Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით მერვე წელია იმართება კიბერ უსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი, აღნიშნული ფესტივალის მიზანია რომ ყველა დაინტერესებულ პირს ქონდეს საშუალება გაეცნოს ქვეყანაში ყველაზე აქტიურ თემებს აღნიშნული მიმართულებით და შეძლონ როგორც ინფორმაციის მიღება ასევე მისი გაზიარება.
IFCS უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და ატარებს ერთგვარ ბრენდულ სახეს დღეს საზოგადოებაში, ამას ადასტურებს ყოველწლიურად გაზრდილი ინტერესი საზოგადოებისგან.
წელს კონფერენციის ორგანიზატორები დაინტერესებულ პირებს სთავაზობენ შემდეგი თემების განხილვას:
- კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების მარეგულირებელი ჩარჩო ევროკავშირში
- საქართველოს ფინანსური სექტორის კიბერუსაფრთხოების გაძლიერება
- კიბერუსაფრთხოება კრიტიკულ ბიზნეს სექტორებში
- AWS - Secure Web Applications
- "კიბერ შეტევები სასწავლო დაწესებულებებში"
- ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება და სამართალი
აღნიშნული თემების გარშემო წელს მოხსენებებს გააკეთებენ საქართველოში წამყვანი სპეციალისტები როგორც კერძო ისე საჯარო დაწესებულებებიდან.
"IFCS ყოველწლიური კონფერენციაა, სადაც უკვე 8 წელია განვიხილავთ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვან და კრიტიკულ საკითხებს კიბერუსაფრთხოების სფეროში, აქ დამსწრე საზოგადოებას აქვს საშუალება რომ მოისმინოს და ასევე კითხვები დასვას ყველა იმ გამოწვევის შესახებ რომელიც ქვეყანაში დგას აღნიშნული მიმართულებით. IFCS-მა წლების განმვალობაში შეძლო რომ ჩამოყალიბებულიყო ბრენდად, ყოველწლიურად მოთხოვნა და მოლოდინი კონფერენციის შესახებ უფრო და უფრო იზრდება, ჩვენც ჩვენის მხრივ ვცდილობთ რომ არ ვუღალატოთ და გავამართლოთ ჩვენი აუდიტორიის მოლოდინები. როგორც ყოველთვის წელსაც დასწრება თავისუფალია და გელოდებით 14 ივნისს, სასტუმრო ჰილტონში დილის 10:00 საათიდან, დასწრებისათვის საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა ჩვებ ვებ გვერდზე: www.ifcs.ug.edu.ge " - სულხან სულხანიშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის IT ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინფორმატიკის დეპარტამენტის აკადემიური დეკანი და UG კოლეჯის დირექტორი.