Ending Soon! Save 33% on All Access

გაიცანით BTU-ს სტუდენტური ჰაკათონის ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდი - Cyber fortress-ი, რომელიც ორგანიზაციებზე კიბერშეტევების რისკებს ამცირებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ტექნოლოგიებით ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ. ყოველთვის მხიბლავდა იმის ცოდნა, თუ რა ხდებოდა მათ მიღმა და როგორ შეიძლებოდა ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ექსპერიმენტების ჩატარებას და ახლის ძიებას დიდ დროს ვუთმობდი.

შემდგომში პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და შესაძლებლობების რეალიზებისთვის სწავლა ამ მიმართულებით განგვაგრძე. გასული წლიდან კი ღრმა სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის თემების გაცნობა აქტიურად დავიწყე", - კარლო ცუცქირიძე, სტუდენტური ჰაკათონის "ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში" გამარჯვებული.

კარლო "ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის" კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მისმა გუნდმა Cyber fortress-კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.

"ჰაკათონს, რომელშიც პირველად ვმონაწილეობდი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მასპინძლობდა. თემა ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას კიბერუსაფრთხოების სფეროში, რომლის ირგვლივაც მონაწილეებს საინტერესო პროდუქტი ბიზნესიდეასთან ერთად უნდა შეგვექმნა.

ჰაკათონის პროცესი ერთი კვირის განმავლობაში ონლაინ ფორმატით მიმდინარეობდა. ამ პერიოდში მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა გვქონდა, იდეა მენტორებისა და ჟიურისთვის წარგვედგინა. შემდგომ უკუკავშირს, შენიშვნებს და მათ ხედვებს ვიღებდით, რაც საბოლოო ჯამში პროექტის იდეის დახვეწაში გვეხმარებოდა".

კარლოსთან ერთად გუნდში იონა იობიძეც იყო გაერთიანებული. მეგობრები ამ შემადგენლობით AI ჰაკათონზე პირველად გავიდნენ. კარლო გვიყვება, რომ ჰაკათონი საინტერესო და გამოწვევებით სავსე გამოცდილებას უკავშირდება. შეჯიბრის მიმდინარეობისას ბევრი რამ ისწავლეს, მათ შორის პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირება.

"გავიღრმავეთ ცოდნა ხელოვნური ინტელექტის ისეთ საკითხებში, რომლებთანაც შეხება მანამდე არ გვქონია და ვფიქრობთ, მათი პრაქტიკული დანიშნულებიდან გამომდინარე, მომავლისთვის საჭირო გამოცდილება მივიღეთ. პროექტის დემო ვერსიის დამთავრებამ AI ტექნოლოგიების რეალური შესაძლებლობები და ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებაში მათი როლი დაგვანახვა".

კარლომ და იოანამ გადაწყვიტეს შეექმნათ პროდუქტი, რომელიც ორგანიზაციებზე კიბერშეტევების რისკებს შეამცირებდა. კერძოდ, ეს ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უსაფრთხოების სტანდარტების აღმოჩენასა და რეკომენდაციების მიცემაში.

მათ ამით სცადეს, ჩაენაცვლებინათ დღევანდელ ბაზარზე არსებული SAST (Static Application Security Testing) ხელსაწყოები, რომლებიც კოდის სისუსტეების აღმოსაჩენად წინასწარ განსაზღვრულ ალგორითმებსა და წესებს იყენებენ.

"ჩვენ გამოვკვეთეთ, რა დადებითი გავლენა ექნებოდა ხელოვნურ ინტელექტს კოდის ანალიზის პროცესში. მაგალითად, SAST ხელსაწყოები მოკლებულნი არიან პროგრამის კონტექსტის აღქმას, რაც მათ ყველა პოტენციური სისუსტის დადგენაში უშლის ხელს, ხოლო AI-ის გამოყენებით ეს პრობლემა გვარდება და ამის მაგალითიც ვაჩვენეთ.

გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის მოდელს მუდმივი განვითარების უნარი აქვს - შეისწავლოს ახალდადგენილი სტანდარტები უკეთესი წარმადობისთვის და ა.შ. ვფიქრობთ, პრობლემის აქტუალობამ და პრაქტიკულმა მიდგომამ სათანადო ყურადღება დაიმსახურა, ვინაიდან ამ პროდუქტს შეუძლია საერთაშორისო ბაზარზე მსგავს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს რეალური კონკურენცია გაუწიოს".

იგი ასევე აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი უფრო და უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მას უამრავი მიმართულებით ვიყენებთ, დაწყებული ჯანმრთელობის სფეროდან, დამთავრებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით. რადგან დანიშნულების დიაპაზონი ფართოა, AI ტექნოლოგიებსა და ადამიანურ ღირებულებებს კომპლექსურად აერთიანებს. ამავდროულად, ქმნის სივრცეს ინოვაციებისთვის და ზრდის ადამიანის შემოქმედებით შესაძლებლობებს. ეს მომავალში ტექნოლოგიური სინგულარობის ახალ ჰორიზონტებზე გასვლასთან იქნება დაკავშირებული.

როგორც კარლო ამბობს, სტუდენტებს მსგავსი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მოპოვება სოციალური მედიის გამოყენებით შეუძლიათ. ვინაიდან დღევანდელ სამყაროში ინტერნეტის დახმარებით სიახლეების მიმოცვლა მყისიერად ხდება, მათ შესაძლებლობა აქვთ, რეგიონალური და ლოკალური მასშტაბით მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დროულად გაიგონ. ურჩევს, რომ თვალი ადევნონ ცნობილ ტექნოლოგიურ ჯგუფებს, უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების გვერდებს, რომლებიც აქტიურად მასპინძლობენ ფესტივალებს, ჰაკათონებს, კონფერენციებს და ა.შ.

"ასევე ვურჩევდი, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა მალევე დაიწყონ, როგორი გამოცდილებაც არ უნდა ჰქონდეთ. ჰაკათონები რეალური შესაძლებლობებია სწავლისთვის, ნეთვორქინგისა და საკუთარი თავის გამოწვევისთვის.

ვიტყოდი, რომ კომფორტის ზონიდან გათავისუფლების, სხვებთან თანამშრომლობისა და საჯარო გამოსვლების არ შეეშინდეთ, რადგან მთავარი მიზანი არის სწავლა და განვითარება. ამიტომ, ვფიქრობ, უკეთესია ფოკუსირდნენ არა მარტო შედეგების, არამედ გამოცდილების მიღებაზეც. რადგან მხოლოდ გამოცდილების დაგროვებით შეუძლიათ საკუთარი თავის განვითარების გზა დაინახონ, შეცდომებით ისწავლონ და უკეთესები გახდნენ.

ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართა. მარათონი ხელოვნური

ინტელექტის გარშემო სხვადასხვა კონკურსს, ჩემპიონატებსა და ღონისძიებებს

აერთიანებს და მასში ათასობით კონკურსანტი მთელი ქვეყნის მასშტაბით

მონაწილეობს. მარათონის ფარგლებში გაცემული საპრიზო ფონდი 40 000₾-ზე

მეტია.

AI ჰაკათონი განხორციელდა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერული საერთაშორისო კომპანია Webiz ∙ ვებიზ-თან, ციფრული ბანკინგის პლატფორმა Space International-სა და საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია Exadel Georgia-სთან პარტნიორობით.

ჰაკათონის საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენდა, რომელიც სამ გამარჯვებულ

გუნდზე გადანაწილდა. გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ.

ინდუსტრიული ტრენდები

K2 Invest - როცა ხარისხი პრიორიტეტია

"გვსურს, რომ ჩვენ მიერ აშენებულმა სახლებმა ქუთაისის უბნებში ახალი საზოგადოებრივი ჰაბები გააჩინოს"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია