"IBCCS საქართველო" საერთაშორისო და ადგილობრივ ბიზნესს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"IBCCS.tax საქართველო" უკვე 6 წელია, ქართველ და უცხოელ ინვესტორებს ეხმარება, აღმოაჩინონ საქართველოში არსებული ბიზნესპოტენციალი და განავითარონ მათი საქმიანობა. კომპანია საერთაშორისო IBCCS Tax-ის ქართული წარმომადგენლობაა, რომელიც 2024 წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.
საერთაშორისო კომპანიას წარმომადგენლობები აქვს კვიპროსში, ესტონეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საქართველოში - აქედან ორი ფილიალი თბილისსა და ბათუმში, მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი და რეგიონალური დირექტორი, ირაკლი არჯევანიძე ამბობს, ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს უდიდესი პოტენციალია როგორც საგადასახადო და ბიზნესგარემოს, ისე საცხოვრებლის კუთხით.
საერთაშორისო ფილიალების ქსელი, როგორც საკუთარი ოფისებით, ასევე პარტნიორებით, IBCCS.tax-ის გუნდს საშუალებას აძლევს, ბევრად ეფექტურად მოემსახუროს კლიენტებს. წარმატებული საერთაშორისო კომპანია 2014 წელს დაფუძნდა კვიპროსში, ხოლო ქართული წარმომადგენლობა 2018 წელს - თბილისში, შემდეგ 2019 წელს - ესტონეთში, 2020 წელს - ბათუმში და 2024 წელს, აპრილში - დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. საქართველოში წარმომადგენლობის რეგიონალური დირექტორი ირაკლი არჯევანიძეა, ხოლო პარტნიორი - ქეთევან აღოშაშვილი, რომელიც კომპანიას 2019 წელს შემოუერთდა როგორც მთავარი ბუღალტერი.
როგორც IBCCS.tax-ის თანადამფუძნებელი, ირაკლი არჯევანიძე ამბობს, საქართველოში შემოსვლას ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი ჰქონდა:
"გვინდოდა, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია გაგვეტანა მსოფლიოში - ძალიან ბევრმა საერთაშორისო დონის კომპანიამ არ იცის ჩვენი ქვეყნის საგადასახადო უპირატესობების, საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ამიტომაც ერთგვარი ამბასადორის როლი ვიკისრეთ, რომ ინვესტორები დაგვეინტერესებინა საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებით.
მართალია, ამ ეტაპზე საქართველო შეიძლება მზად არ არის დიდი ბიზნესის დივერსიფიკაციისთვის, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აქ ნამდვილად არის პირობები. სამომავლოდ, ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი, კონკურენცია გაუწიოს ისეთ ბიზნესჰაბებს, როგორიცაა კვიპროსი, ლიხტენშტაინი და შვეიცარია".
IBCCS.tax-ი აქტიურად მონაწილებს საერთაშორისო გამოფენებსა და ბიზნესკონფერენციებში, ასევე წლის განმავლობაში რამდენჯერმე თავად არის ორგანიზატორი ბიზნესფორუმის, რომლის საშუალებით ბევრი ინვესტორი უკვე დაინტერესდა საქართველოს ბიზნესგარემოთი. როგორც ირაკლი ინტერვიუში გვეუბნება, სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას და, შესაბამისად, ქვეყნის შესახებ გაზრდილ ცნობადობას გულისხმობს.
IBCCS.tax-ის მისია ძალიან მკაფიოა - კომპანია ეხმარება ბიზნესს საბუღალტრო, საგადასახადო საკითხების მოგვარებაში, უწევს იურიდიულ კონსულტაციას და დახმარებას როგორც კორპორაციულ საქმიაონობაში, ასევე დავების მოგვარებაში, და ამით საშუალებას აძლევს ბიზნესებსა თუ ფიზიკურ პირებს, კონცენტრირდნენ მათ ძირითად საქმიანობაზე.
Entrepreneur-თან ინტერვიუში ირაკლი არჯევანიძე ამბობს, რომ ე.წ. paperwork ხშირად ბიზნესისთვის რუტინული სამუშაო ხდება და დიდ დროსა თუ ენერგიას ართმევს. IBCCS.tax-ის გამოცდილი პროფესიონალების გუნდი კი მუდამ მზადაა იურიდიულ, საბუღალტრო თუ საერთაშორისო საგადასახადო საკითხებში ბიზნესის მხარდაჭერა თავად უზრუნველყოს, მითუმეტეს, რომ IBCCS.tax-ის პროფესიული საქმიანობა სადაზღვევო კომპანიაშია დაზღვეული.
"ჩვენი კონსულტაციითა და მომსახურებით ბიზნესს, ვფიქრობთ, შევუმსუბუქებთ ამ რუტინას, მათ კი შეუძლიათ, ფოკუსი ძირითად საქმიანობაზე გააკეთონ. საბუღალტრო-საგადასახადო საქმეს ჩვენ ვაკეთებთ და ვაწვდით მაღალი ხარისხით. გარდა ამისა, საერთაშორისო ინვესტორებს ჩვენი კომპანიის სახით სიამედო საყრდენი, პარტნიორი ჰყავთ საქართველოში და არამხოლოდ", - ამბობს ირაკლი.
IBCCS.tax-ი საქართველოს გუნდისთვის მომსახურების ხარისხი და პარტნიორების, მომხმარებლების კმაყოფილება არის უმნიშვნელოვანესი. როგორც ირაკლი ამბობს, ამას კომპანიის პარტნიორებიც ხედავენ და ენდობიან მათ გუნდს.
ირაკლის თქმითვე, "IBCCS.tax საქართველოს" ამ ეტაპამდე არ ჰქონია აქტიური მარკეტინგული აქტივობები, რაც სწორედ მაღალი ხარისხის მომსახურებასა და კლიენტთა რაოდენობის შორის ბალანსით აიხსნებოდა:
"არ გვინდოდა, ჭარბი მოდინება გვქონოდა კომპანიაში, რადგან ეს გამოიწვევდა შესასრულებელი დავალებების რაოდენობის ხარჯზე მომსახურების ხარისხის შემცირებას. ხარისხი კი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. 2018 წლიდან დღემდე უკვე გავიზარდეთ იმ დონემდე, ჩვენი გუნდი ისე გაძლიერდა, რომ გვაქვს რესურსი, გავატაროთ ახალი ნაკადი და შევინარჩუნოთ მომსახურების ხარისხიც, მე მაქვს ჩემი გუნდის იმედი".
კომპანია კონსულტაციას რამდენიმე ენაზე უწევს, რაც ასევე მიმზიდველია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ბიზნესს შეუძლია, მომსახურება მიიღოს ქართულ, ინგლისურ, რუსულ, პოლონურ, გერმანულ ენებზე. შესაბამისად, ეს გულისხმობს ამ ენებზე ყველა იმ საქმიანობის წარმართვას, რასაც IBCCS.tax-ი კლიენტებს სთავაზობს.
გარდა ამისა, კომპანიის ბუღალტრული მომსახურება არ შემოიფარგლება ბიზნესისთვის მხოლოდ ტრანზაქციების აღრიცხვითა და რეგისტრაციით - ისინი ჩართულნი არიან სრულ საბუღალტრო-ფინანსურ თუ იურიდიულ საქმიანობაში და მუშაობენ არა როგორც მხოლოდ ბუღალტრები, არამედ როგორც ექაუნთ მენეჯერები - "მთელი პროცესი კონსულტაციის რეჟიმში მიდის და ვეხმარებით, რომ სწორად და კანონთან შესაბამისობაში ჰქონდეს ყველა ოპერაცია, რასაც მათი საქმიანობა მოიცავს".
ირაკლი არჯევანიძე იხსენებს, რომ საქართველოში კომპანიის საქმიანობის დაწყება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. პირველ რიგში, ეს იყო ნაკლები ან არასწორი ინფორმაცია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და საგადასახადო სისტემის შესახებ. IBCCS.tax-ის რეგიონალური დირექტორი ამბობს, რომ ინვესტორებისთვის რთული იყო იმის დაჯერება, თუ რამდენად მოგებიანი,საინტერესო და ეფექტური იქნებოდა საქმიანობის პოსტსაბჭოურ, პატარა ქვეყანაში დაწყება ან გადმოტანა.
