Sponsored Content

გაიცანით ინდ. მეწარმე ლევან ყანდიაშვილი, საქართველოს ბანკის გათამაშების I ეტაპის მთავარი გამარჯვებული

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლევან ყანდიაშვილი საბავშვო მუსიკალური სტუდია leko studio-ს ხელმძღვანელია. სტუდია კახეთში, ოთხი წლის წინ გაიხსნა და ლევანიც ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით სწორედ ამ დროიდან სარგებლობს.

ყველაფერი 10 მოსწავლით დაიწყო, დღეს კი სტუდია 100-მდე მოსწავლეს აერთიანებს და სწავლების ინოვაციურ მეთოდებს სთავაზობს. როგორც მეწარმე აღნიშნავს, საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან მუდმივად უკავშირდებიან და გამოთქვამენ სურვილს, leko studio-ს ფილიალი მათ ქალაქსა თუ რეგიონშიც გაიხსნას.

ლევანი ახლახან საქართველოს ბანკის გათამაშების გამარჯვებული გახდა. მან პირველი ეტაპის მთავარი პრიზი მოიპოვა და ამ სტატიაში სწორედ ამის შესახებ გვიამბობს:

"საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი მიმარტივებს ფინანსური საკითხების მართვას როგორც სტუდიის პედაგოგებთან ურთიერთობისას, ასევე მათთან, ვინც ჩვენს სტუდიას ირჩევს. გათამაშების შესახებ სწორედ ბიზნეს მობილბანკიდან გავიგე. ბილეთებიც ძალიან მარტივად დავარგოვე, რადგან აპლიკაციის გამოყენება საკმაოდ ხშირად მიწევს. გამარჯვება კი ძალიან სასიხარულო იყო. ასეთი სასიამოვნო მოულოდნელობა ცვლის მთლიანი დღის განწყობას და მომავლის გეგმებს. ამიტომაც სხვა ინდ. მეწარმეებსაც აუცილებლად ვურჩევდი, ჩაერთონ გათამაშებაში", - ამბობს ლევანი და ფინალური პრიზის მოგების შემთხვევაში, საკუთარ გეგმებსაც გვიზიარებს:

"დიდი ხანია, თბილისში ვგეგმავთ ახალი ფილიალის გახსნას, 2025 წლისთვის კი უკვე ნამდვილად გვექნება თბილისის leko studio. კიდევ ერთხელ გამარჯვების შემთხვევაში, თანხას გამოვიყენებ იმისთვის, რომ თბილისის ფილიალი იყოს განსაკუთრებულად ლამაზი და ფერადი. ასევე, თანხას გამოვიყენებდი მუსიკალური ინსტრუმენტების და ხმის ჩამწერი აპარატურის შესაძენად", - ამბობს იგი და განმარტავს, რომ მისი ოცნება ისეთი უნივერსალური და თანამედროვე სივრცის შექმნაა, სადაც ყველანაირი შემოქმედებითი და ტექნიკური რესურსი იქნება იმისათვის, რომ ბავშვებმა, და არა მარტო ბავშვებმა, საკუთარი ნიჭის სრულყოფილად რეალიზება შეძლონ.

ინდივიდუალური მეწარმეებისთვის საქართველოს ბანკის გათამაშება კი გრძელდება. გათამაშების ფარგლებში, 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ინდ. მეწარმეებმა უნდა დააგროვონ ციფრული ბილეთები საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ ან ბიზნეს მობილბანკში ყოველდღიური ტრანზაქციების შესრულებით - გადარიცხვებით, კომუნალურების დაფარვით, ვალუტის კონვერტაციით და სხვა.

გაიგეთ ყველაფერი გათამაშების შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან, დააგროვეთ ბილეთები და დაელოდეთ მეორე ეტაპის გათამაშებას ან ფინალს. ყოველთვიურ პრიზებთან ერთად, ფინალში, 13 იანვარს, ინდ. მეწარმეებს 50 000, 30 000 და 20 000 ლარის მოგების შანსი ეძლევათ. ფინალში სამივე თვეში დაგროვებული ბილეთები მონაწილეობს.

გათამაშებაში ავტომატურად ერთვება საქართველოს ბანკის მომხმარებელი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში.