Get All Access for $5/mo

იდეიდან რეალობამდე: როგორ გეგმავს ილონ მასკი საკუთარი თანამშრომლებისთვის სპეციალური ქალაქის აშენებას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

მართალია, ილონ მასკი უკვე დიდი ხანია, რაც არ მალავს მარსის კოლონიზაციის სურვილს, მაგრამ როგორც ჩანს, მანამდე აქ, დედამიწაზე სურს საკუთარი ქალაქი ააშენოს. Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილონ მასკი ტეხასის შტატში, იქ, სადაც მისი Boring Company-ისა და SpaceX-ის ობიექტებია განთავსებული, თანამშრომლებისთვის მორგებული სპეციალური ქალაქის აშენებას გეგმას.

მიწის მესაკუთრეებთან და უძრავი ქონების აგენტებთან შეხვედრისას, მასკმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ დროისათვის, როდესაც ქალაქ ოსტინში ერთი თვის ქირის გადასახადი 2 200 დოლარს შეადგენს, მის მიერ აშენებულ ქალაქში კომპანიებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის სახლის ქირაობას 800 დოლარად შეეძლებათენ.

ქალაქი სახელად SnailBrook, რომელიც Boring Company-ის თილისმის ავგაროზის სახელს წარმოადგენს, აშენდება ტეხასის შტატის დედაქალაქ ოსტინის მიმდებარედ, მისი კოსმოსური კომპანიის ადგილის მახლობლად.

WSJ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ამყარებს ისიც, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, მასკის კომპანიებთან დაკავშირებულმა სუბიექტებმა 3,500 ჰექტარის მიწის ნაკვეთი შეიძინეს ოსტინის რაიონში, რაც საერთო ჯამში დაახლოებით ოთხჯერ აღემატება ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ფართობსზომას.

იმ შემთხვევაში კი, თუ მასკის კომპანიაში დასაქმებული პირი სამსახურიდან განთავისუფლდება, მას ექნება 30 დღე, რათა დატოვოს საკუთარი საცხოვრებელი შენობა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ქალაქის შიდა დაგეგმარებაში, საცხოვრებელი სახლების გარდა, შევა გაერთიანდება გარე სპორტული ზონები და საცურაო აუზები.

უტოპიური კონცეფციები, რომლებიც დაფუძნებულია თანამშრომელთა პროდუქტიულობის გაზრდაზე, ახალი არ არის. ჰენრი ფორდის წარუმატებელი Fordlandia იყო Ford Motor Company-ის მცდელობა, ამაზონის მიდამოებში დაეარსებინა თანამშრომლებისთვის განკუთვნილი სპეციალური ქალაქი 1920-იან წლებში. ამის შესახებ ფორდმა წარმოადგინა ამერიკული სტილის ქალაქის გენერალური გეგმაც საცხოვრებელი სახლებით, სკოლებით, ეკლესიებითა და გასართობი ცენტრებით, სადაც ათასობით დასაქმებული შეძლებდა ცხოვრებას. თუმცა Fordlandia-ს ცუდი დაგეგმარების გამო ეს იდეაც დავიწყებას მიეცა. ფორდის მიერ წარუმატებელი ექსპერიმენტისთვის ნაყიდი მიწა კი ბრაზილიის მთავრობას უკან დაუბრუნდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!