"რთული იყო, როცა უცხოელ ინვესტორს ვეუბნებოდით, რომ "პოსტსაბჭოთა" საქართველოში არის გარემო, სადაც ბიზნესის კეთება შეგიძლიათ სუფთად, ყოველგვარი დამატებითი და გაუთვალისწინებელი ხარჯების გარეშე; რომ კორპორაციული გადასახადების გადახდა მოუწევთ მხოლოდ მაშინ, როცა დივიდენდს გაანაწილებენ და არა ყოველი წლის ბოლოს; რომ შეუძლიათ, კომპანია ოფიციალურად დააფუძნონ ერთ დღეში, რთული ბიუროკრატიული პროცესების გარეშე და რომ ეს ყველაფერი არის გამჭვირვალე პროცესი", - იხსენებს ის.
ირაკლი გვეუბნება, რომ ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა ბოლომდე გადაჭრილი არ არის, თუმცა IBCCS.tax-ის გუნდს სწორი სტრატეგია აქვს შემუშავებული იმისთვის, რომ უცხოელ ბიზნესმენებს აჩვენონ ქვეყნის პოტენციელი. ისინი უკვე მერამდენე წელია ინვესტორებს ეპატიჟებიან საქართველოში და ადგილზე აცნობენ ბიზნესის კეთებისა თუ ცხოვრების უპირატესობებს. All Inclusive investment trips to Georgia-ს ფარგლებში 15-დან 30-მდე წარმომადგენელი ეწვევა საქართველოს და ეცნობა კულტურას, ბიზნესგარემოსა და იღებს ინფორმაციას საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. ტურის ფარგლებში ტარდება ბიზნესფორუმიც, რომელიც ყოველწლიურად ბათუმში იმართება. ფორუმისა და ტურის ფარგლებში , საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლები ხვდებიან ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს და განიხილავენ თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
ასევე, მნიშნელოვანი გამოწვევაა საქართველოში ბუღალტერიის, საგადასახადო-ფინანსური საქმიანობის მიმართ დამოკიდებულება. ეს პროფესია, რუტინული ხასიათიდან გამომდინარე, არც ისე დაფასებულია ქართულ ბაზარზე. 6 წლის წინ კი სკეპტიკური დამოკიდებულებები არსებობდა იურიდიული სერვისების მიღების კუთხითაც, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში.
"თუმცა ეს ნელ-ნელა იცვლება, ეკონომიკა იზრდება და ბიზნესიც სწავლობს. ქართული ეკონომიკა ძალიან ახალგაზრდაა, ჯერ კიდევ არ გვქონია ბიზნესი, რომელსაც თაობები მართავენ. მაგრამ ბიზნესში ცოდნა იზრდება და, შესაბამისად, საგადასახადო, ბუღალტრული საქმიანობა, იურიდიული მომსახურება საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი რგოლი ხდება", - გვეუბნება ირაკლი არჯევანიძე ინტერვიუში.
რასაკვირველია, ბიზნესსაქმიანობაში არის სხვა სირთულეებიცა და ყოველდღიური გამოწვევებიც, თუმცა IBCCS.tax-ის გუნდს მოტივაციას საქმისადმი სიყვარული აძლევს. გუნდისთვის მთავარი მომხმარებლის კმაყოფილებაა და მომსახურებით, შედეგით ბედნიერი პარტნიორი მათაც აბედნიერებს. დადებითი უკუკავშირი და ბიზნესის მხრიდან ნდობა უდიდეს როლს თამაშობს გუნდისთვის მოტივაციის ამაღლებაში.
"მთავარი კაპიტალი და მარკეტინგი, რაც გვაქვს, არის პარტნიორებისა და მომხმარებლების ნდობა. ადამიანები გვენდობიან, რომ მათი საქმე მოვაგვაროთ. ეს ნდობა გვაკისრებს პასუხისმგებლობას და მეორე მხრივ, გვაძლევს მოტივაციას, რომ გავამართლოთ იმედები".
