გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე GAU-ს უნივერსიტეტში სრული ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსებით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს სტიპენდიების პროგრამა იკავებს.
საქართველოს ბანკის სტიპენდიები შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, მოიპოვონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება 13 პარტნიორ უნივერსიტეტში. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ისინი რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ: სტუდენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, აქტიური სტუდენტის სტატუსით და დასრულებული ჰქონდეს ბაკალავრის საფეხურზე სწავლების პირველი წელი.
საქართველოს ბანკის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორისაა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ), სადაც სტიპენდიის მოპოვება ყველა ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია. გამარჯვებული სტიპენდიატების გამოსავლენად კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აკადემიური მოსწრებისა და მისი დეკანის რეკომენდაცია. მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს კი ჩაუტარდებათ გასაუბრება GAU-ს და საქართველოს ბანკის წარმომადგენლებთან, რომლის შემდეგაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
"GAU-ის ხუთივე ფაკულტეტი თანაბრად იქნება ჩართული ამ პროექტში და კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ჩვენი ყველა სკოლის სტუდენტს ექნება. ჩვენთვის მთავარია თითოეული ინდივიდი, მისი პოტენციალის აღმოჩენა და რეალიზება, რადგან როგორც საქართველოს ბანკი იტყვის ხოლმე, "შესაძლებლობები უსაზღვროა", მთავარია მას მიაგნო, მოირგო და განავითარო. ესაა ჩვენი მისია: თითოეულ სტუდენტს საკუთარი ნიჭის აღმოჩენასა და მის პროფესიად ქცევაში დავეხმაროთ, რათა სამომავლოდ, საკუთარ საქმესა და პროფესიაში ყველა საფეხურზე ეფექტური, სტრატეგიულ შედეგზე ორიენტირებული და რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც მათ ცხოვრებასა და წარმატებას განსაზღვრავს", - აღნიშნავს GAU-ის განვითარების სამსახურის უფროსი, გია ჩქოფოია.
"საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. რადგან ჩვენ გვჯერა განათლების ძალის და იმის, რომ უკეთეს მომავალს სწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან. ამიტომ, ჩვენ შევქმენით საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა, რომელიც ყოველწლიურად, ათეულობით სტუდენტს 100%-ით ან ნაწილობრივ სწავლას დაუფინანსებს და მისცემს წვდომას ხარისხიან განათლებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას", - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში, GAU აპლიკაციების მიღებას თებერვალში დაიწყებს. გამარჯვებულის ვინაობა კი მარტში გახდება ცნობილი. გამარჯვებულ სტიპენდიატს სწავლა ერთი წლით დაუფინანსდება და გამომდინარე იქიდან, რომ GAU-ში სწავლის საფასური პროგრამების მიხედვით განსხვავებულია, სტიპენდიის მოცულობა სწორედ ამ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.
GAU-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღების შესახებ დამატებით ინფორმაციას მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, იდეათეკა, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა და სხვა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალი შესაძლებლობების შექმნას.