Sponsored Content

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview ივლისის დასაწყისში პირველ სტუმრებს მიიღებს ინტერვიუ სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ს გენერალურ მენეჯერთან, კაროლი ლაკატოსთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ძალიან მალე, თბილისში Hilton Garden Inn Tbilisi Riverview პირველ სტუმრებს უმასპინძლებს, რომლებსაც გასაოცარ თავგადასავლებს ჰპირდება. ხელსაყრელ მდებარეობასა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, სასტუმრო საკუთარ დამსვენებლებსა თუ ვიზიტორებს სადღეღამისო რესტორანს, საკონფერენციო დარბაზების მომსახურებასა და შინაური ცხოველებისადმი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ჰპირდება.

საქართველოში "ჰილტონის" ქსელის გაფართოებისა და Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ის სერვისების შესახებ Entrepreneur სასტუმროს გენერალურ მენეჯერს კაროლი ლაკატოსს ესაუბრა.

თბილისში, ივლისის დასაწყისში Hilton Garden Inn Tbilisi Riverview პირველ სტუმრებს მიიღებს. რით იქნება გამორჩეული საყოველთაოდ აღიარებული ბრენდის სასტუმრო საქართველოში?

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview მოხარულია "ჰილტონის" ქსელის გაფართოებით საქართველოში - ქვეყანაში, რომელიც ცნობილია თავისი სტუმარმასპინძლობით. სასტუმრო ორიენტირებულია როგორც დამსვენებლებზე, ისე ბიზნეს სეგმენტზე. ჩვენ სტუმრებს მაღალი დონის მომსახურებას, მყუდრო გარემოსა და კომფორტულ ნომრებს ვთავაზობთ.

როგორც ვიცით, სასტუმროში რესტორანი Together & Co. იხსნება, რა განსაკუთრებულ სერვისს შესთავაზებს ის სტუმრებს?

Together & Co ჩვეულებრივი რესტორანი არ არის. ეს ადგილი შექმნილია იმისათვის, რომ შეკრიბოს ადამიანები, მოუწყოს საუკეთესო გარემო სოციალიზაციისთვის, იყოს თანამოაზრეების შეხვედრისა და ურთიერთობის სივრცე, გემრიელი საკვებისა და სასმელების თანხლებით. რესტორნის მენიუში სტუმრები ყოველთვის აღმოაჩენენ როგორც საერთაშორისო კლასიკურ, ასევე ახალ არომატებსა და გემოებს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სასტუმროში რესტორანი Together & Co. იქნება ქართული სტუმარმასპინძლობის ნაწილი.

მენიუში სტუმრებს დახვდებათ შვიდი უნიკალური კერძი და კოქტეილი, შექმნილი "ჰილტონის" არაჩვეულებრივი შეფებისა და მიქსოლოგების მიერ. ერთ-ერთი მათგანი, კოქტეილი Simia Sour, ტროპიკული ტყის უიშვიათესი მცენარეების სახეობებისგან მზადდება.

სწორედ "ჰილტონი" იყო სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში პიონერი, რომელმაც შექმნა პინა კოლადა, წითელი ხავერდის ნამცხვარი და ბენედიქტი.

სხვადასხვა ღონისძიების მოსაწყობად ორგანიზატორები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ხოლმე სასტუმროების საკონფერენციო დარბაზებს, რა უპირატესობებით ისარგებლებენ ისინი საქმიანი შეხვედრების თქვენთან გამართვის შემთხვევაში?

ჩვენ ღონისძიებების მასპინძლობის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს, იქნება ეს კორპორაციული სესია თუ შეხვედრა, წვეულებები თუ სპორტული გუნდის აქტივობა.

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview -ში შეხვედრების ორგანიზატორებს აქვთ სრული თავისუფლება გამოიყენონ ყველა არსებული რესურსი თავიანთი ღონისძიებების შეუზღუდავად დასაგეგმად. სასტუმროს 3 საკონფერენციო დარბაზი ყველა საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი და 100-მდე სტუმარს მოემსახურება.

