გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიური სამიტი მაისში გაიმართება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიური სამიტი სტარტს იღებს. მრავალმილიონიანი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა და სესიები ანგელოზი ინვესტორების ჯგუფთან ისრაელიდან, პრეაქსელერატორი და სტარტაპ კონკურსი, პანელური დისკუსიები და მასტერკლასები მეწარმეობის წამყვანი როლის შესახებ - ყველაფერი ეს ქართული სტარტაპებისთვის, ინოვაციების, მეცნიერების და კვლევების სფეროს წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, 28-29 მაისს, თბილისში გაიმართება.
2019 წელს, ისრაელის მხარესთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაფუძნებული სტარტაპ ფონდი, სამიტს ყოველწლიურად მართავს. სამიტის ფარგლებში, სტარტაპების მიერ, მილიონზე მეტი დაფინანსებაა წლების განმავლობაში მოპოვებული და ღონისძიების მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და სხვა კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სამიტს მნიშვნელოვან მისიას აკისრებს - მონიშნოს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა გლობალური ინოვაციების რუკაზე და შესაძლებლობა მისცეს ადგილობრივ, თუ რეგიონალურ სტარტაპებს, განვითარდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. ეკოსისტემის ფორმირების პროცესში, ე.წ. ,,სტარტაპ ერისგან'', ისრაელისგან მიღებული ცოდნა და გამოცდილება, დიდ როლს ასრულებს საქართველოში. აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, სამიტის სპიკერი, ჰილა ოვილ ბრენერი, რომელიც დასახელებულია ისრაელის 100 ყველაზე გავლენიან ტექ სფეროს წარმომადგენლებს შორის, არის არიელი კაპიტალის პარტნიორი და იაზამიოტის დამფუძნებელი, ისაუბრებს სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, ისრაელში მიმდინარე მოვლენების ფონზე, აგრეთვე სტარტაპებისთვის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ.
გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიური სამიტი იმართება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.
გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიური სამიტის მთავარი პარტნიორია ისრაელის საელჩო საქართველოში.
გლობალური სტარტაპ ფონდის ფარგლებში მიმდინარე პრე-აქსელერატორის ოფიციალური მხარდამჭერია თიბისი-ს პროგრამა "სტარტაპერი".
გლობალური სტარტაპ ფონდის ფარგლებში მიმდინარე პრე-აქსელერატორის მხარდამჭერია "Tether".
გლობალური სტარტაპ ფონდისა და პრე-აქსელერატორის მხარდამჭერია MIT-ს Martin Trust Center (MTC), BTU-ს წევრობის ფარგლებში.
გლობალური სტარტაპ ფონდის 2024 წლის სამიტის დღის წესრიგი:
28 მაისი:
- სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე და გამარჯვებულების დაჯილდოება - TBC კონცეპტის სივრცე
29 მაისი:
- დახურული შეხვედრა ქართულ სტარტაპებსა და ისრაელის ანგელოზ ინვესტორებს შორის
- გლობალურის სტარტაპ ფონდის 2024 წლის სამიტის გახსნა
- ჰილა ოვილ ბრენერის Keynote გამოსვლა
- პანელური დისკუსია ისრაელის ანგელოზი ინვესტორებისა და საქართველოს დელეგატების ჩართულობით
- ნეთვორქინგი