვედრა, რომლის საშუალებით მიიღებენ დამატებით ბენეფიტებს Bitnet-ისგან და სიახლეების შესახებაც პირველები შეიტყობენ.
ჩართე ვიდეო - გაიგე, როგორ იქმნება Bitnet და ვინ ქმნის მას.