ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი, რიგით მეორე ნაშრომების კონკურსს აანონსებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი, რიგით მეორე ნაშრომების კონკურსს აანონსებს. კონკურსის მთავარი თემა გლობალურ მოქალაქეობაა, კონკურსი მიზანად ისახავს, აბიტურიენტებს მიეცეთ საშუალება იფიქრონ გლობალური მოქალაქეობის კონცეფციაზე და მის მნიშვნელობაზე, გამოიკვლიონ და გამოხატონ თავიანთი ხედვები არსებულ პერსპექტივებზე.
კონკურსი ღიაა ყველა აბიტურიენტისთვის, გამარჯვებული კონკურსანტი 1000 ლარის ოდენობის პრემიას და სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებს. აგრეთვე, გამარჯვებული თემა გამოქვეყნდება პუბლიკაციის სახით.
ღონისძიება გაიმართება 28 თებერვალს, 13:00 საათზე, ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის ტერიტორიაზე. ღონისძიებაზე გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებული, აგრეთვე გლობალური კამპუსების დირექტორი რაიან გუფეი ისაუბრებს აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე.
კონკურსანტებს შეაფასებს სპეციალურად მოწვეული ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია აშშ-ის საელჩოდან საქართველოში, ამერიკული საბჭოდან, ვიზა ჯორჯიადან, და ფორბს ჯორჯიადან.
ჟიურის წევრები არიან:
ალექსანდერ დანიელსი - საქართველოში აშშ-ის საელჩოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების უფროსი
გიორგი ისაკაძე - Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი
გიორგი მუჩაიძე - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი
ტიმოთი ბლაუველტი - ამერიკის შეერთებული შტატების საბჭოს რეგიონული დირექტორი
კონკურსანტების რეგისტრაცია და შესაბამისი ნაშრომების წარდგენა მიმდინარეობს 13 თებერვლიდან 23 თებერვლამდე მითითებულ ბმულზე.