Cyber Monday Sale! 50% Off All Access

გამორჩეული ესთეტიკის მქონე ბარი "ტიფანი" 9 წლის ხდება - მომხმარებლებს უამრავი სიურპრიზი ელით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გამორჩეული ესთეტიკის მქონე ბარი "ტიფანი" 9 დეკემბერს 9 წლის ხდება − იუბილეს აღსანიშნავად კომპანია მომხმარებლებს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება. თარიღის აღსანიშნავი სამზადისი უკვე დაწყებულია და მასში ბარის როგორც მენეჯმენტი, ისე სამზარეულოს გუნდი აქტიურადაა ჩართული.

"რივერსაიდ თბილისის" დირექტორის მოადგილე, დიმიტრი შველიძე Entrepreneur-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საიუბილეო კვირეული დეკემბრის პირველი რიცხვებიდანვე დაიწყება და 9 დეკემბერს გრანდიოზული წვეულებით დაგვირგვინდება.

"ტიფანი" 9 დეკემბერს 9 წლის გახდება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია! ამიტომ გადავწყვიტეთ დეკემბრის პირველი რიცხვებიდანვე ყოველდღიურად ძალიან საინტერესო აქციები შევთავაზოთ სტუმრებს, რასაც საბოლოო ჯამში 9 დეკემბერს დიდი წვეულებით დავასრულებთ. მასზე დასწრება კი ნებისმიერ სტუმარ შეძლებს", − ამბობს დიმიტრი შველიძე.

დიმიტრი შველიძის თქმით, 9 წლის იუბილეს ბარი გამორჩეულად შეხვდება − "ტიფანიმ" ფრანგულ სარესტორნო გზამკვლევ "გუემიოს" ჯილდო − 2 ქუდიც, დაიმსახურა და დეკემბერს განახლებული მენიუთი ხვდება.

დიმიტრის თქმით, ბარის კონცეფციისა და ინტერიერის შექმნის პროცესში მთელი გუნდი აქტიურად იყო ჩართული. სივრცე უკვე შეერჩიათ, თუმცა გუნდს უნდოდა, რესტორანი გამორჩეული ყოფილიყო სხვა მსგავსი დაწესებულებებისგან. როგორც ის იხსენებს, იმ პერიოდში და დღემდეც თბილისში სარესტორნო ბიზნესში მუქი ფერები დომინირებს − სწორედ ეს იყო პირველი, რაც გუნდმა "ტიფანიში" განსხვავებულად დაგეგმა: ნათელი ფერები, ჰარმონიული ინტერიერი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვთ მცენარეებს ტერასაზე − სწორედ ისინი ქმნიან სიმყუდროვის შეგრძნებას.

"ავეჯი სპეციალური შეკვეთით დამზადდა. მახსოვს, საკმაოდ რთული ასაწყობი აღმოჩნდა თავად ბარი, რომელზეც უამრავი პატარა სარკე დიდი ოსტატობის შედეგად მაგრდებოდა. "ტიფანი ტერასა" კიდევ უფრო განსხვავებული კონცეფციის შედეგია. ბარის აწყობა აქაც საკმაოდ რთული, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა. გამოვიყენეთ სპეციალური "მანათობელი" ქვა, რითაც მსოფლიოში ბევრი მაღალი კატეგორიის ღია ცის ქვეშ აშენებული რესტორანი ამაყობს. სახურავი მთლიანად ელექტრონულია, მთლიანად იხსნება ზაფხულში, ხოლო ცივ ამინდში ბოლომდე იხურება და ტემპერატურაც ავტომატურად კონტროლდება, რათა წლის ნებისმიერ დროს სტუმრობა ძალიან სასიამოვნო იყოს", − ამბობს დიმიტრი შველიძე.

"ავეჯი სპეციალური შეკვეთით დამზადდა. მახსოვს, საკმაოდ რთული ასაწყობი აღმოჩნდა თავად ბარი, რომელზეც უამრავი პატარა სარკე დიდი ოსტატობის შედეგად მაგრდებოდა. "ტიფანი ტერასა" კიდევ უფრო განსხვავებული კონცეფციის შედეგია. ბარის აწყობა აქაც საკმაოდ რთული, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა. გამოვიყენეთ სპეციალური "მანათობელი" ქვა, რითაც მსოფლიოში ბევრი მაღალი კატეგორიის ღია ცის ქვეშ აშენებული რესტორანი ამაყობს. სახურავი მთლიანად ელექტრონულია, სრულიად გადადის ზაფხულში, ხოლო ცივ ამინდში მთლიანად იხურება და ტემპერატურაც ავტომატურად კონტროლდება, რომ წლის ნებისმიერ დროს სტუმრობა ძალიან სასიამოვნო იყოს", - ამბობს დიმიტრი შველიძე.

