ინტერვიუ რომანო რიჩისთან – Juliette Has A Gun-ის ავტორის გზა ტრადიციებიდან ინოვაციამდე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სუნამოების ისტორია ძველ ეგვიპტეში იწყება, სადაც არომატულ ზეთებს რიტუალებში იყენებდნენ. თანამედროვე სუნამოები კომპლექსური ქიმიური ნაერთებია, რომლებიც ბუნებრივ და სინთეტიკურ არომატებს აერთიანებენ.
ნიშ პარფიუმერია ამ სფეროში უნიკალურობისა და ექსკლუზიურობის სინონიმია, რომელიც გამორჩეულ ინდივიდუალობას სძენს მის მფლობელს. VELI.store-ზე სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებების უდიდესი არჩევანია საქართველოში, რომელიც 400-მდე ბრენდსა და 15 000-ზე მეტ უნიკალურ პროდუქტს აერთიანებს. აქ შეგიძლია შეიძინო პროდუქტები, რომლებიც ხშირად, საქართველოში მხოლოდ ველის ციფრულ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ველის ციფრულ თაროებზე ნიშ პარფიუმერიის არომატებს უჭირავს, რომელთა დიდი ნაწილი ველის ონლაინ ექსკლუზიური ბრენდია.
ნიშ სუნამოები ლიმიტირებული რაოდენობით იქმნება გამოცდილი პარფიუმერების მიერ, რომლებიც ყურადღებას აქცევენ ყოველ დეტალს. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული სუნამოების ხაზია Juliette Has A Gun, რომელიც რომანო რიჩის იდეით შეიქმნა. პარფიუმერი რომანო რიჩის დიდი ბებია იყო ნინა რიჩი – გავლენიანი ფრანგი მოდის დიზაინერი, რომელმაც მე-20 საუკუნის მოდის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
რომანო რიჩი ის პარფიუმერია, რომელმაც ტრადიციები და ინოვაციურობის სინთეზი შექმნა. 2005 წელს რომანომ Juliette Has A Gun – უნიკალური პარფიუმერული პროექტი წამოიწყო, რომელიც შექსპირის ტრაგედიით არის შთაგონებული. მისი ხედვით, თანამედროვე ჯულიეტა შეიარაღებულია, მაგრამ უწინდელივით რომანტიკული.
პარფიუმერიის სამყაროში რომანო რიჩი გამორჩეული ფიგურაა, რომელიც თავის უნიკალურ ხედვას ავლენს პარფიუმერიაში. ინტერვიუში რომანო რიჩი Juliette Has A Gun-ის შექმნის ისტორიას გვიყვება და მომავლის გეგმების შესახებ საუბრობს:
– რამ შთაგაგონათ პარფიუმერი გამხდარიყავით და ამასთანავე, დამოუკიდებელი სახელის შექმნაზე გაგაკეთებინათ არჩევანი, ნაცვლად იმისა, რომ თქვენი ოჯახის მემკვიდრეობას დაყრდნობოდით მოდასა და პარფიუმერიაში?
– მე კრეატიულობით სავსე გარემოში ვიზრდებოდი. ვფიქრობ, ეს ბუნებრივად გადმომეცა ბაბუაჩემისგან, რობერტ რიჩისგან, რომელმაც შექმნა "L'air du temps", ასევე ჩემი დიდი ბებიისგან, ნინა რიჩისგან, რომელიც ვფიქრობ არ საჭიროებს წარდგენას. ჩემთვის სუნამოები ბუნებრივი გზა იყო. მაგრამ მინდოდა საქმეები ჩემებურად გამეკეთებინა და დამემტკიცებინა, რომ შემეძლო დამოუკიდებლად მოქმედება. დავიწყე თავიდან, 6 წლის განმავლობაში ვსწავლობდი პარფიუმერიის სამყაროს საფუძვლებს ამ სფეროში საუკეთესო პროფესიონალების ხელმძღვანელობით, ხოლო შემდეგ ფრენსის კურკჯიანს შევხვდი, პარფიუმერიის ოსტატს, რომელიც დავარწმუნე ჩემთან ეთანამშრომლა. ბრენდის ისტორია 2006 წელს დაიწყო ორი პირველი არომატით – Miss Charming და Lady Vengeance, საკულტო პარიზულ მაღაზია Colette-ში. 2011 წლის მაისში, ფრანგულმა პარფიუმერიის ფონდმა მე "საბჭოს სპეციალური პრიზით" დამაჯილდოვა "Les Parfums 2011" (FiFi Awards) ცერემონიაზე. დღეს ბრენდი 60-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და დაახლოებით 5000 სავაჭრო წერტილი აქვს, აი როგორ გაიზარდა ის დღემდე.
– შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენი შემოქმედებითი პროცესის შესახებ ახალი არომატის შექმნისას? რა არის თქვენი შთაგონების წყარო და ამ დრომდე რამდენი სუნამო შექმენით?