ღონისძიებებისთვის საუკეთესო მდებარეობის, თანამედროვე აუდიო-ვიზუალური აღჭურვილობის, ერგონომიული ავეჯის და უგემრიელესი კერძების შეთავაზების გარდა, შეხვედრების ორგანიზატორებს მათი პროექტების განხორციელებაშიც ვეხმარებით.

ჩვენი სასტუმრო ასევე იყენებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამას Lightstay, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სტუმარმა გამოითვალოს თითო ღონისძიებაზე გამოყენებული ელექტროენერგია, წყლის, ნახშირორჟანგისა და სამრეწველო ნარჩენების რაოდენობა.

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ის სტუმრებს სასტუმროს ხელსაყრელი მდებარეობაც მიიზიდავს, უფრო დეტალურად გვიამბეთ, რომელ ღირსშესანიშნაობებთან არის ახლოს სასტუმრო?

სასტუმრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს. სტუმრებისთვის მარტივად მოსახერხებელია ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან, სავაჭრო ცენტრებთან, მუზეუმებსა და თეატრებთან მოხვედრა.

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-სთან ძალიან ახლოსაა სამების საკათედრო ტაძარი, ნარიყალას ციხე-სიმაგრე, გოგირდის აბანოები, ლეღვთახევის ჩანჩქერი და ეროვნული ბოტანიკური ბაღი.

ჩემი აზრით, სტუმრებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ საქართველოს ულამაზესი ბუნება. ყველას ვურჩევდი სპეციალური ტურით გაემგზავრონ და იხილონ კავკასიონის ულამაზესი ხედი, მცხეთა, ჯვრის მონასტერი და უფლისციხე.

რას ნიშნავს თქვენთვის წარმოადგენდეთ საერთაშორისო ბრენდს საქართველოში?

Hilton-ი მსოფლიოში სახელგანთქმულია თავისი მეგობრული და საიმედო მომსახურებით. ჩვენ მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ სტუმრებს Hilton Garden Inn Tbilisi Riverview -ში.

გარდა სტუმრების მასპინძლობისა, დიდი სურვილი გვაქვს დავტოვოთ კვალი აღნიშნულ რეგიონში და მონაწილეობა მივიღოთ საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროექტებში.

ვამაყობ ჩემი გუნდით და ვიცი, რომ ისინი სულმოუთქმელად ელიან როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ სტუმრებს.

თქვენი სასტუმრო კეთილგანწყობილია შინაური ცხოველების მიმართ. რა პირობებში მოუწევთ ცხოვრება სტუმრების ოთხფეხა მეგობრებს?

დიახ, ჩვენ ვიცით, რომ თქვენი კომპანიონი ოთხფეხა მეგობრები ოჯახის წევრებიც არიან და დიდი სიხარულით ვუმასპინძლებთ მათ Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ში. ოჯახებისთვის და შინაური ცხოველების პატრონებისთვის ხშირად ძალიან რთულია სასტუმროში განთავსება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მათი მოგზაურობა უფრო მარტივი გაგვეხადა. სპეციალურად მათთვის ჩვენ უზრუნველვყოფთ მოსასვენებელ სივრცეს, დასუფთავების სერვისს, საკვებს, სასმელს და, რაღა თქმა უნდა, დამატებით სასუსნავებს.

რა არის Hilton Garden Inn Tbilisi Riverview -ის მთავარი მიზანი?

ეს ძალიან კარგი კითხვაა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ: რა არის ჩვენი მიზანი? რატომ ვიქცევით ასე? აქ პირდაპირ შემიძლია მოვიშველიო ჩვენი კომპანიის დამფუძნებლის, კონრად ჰილტონის სიტყვები: "დედამიწა სტუმარმასპინძლობის სინათლითა და სითბოთი ავავსოთ". აქ, Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ში, ჩვენ გაგვაერთიანა ერთმა მიზანმა: ვუმასპინძლოთ სტუმრებს ჩვენი საიმედო და მეგობრული მომსახურებით, რათა თითოეულმა სტუმარმა არაჩვეულებრივი დრო გაატაროს. მოუთმენლად ველით მათთან შეხვედრას მომდევნო თვიდან.