რა გამოარჩევს "ტიფანის" საკმაოდ კონკურენტუნარიან ბაზარზე? − მომსახურე პერსონალი, მყუდრო და გამორჩეული გარემო, და სამზარეულო. დიმიტრი შველიძე ამბობს, რომ "ტიფანისა" და, ზოგადად, "რივერსაიდის" გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ამოსავალი წერტილი და წარმატების გასაზომი ერთეული თითოეული კლიენტის კმაყოფილებაა. სწორედ ამიტომ ბარში ყველა სტუმარზე განსაკუთრებულად ზრუნავენ, გუნდის წევრები კი მუდმივად განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.

გარდა ამისა, დიდ როლს თამაშობს გარემო და კომფორტი, რასთანაც "ტიფანი" ასოცირდება. მუდმივად განახლებადი მენიუ, გემრიელი კერძები და პოზიტიური გუნდი სტუმარს ყოველთვის უტოვებს სურვილს, კიდევ ერთხელ ეწვიოს ობიექტს.

"გარემო და განსხვავებული ინტერიერი უქმნის სტუმარს კომფორტს. ასევე მოტივაციას სძენს, გადაიღოს ბევრი დასამახსოვრებელი ფოტო, ვიდეო და გაატაროს არაჩვეულებრივი დრო ამ სივრცეებში. ჩვენ ხომ, კერძების გარდა, თბილ სერვისს და ემოციებს ვთავაზობთ სტუმრებს... შემდეგ კი გემრიელი სამზარეულოა – ბევრი საინტერესო კერძი, დესერტი, ცივი თუ ცხელი სასმელი, მათ შორის ჩვენი ბარმენები მიქსოლოგიითაც არიან დაკავებულნი და უცხო, საინტერესო კოქტეილებს სთავაზობენ სტუმრებს. ეს ყველაფერი ერთობლიობაში კი სტუმარს ბევრი დადებითი ემოციით ავსებს. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი – ვიზრუნოთ სტუმრების კომფორტზე, მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები, როგორც მენიუს, ასევე ინტერიერის მიმართულებით", − ამბობს დიმიტრი შველიძე ინტერვიუში.

დიმიტრი შველიძე "ტიფანის" ცხრაწლიანი წარმატების ისტორიაში ყველაზე რთულ პერიოდად პანდემიას ასახელებს: ლოკდაუნის გამო, ფაქტობრივად, დაკეტილი ბიზნესი და დასრულების შემდეგ რეჟიმში დაბრუნების სირთულეები. შველიძე ამბობს, რომ "ტიფანის" გუნდისთვის მოტივაცია მუდამ მომხმარებელი იყო და რთული პერიოდის გადალახვაშიც სწორედ სტუმრებზე ზრუნვა, მათთვის საუკეთესო სერვისის მიწოდების სურვილი დაეხმარათ.

"საინტერესოა, რომ სწორედ ხელახლა "დაქოქვა" და საკუთარი თავის კვლავ ფორმაში ჩაყენება იყო ყველაზე რთული ეტაპი, თვითდისციპლინა, საკუთარი თავისა და გუნდის მოტივირება, რაც შევძელით და ახლა უკვე წინ ვიყურებით".

წინ კი ბევრი საინტერესო გეგმაა − ბრენდი მუდმივად სიახლეების შეთავაზებაზეა ორიენტირებული, იქნება ეს ტექნოლოგიები, გასტრონომია, უცხოელ შეფებთან კოლაბორაცია თუ გაფართოება. "ტიფანის" მესამე ფილიალის გახსნაზე თბილისში მუშაობა უკვე დაწყებულია. კომპანია ბათუმში ფილიალის გახსნითაც არის დაინტერესებული. "რივერსაიდ თბილისი" და "ტიფანი" სტუმრებს ბევრ სასიამოვნო სიახლეს ჰპირდება.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!