– მე ყველა ჩემს ქმნილებას ტრადიციული გზით ვუდგები... მხოლოდ პროვოკაციის ელემენტით. მომწონს იდეა, რომ სუნამოებს დავუბრუნო ის, რაც ყოველთვის უნდა ყოფილიყვნენ: სტილისა და ორიგინალურობის სიმბოლოები. მე ჩემს პროდუქტებს წარმოვიდგენ, როგორც ცდუნების იარაღებს, ძირითადად ქალებით შთაგონებულს. როდესაც არომატზე ვფიქრობ, არ მაქვს საზღვრები, თუმცა ყოველთვის მაქვს სურვილი არატრადიციულად მივუდგე სუნამოებს. Juliette has a gun არის ბრენდი, რომელსაც მიმართავ, როდესაც გსურს გამოირჩეოდე. კოლექციის ყველა არომატი სუფთა ფურცლიდან დაიწყო. შეგიძლიათ ნახოთ, რამდენად განსხვავებულია ჩვენი საკულტო "Not a Perfume" ჩვენი ახლახან გამოშვებული "Juliette"-სგან. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბრენდს გაიცნობს, შეუძლია იპოვოს არომატი, რომელსაც თავის თავთან გააიგივებს.
მე არ მივყვები წესებს ბიზნესში. ამის საუკეთესო მაგალითია "NOT A PERFUME", რომელიც 2010 წელს გამოვუშვი. მაშინ ყველა მეუბნებოდა, რომ ეს იდეა შეშლილი იყო და არ იმუშავებდა – სუნამო სახელწოდებით "NOT A PERFUME" ერთ ინგრედიენტზეა დაფუძნებული. ეს ნამდვილად დიდი რისკი იყო. დღეს ეს ნამდვილად ჩვენი გმირი პროდუქტია.
მას აქვს უნარი კანის pH-ს მოერგოს, რაც ადამიანს მის საიდუმლო ინგრედიენტად აქცევს. ამ გაკვეთილმა დამარწმუნა, რომ განვავითარო არომატები ბაზრის მიერ ნაკარნახევი ნიშნულების მიყოლის გარეშე, არამედ შევქმნა ისინი სპონტანური შემოქმედების გზით.
– თქვენი ბრენდი Juliette Has a Gun ცნობილია თავისი უნიკალური და არატრადიციული არომატებით. რა განასხვავებს თქვენს ბრენდს სხვებისგან ამ ინდუსტრიაში და რატომ აირჩიეთ ნიშური პარფიუმერიის სეგმენტი?
– როდესაც 2006 წელს Juliette has a gun დავაარსე, ის ერთ-ერთი პირველი ბრენდი იყო, რომელმაც "ნიშური" პარფიუმერიის კატეგორიაში შეაღწია. იმ დროს მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე ვიყავით და მე დავინახე შესაძლებლობა შემექმნა ხიდი კლასიკურ პარფიუმერიის სახლებსა და ზედმეტად კოდიფიცირებულ ბრენდებს შორის. მინდოდა მომხმარებლებს Juliette has a gun-ისთვის მიემართათ სურვილით, გამორჩეულიყვნენ ზედმეტად ექსტრემალურობის გარეშე.
– აღწერეთ Juliette Has a Gun სამი სიტყვით და რა ხდის მათ უნიკალურს?
– თამამი, ქალებზე ორიენტირებული და მაცდუნებელი. რაც მათ უნიკალურს ხდის, არიან ქალები. მე ჩემს სუნამოებს წარმოვიდგენ, როგორც ცდუნების იარაღს. დაე, მათმა არომატმა აამაღლოს ქალების ბუნებრივი უპირატესობა.
– თუ შექმნიდით სუნამოს ქართველი ქალისთვის მისი ხასიათის მიხედვით, რა ელემენტებს გაითვალისწინებდით? რომელი არომატი იქნებოდა წამყვანი?
– ჩემთვის ქართველი ქალები მომხიბვლელები, თბილები და დამუხტულები არიან. ამ მიზეზების გამო, მე შევთავაზებდი ან Lady Vengeance-ს, Lust for Sun-ს ან, ჩვენს ახლად გამოშვებულ Juliette-ს. მოუთმენლად ველი, ვნახო რომელი მოერგებათ მათ ყველაზე კარგად.
– შეგიძლიათ გაგვიზიაროთ მომავალი პროექტები ან თანამშრომლობები, რომლებზეც მუშაობთ?
– მე წამში ათასი იდეას ვამუშავებ. ყოველთვის ვმუშაობ რაღაცაზე, მაგრამ ბოლო დროს ვფიქრობ რაღაც ძალიან განსხვავებულზე, ჩემი აზრით, პირველზე. თვალი ადევნეთ მომავალს და შემდგომში ამაზე კვლავ ვისაუბროთ.
აღმოაჩინე ველიზე Juliette Has A Gun თუ ნიშ პარფიუმერიის სხვა გამორჩეული არომატები. შეიძინე საჩუქრად უნიკალური ნიშ სუნამოები, შეფუთე ონლაინ უფასოდ და დაწერე ტექსტი მისალოცი ბარათისთვის.