IE University ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანი ევროპისა და უკვე ამერიკის აბიტურიენტებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რატომ გახდა IE University ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანი ევროპისა და უკვე ამერიკის აბიტურიენტებისთვისაც? ბოლო წლებში ათასობით სტუდენტი აგზავნის აპლიკაციას ამ უნივერსიტეტში. ეს რიცხვი ყოველ წელს უფრო და უფრო სწრაფად იზრდება. თუმცა აქ ჩაბარება არც ისე მარტივია. კონკურენცია დიდია, თანაც IE University მნიშვნელოვანი დაფინანსებებითაც გამოირჩევა. ესაა ადგილი, სადაც უამრავ სხვადასხვა ეროვნების საინტერესო სტუდენტს შეხვდებით, რომელიც უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს ახალგაზრდებს.
სამომავლო კარიერის დაგეგმვისას, მნიშვნელოვანია მოხვდე ისეთ გარემოში, რომელიც მოგცემს მაღალი დონის თეორიულ თუ პრაქტიკულ განათლებას, დაგაკავშირებს ბიზნესის ინდუსტრიებთან და გაგიხსნის ბევრ შესაძლებლობებს.
უნივერსიტეტის სწორად შერჩევა ამ გზის განუყოფელი ნაწილია. პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლა მნიშვნელოვან გზებს გაგიხსნის სამომავლოდ წარმატებული კარიერისკენ. ერთ-ერთი ასეთი უნივერსიტეტია ყველასთვის სასურველი და უამრავი ქართველის წარმატების საწყისი IE University ესპანეთში, რომელიც ცნობილია თავისი აკადემიური ბრწყინვალებით და მაღალი ხარისხის პროგრამებით, რაც შესაბამისი სწავლებისა და მოთხოვნის დონითაც განისაზღვრება.
კარგი ამბავი ისაა რომ IE University-ში სწავლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებთ თბილისში, 5 ოქტომბერს განათლების ცენტრ LEAF-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც პირადად შეხვდებით უნივერსიტეტის წარმომადგენელს. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://leaf.ge/registration/
რატომ უნდა ჩააბარო IE University-ში?
უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა მიმართულია ინოვაციებისა და მეწარმეობისკენ, და შექმნილია სწრაფად ცვალებად გლობალურ ლანდშაფტთან ადაპტაციისთვის. აქ ერთიანდება თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, და ყველა აქტივობა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებას, კრიტიკული აზროვნებისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.
უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს განავითარონ საკუთარი პროექტები და მისდიონ ინოვაციებისა და ბიზნესის შექმნის შესაძლებლობებს. ასეთი დიდი აქცენტით მეწარმეობაზე სტუდენტებს დიდი მხარდაჭერა აქვთ სტარტაპების განვითარებაში.
IE უნივერსიტეტი გამოირჩევა სასწავლო დაფინანსებებითაც, და ბევრ ქართველ სტუდენტს მიუღია 70%-იანი დაფინანსებაც კი. ეს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ არჩევანის გაკეთებას.
უნივერსიტეტის შესაძლებლობები
უნივერსიტეტს აქვს გაცვლითი პროგრამები, ორმაგი ხარისხი და სტაჟირებები სხვადასხვა ქვეყანაში, რაც სტუდენტებს მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას აძლევს. ასევე გთავაზობთ პერსონალურ კარიერულ კონსულტაციებს და დასაქმების ხელშეწყობას წამყვან კომპანიებთან.
სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწავლების ეტაპზე სხვადასხვა უნარების შეძენა თუ გაუმჯობესება დამატებითი აქტივობებით. რეგულარული ღონისძიებები, სემინარები, კონფერენციები და კონკურსები, რომლებიც უნივერსიტეტში ხორციელდება, აძლიერებს სტუდენტის გამოცდილებას, მის უნარებს სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველყოფს კარიერული კავშირების განვითარებას.
უნივერსიტეტის რესურსები
უნივერსიტეტს აქვს ძლიერი საერთაშორისო აქცენტი და ქმნის მულტიკულტურულ და მრავალფეროვან გარემოს საერთაშორისო სტუდენტებისთვის.
უნივერსიტეტის კამპუსები მადრიდსა და სეგოვიაში აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, მათ შორის თანამედროვე აუდიტორიებით, ბიბლიოთეკებით, კვლევითი ცენტრებით, კომპიუტერული ლაბორატორიებით, სპორტული ობიექტებითა და სტუდენტური სივრცეებით სხვადასხვა აქტივობებისთვის. მადრიდის კამპუსი მდებარეობს დინამიურ ქალაქში, რომელიც ცნობილია თავისი კულტურით, ისტორიითა და ბიზნეს შესაძლებლობებით. კამპუსი სეგოვიაში კი, როგორც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქში, გთავაზობთ ისტორიული არქიტექტურის და თანამედროვე ობიექტების უნიკალურ ნაზავს.
სასწავლო პროგრამების მრავალფეროვნება
უნივერსიტეტი გთავაზობთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ბიზნესი და ეკონომიკა, სამართალი და პოლიტიკა, გარემოსდაცვითი მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები, დიზაინი და არქიტექტურა, მარკეტინგი და ციფრული მედიის მიმართულებები, კომპიუტერული მეცნიერებები და ხელოვნური ინტელექტი და სხვა.
IE უნივერსიტეტი უზრუნველყოფს თანამედროვე, გლობალურ განათლებას ინოვაციებზე, მეწარმეობასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დიდი აქცენტით. მისი მრავალფეროვანი და საერთაშორისო გარემო, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და კარიერული მხარდაჭერით შერწყმული, მას შესანიშნავ ადგილად აქცევს სტუდენტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ასეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში გადადგან კარიერის პირველი ნაბიჯები.
გახდი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის სტუდენტი.
არ გამოტოვო ეს შანსი პირადად შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენელს, პირადი კონსულტაციით შენ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებ, რის შემდეგაც განათლების ცენტრ LEAF-ის აკადემიური მრჩევლები IE-ს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სრულ სააპლიკაციო პროცესში დაგეხმარებიან.
5 ოქტომბერი, 12:00 -17:00 სთ
თბილისი, The Biltmore Tbilisi Hotel
რეგისტრაცია და დასწრება არის უფასო.
დასასწრებად საჭიროა დარეგისტრირდე შემდეგ ბმულზე: https://leaf.ge/registration/
LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia
გამოფენის პლატინის სპონსორია American University in Bulgaria, ოქროს სპონსორია IE University, ხოლო ვერცხლის სპონსორები Domus Academy და University of Southern Denmark
- LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:
- კანტის აკადემია
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი
- სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა SchoolBook