GITA-ს საგრანტო პროგრამის "25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ცნობილია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის "25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოვლინდნენ.
გამარჯვებული პროექტები:
- ზღაპრების ყუთი "ანათე" - პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შეიქმნას ჭკვიანი სანათი, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნება ბავშვებისთვის ზღაპრების მოყოლა. ზღაპრების ყუთი დადებით გავლენას მოახდენს ბავშვების განვითარებაზე, მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და შეამცირებს გაჯეტებზე დამოკიდებულებას.
- Smart Flow - ფერმერებს სთავაზობს ავტომატურ და დისტანციურად კონტროლირებად სარწყავ მართვის მოდულს და აპლიკაციას
- MOUSE FOR TOUNGE - პროდუქტი შექქმნილია შშმ პირებისთვის და შედგება ისეთი ელექტრონული კომპონენტებისგან, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანებს ენით უზრუნველყონ კურსორის მოძრაობა და აკონტროლონ ციფრული ინტერფეისები.
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კი 4 სექტემბრიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები. საგრანტო წინადადებები შეაფასა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით და შერჩეულმა სტარტაპებმა კომისიის წინაშე წარსადგენად გაიარეს გადამზადების სპეციალური კურსი, რომელიც მოიცავდა:
ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. "ფიჩინგს". საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე www.grants.gov.ge.