"IBCCS.tax საქართველოს" სამომავლო გეგმები პირდაპირ ბმაშია ქართული ეკონომიკის განვითარებასა და ამ ყველაფერში საკუთარი წვლილის შეტანასთან. როგორც ირაკლი ინტერვიუში აღნიშნავს, ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკური ზრდა და ქვეყანაში ამ პროცესების გააქტიურება მათთვის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია და, ამავდროულად, პირდაპირპროპორციულად ნიშნავს მათ სერვისებზე მოთხოვნის ზრდასაც.
ამას გარდა, კომპანიის მიზანია, მეტი პოპულარობა და ცნობადობა მოუტანოს ბუღალტერიასა და საფინანსო საქმიანობას. მიუხედავად არსებული დადებითი დინამიკისა, ჯერ კიდევ ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესი საბუღალტრო საქმეს არასათანადოდ უყურებს და არსებობს შემთხვევებიც, როცა ერთი ადამიანი რამდენიმე მსგავსი მოცულობის ბიზნესს აწვდის საბუღალტრო სერვისს. ირაკლი ფიქრობს, რომ ფინანსურ საქმიანობაში ამ მიდგომას ხშირად შეცდომებამდე მივყავართ.
"ეს პროფესიული საქმიანობა, პირველ რიგში, უნდა იყოს შესაბამისად ანაზღაურებული. ჩვენთან, მაგალითად, საბაზროზე მაღალი ანაზღაურებაა. ბიზნესის მხრიდანაც ეს საქმე შესაბამისად, ადეკვატურად უნდა აღიქმებოდეს. მეორე ასპექტია პასუხისმგებლობა - ამ სერვისით ბიზნესები უდიდეს შვებას ნახულობენ. როცა საბუღალტრო, ფინანსური აღრიცხვა, იურიდიული მომსახურება შეუძლიათ მიიღონ სერვისის სახით, ისინი ფოკუსირდებიან ძირითად საქმიანობაზე და მეტად არიან ორიენტირებული მათ მომხმარებელზეც. ეს კი საბოლოო ჯამში მათ წინსვლასა და განვითარებას განაპირობებს".
"IBCCS.tax საქართველო" სამომავლოდ ქართულ ბაზარზე გაფართოებას გეგმავს. გუნდს უკვე აქვს წლების განმავლობაში განხორციელებული უამრავი წარმატებული საერთაშორისო პროექტი და მოიზიდა უცხოური ინვესტიციები. დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება კი ახლა ქართულ ბიზნესთანაც უფრო აქტიურად სურთ.
კომპანიის პორტფელში უკვე შედის დიდი ქართული კომპანიები, მათ შორის, საერთაშორისო ბაზრის მოთამაშეებიც. ახლა კი მიზანია, სერვისი და საქმიანობის განვითარებაში ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესსაც მეტად შესთავაზონ. ეს კი "IBCCS.tax საქართველოს" გუნდისთვის სოციალური პასუხისმგებლობაცაა - ხელი შეუწყონ ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს განვითარებას.
"ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები გვაქვს ბიზნესისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ვთანამშრომლობთ რამდენიმე ქართულ ბანკთანაც, რომელთა ვორკშოპებშიც ვმონაწილეობთ და ჩვენს ცოდნას, გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებით ვუზიარებთ სტარტაპებს, მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებს, რომლებსაც მიმართულების მიცემა სჭირდებათ", - ამბობს ირაკლი არჯევანიძე.
"IBCCS.tax საქართველო" მომხმარებელს ციფრულ სიახლესაც მალე შესთავაზებს - უკვე მიმდინარეობს მუშაობა ონლაინპლატფორმაზე, სადაც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კომპანიის სერვისებით შეეძლებათ სარგებლობა. კომპანია მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს აუწყოს ფეხი და მომხმარებელს შესთავაზოს მომსახურება, რომელიც პასუხობს როგორც მომსახურების მაღალი ხარისხის მოთხოვნებს, ასვე თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს.