"გამოჩნდი" - commschool-ის ახალი კამპანია ყველას აჩვენე, რა შეგიძლია - გამოჩნდი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"გამოჩნდი!" - თბილისის კომუნიკაციის სკოლა დღეს, 29 დეკემბერს ახალ კამპანიას იწყებს და სტუდენტებს ციფრული უნარების ათვისებისკენ მოუწოდებს.
კამპანია არის მათთვის, ვისაც სურს, მომზადებული და თავდაჯერებული შეხვდეს მომავლის გამოწვევებს; ვისაც აქვს სურვილი და უნარი, გამოირჩეოდეს სხვებში.
"კამპანიის მიზანია სტუდენტებს მოვუწოდოთ იმისკენ, რისიც გულწრფელად გვჯერა - იყვნენ გამორჩეულები, მაქსიმალურად გამოიჩინონ თავი ციფრულ პროფესიებში, რათა მომავლის გარდაუვალ ტექნოლოგიურ გამოწვევებს მომზადებულები შეხვდნენ და თავდაჯერებულად გაუმკლავდნენ მათ. ამისთვის აუცილებელია გამოჩნდნენ და ყველას აჩვენონ, რა შეუძლიათ."
იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სკოლის სტუდენტების ნაკადებმა და პრეფერენციებმა აჩვენა, თუ რამხელა მოთხოვნაა ბაზარზე კონკრეტული პროფესიებისადმი და როგორ რთულდება უნიკალური პიროვნული უნარების გამოვლენა მაღალი კონკურენციის გამო.
მათი დაკვირვებით, სტუდენტის მხრიდან პროფესიის შერჩევის ან/და ახალი უნარის შეძენის მთავარი მოტივაცია მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდაა, ციფრული პროფესიის შეძენა კი გარკვეულწილად გარანტიას აძლევს სტუდენტს, რომ მარტივად შეეძლება მომავალ კარიერულ გამოწვევებს მზად დახვდეს და უპასუხოს ბაზარზე მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს.
"მთავარ მესიჯამდე "გამოჩნდი" გიორგი ქუცა რუხაძესთან ერთად მივედით. ის ეყრდნობა ინსაითს, რაც ჩვენი გამოცდილებისა და სტუდენტებთან ურთიერთობის შედეგად გვაქვს: გაფართოებული საზღვრებისა და ამის ფონზე გაზრდილი კონკურენციის გამო უფრო და უფრო რთულდება, გამოავლინო შენი უნიკალურობა, გარანტირებული ადგილი დაიკავო დასაქმების ბაზარზე. აუცილებელია, შესაბამისი უნარებით იყო აღჭურვილი და მეტიც, იყო გამორჩეული შენს კონკურენტებთან", - გვეუბნებიან commmschool-ში.
საინტერესოა ისიც, რომ კამპანიის ვიზუალის შექმნაში სკოლის კურსდამთავრებული, თორნიკე გორდეზიანი იყო ჩართული - მან Motion ვიდეოზე იმუშავა. რაც შეეხება კამპანიის Art Direction-ს - სააგენტო Witch & Wizard-მა, ოთო მიქაძემ და ირა კიმბერგმა იზრუნეს.
თბილისის კომუნიკაციის სკოლა სტუდენტებს ტექნოლოგიების, დიზაინისა და მარკეტინგის მიმართულებებზე იღებს. ასევე ექსკლუზიურად სთავაზობს კურსებს მონაცემების განხრითაც: Data Science, Data Analytics და Data Engineering. კამპანია "გამოჩნდი" რომელიმე კონკრეტულ მიმართულებაზე არ არის ორიენტირებული - სტუდენტებს შეეძლებათ იმ მიმართულებით აღმოაჩინონ საკუთარი თავი და გამოჩნდნენ პროფესიულ ასპარეზზე, რომელიც ყველაზე საინტერესო იქნება მათთვის - commschool-ში მისულებს მრავალფეროვანი სასწავლო კურსები და სწავლების თანამედროვე მეთოდები დახვდებათ.
როგორც Entrepreneur-თან სკოლის მარკეტინგის მენეჯერი, მზიკო ვარამაშვილი ყვება, commschool-ს ბაზარზე მრავალი მახასიათებელი გამოარჩევს. პირველ რიგში, ეს არის პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება. ეს ნიშნავს, რომ კურსის განმავლობაში სტუდენტები არა მხოლოდ საფუძვლიან თეორიულ ცოდნას იღებენ, არამედ მუშაობენ რეალურ პროექტებზე, ჩართულნი არიან ვორქშოპებში. მსგავსი სასწავლო გამოცდილება კი საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს, მზად იყვნენ პროფესიული გამოწვევებისათვის მომავალში და ბაზარზე კონკურენტუნარიან დასაქმებულად პოზიციონირებდნენ.
გარდა ამისა, მზიკო მნიშვნელოვან ასპექტად ასახელებს მენტორების გამოცდილებას - მისი თქმით, commschool-ში კურსებს დარგების წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან, თავად პროგრამები კი სრულად სფეროს წამყვანი პროფესიონალების გამოცდილებაზეა აგებული.
"ეს გვეხმარება ზუსტად განვსაზღვროთ ბაზარზე არსებული გამოწვევები და მოთხოვნადი უნარები, რათა სტუდენტები რეალური სამუშაო გარემოსთვის მოვამზადოთ."
თბილისის კომუნიკაციის სკოლა 2018 წელს დაარსდა. როგორც მზიკო ვარამაშვილი გვიყვება, სტუდენტთა ანონიმური გამოკითხვის მიხედვით, კმაყოფილების დონე - CSAT 98%, ხოლო NPS - 85%-ზე მეტია.
გარდა სასწავლო კურსებისა, თბილისის კომუნიკაციის სკოლის Alumni Club კურსდამთავრებულებს შემდგომშიც უჭერს მხარს კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაში. ეს მოიცავს პარტნიორ კომპანიებში ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, გარანტირებულ სტაჟირებებსა და კონსულტაციებს.