Sponsored Content

iSpace.ge - ახალი iPhone 15-ის მახასიათებლები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Apple-მა შემოგვთავაზა დიდი ხნის ნანატრი iPhone-ის მე–15 სერია. კომპანიამ სტანდარტულად 4 ვერსია შემოგვთავაზა, რომლებიც გარკვეული მაჩვენებლებით განსხვავდება ერთმანეთისგან.

iSpace.ge ერთადერთი Apple Premium Reseller -ია საქართველოში, ჩვენი ექსპერტები მოკლედ გაგაცნობენ,, თუ რა განსხვავებაა თითოეულ მოდელს შორის.

iPhone 15

iPhone 15 ყველაზე კომპაქტური მოდელია, მისი ზომებია 147.6 x 71.6 x 7.8 მმ. ის კომფორტულად ჯდება ხელში და არ გღლით ხანგრძლივი გამოყენების შემდეგაც. დიზაინერებმა მომხმარებლებს შესთავაზეს რამდენიმე ფერის არჩევანი: ყვითელი, ვარდისფერი, ლურჯი, ღია მწვანე. ასევე ხელმისაწვდომია კლასიკური შავი ვერსია.

საბაზისო iPhone 15 და iPhone 15 Plus მოდელები იყენებენ A16 Bionic ჩიპს, რომელიც ამუშავებდა გასული წლის iPhone 14 Pro-ს. მოდელებში ძირითადი ცვლილებებია Type-C კონექტორი Lightning-ის ნაცვლად, ასევე Dynamic Island, ეკრანის ფუნქციური ნაწილი, რომელმაც შეცვალა ეკრანის ზედა ჭრილი.

iPhone 15 Plus

iPhone 15 Plus უფრო დიდი ზომისაა (160.9x77.8x7.8 მმ) ვიდრე iPhone 15 და მისი ელემენტიც 1034 mAh-ით უფრო მეტ ავტონომიას. ყველა სხვა თვალსაზრისით, ძირითადი ვერსიები იდენტურია.

iPhone 15 Pro

პროფესიონალური მოდელები განსხვავდებიან არა მხოლოდ სიმძლავრით, არამედ დიზაინით. ფოლადის ნაცვლად კორპუსისთვის გამოიყენება ტიტანი - უფრო ძლიერი და მსუბუქი ლითონი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მასზე თითის ანაბეჭდებიც კი ნაკლები დარჩება - iPhone 14 მომხმარებლის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდა.

iPhone 15 Pro ხელმისაწვდომია ოთხ ფერში:

  • შავი ტიტანი ;
  • ბუნებრივი ტიტანი
  • თეთრი ტიტანი ;
  • ლურჯი ტიტანი .

A16 Bionic-ის ნაცვლად, iPhone 15 Pro აღჭურვილია უახლესი Apple A17 Pro პროცესორით, რომელიც დამზადებულია 3 ნმ პროცესის ტექნოლოგიის გამოყენებით.

iPhone 15 Pro Max

ფლაგმანი მოდელი მრავალი თვალსაზრისით ჰგავს iPhone 15 Pro-ს, მაგრამ აქვს რამდენიმე დამატებითი უპირატესობა:

  • mAh უფრო დიდია.
  • ტელეფოტო ლინზა აღჭურვილია პერისკოპით, რომელიც გვთავაზობს x5 მასშტაბირებას;
  • ეკრანის დიაგონალი 6.7" ნაცვლად 6.1";

ოდნავ გაიზარდა iPhone 15 Pro Max-ის წონა და ზომებიც, მაგრამ ეს მომხმარებლებს დისკომფორტს არ შეუქმნის – მოდელი მაინც მსუბუქი და მარტივი გამოსაყენებელია.