ინოვაციები, რეგიონული ტრენდები და იქომერსის დღეზე განხილული სხვა თემები - ინტერვიუ ლადო კანდელაკთან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით, 29 ნოემბერს იქომერსის დღე გაიმართება, სადაც საქართველოს ეწვევიან წამყვანი იქრომერს ბრენდების წარმომადგენლები. დეტალების გასაგებად ასოციაციის თავმჯდომარე - ლადო კანდელაკს ვესაუბრეთ:
რა ფორმატის ღონისძიება იქნება წელს და რომელი კომპანიის სპიკერებს ელოდებით?
წელს eCommerce Day 2024 შერეული ფორმატით გაიმართება - იქნება როგორც პანელური დისკუსიები, ასევე თემატური პრეზენტაციები. ღონისძიებას დაესწრებიან სპიკერები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიებიდან, მათ შორის არიან ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა: Amazon Web Services, eBay, Glovo, VISA, Wolt და სხვები. ასევე, პანელურ დისკუსიას წარუძღვებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები: USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, EBRD და ევროკავშირი.
რა ძირითადი თემები იქნება განხილული ღონისძიებაზე?
ღონისძიება სამი ძირითადი თემაზე იქნება აგებული:
ინოვაცია - ტექნოლოგიების უახლესი მიღწევები, როგორებიცაა AI, AR და მათი გავლენა ელექტრონული კომერციის განვითარებაზე.
ელექტრონული კომერცია საქართველოში - ადგილობრივი ბაზრის მდგომარეობა, გამოწვევები და შესაძლებლობები.
რეგიონული ტრენდები - კავკასიის და რეგიონული ბაზრების საერთო ტენდენციები და თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ეს ღონისძიება უნიკალური შესაძლებლობაა ადგილობრივი ბრენდებისთვის, რათა დაამყარონ ღირებული კავშირები, წარადგინონ თავიანთი პროდუქცია და მიიღონ ინფორმაცია უახლეს ტენდენციებზე. ეს არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ბრენდების გაცნობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც.
რომელ საკითხებზე ამახვილებს ასოციაცია წელს ყურადღებას?
განსაკუთრებული ყურადღება ტრადიციულად ეთმობა იქომერსის განვითარებას და ხელშექწყობას ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებზე. ჩვენი მთავარი აქცენტი წელს TrustMark-ის დანერგვაა საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ნდობის გაზრდას და ბიზნესების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. ეს თემა 29 ნოემბერს იქომერს დღეზე იქნება განხილული და მსმენელი სხვადასხვა კომპანიების გამოცდილებას მოისმენს.
ასევე პრიორიტეტი იქნება განათლება იქომერსის მიმართულებით და საერთაშორისო ურთიერთობების და თანამშრომლობის გაძლიერება.
სამომავლო პროექტებზეც რომ გვითხრათ მოკლედ
სამომავლოდ ვგეგმავთ "იქომერს აკადემიის" გაშვებას, რომელიც მოამზადებს იქომერსის პროფესიონალებს. ასევე ვმუშაობთ "რეგიონულ eCommerce ტურის" ორგანიზებაზე რაც რეგიონების გამოცოცხლების უნიკალური შესაძლებლობაა და მეტი საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებაზე, რათა საქართველო კიდევ უფრო მეტად გამორჩეული იყოს როგორც ელექტრონული კომერციის ცენტრი რეგიონში.