Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2023 წლის 20 ივნისს, EBAN-ის, AXEL-ისა და Arrival-ის პარტნიორობით, მეტავერსის ინტერაქციული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც არა ერთი წარმატებული ევროპელი ბიზნეს ანგელოზი დაესწრო. შეხვედრა Web3 სამყაროს გამოცდილებებისა და შეხედულებების გაზიარებას მიეძღვნა, თემატიკით: როგორ ცვლის ინტერნეტის ახალი ფაზა ჩვენს ცხოვრებას, სამუშაო გარემოსა და ინვესტიციების პროცესს.
Arrival-ის მიერ შექმნილ, Spatial.io-ს სივცრეში, 20 ქვეყნიდან 200-ზე მეტმა დაინტერესებულმა ადამიანმა მოიყარა თავი. საღამოს მოდერატორი EBAN-ის გენერალური დირექტორი, იაკოპო ლოსო, იყო. ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერების რანგში კი ისაუბრეს:
- დუშან სტოიანოვიჩმა – True Global Ventures 4 Plus-ის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი;
- დევიდ როუზმა – USREM-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და True Global Ventures 4 Plus-ის დამფუძნებელი და გენერალური პარტნიორი;
- პეტრი რაჯაჰალმემ – FOV Ventures-ის პარტნიორი;
- ჯეს ფორდმა – Arrival-ის აღმასრულებელი დირექტორი
- ირო ცაგარეიშვილმა – AXEL-ის მმართველი დირექტორი.
სპიკერების მიმართვას პანელური დისკუსია მოყვა, მეტავერსში ინვესტირების ადრეული ეტაპების შესახებ. ღონისძიებაზე, ასევე, Web3 მიმართულების ექსპერტებმა, ვანდანა ტახალიმ და დოქტორ ლუის ფრობერგმა, თავიანთი კომპანიების განვითარების ქეისები განიხილეს
მიუხედავად იმისა, რომ მოულოდნელად მასიური აქტივობისა და ტექნოლოგიის ექსპერიმენტული ხასიათის გამო, მცირე დროით, მონაწილეებს კავშირის პრობლემები შეექმნათ, შეხვედრის ვირტუალურ გარემოში გამართვა არსებითად მნიშვნელოვანი იყო ინვესტორების ადაპტაციისთვის. ვირტუალურ პროცესებთან შეგუების გამოცდილება აუცილებელია, რადგან მეტავერსი ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი ტერიტორია, ფიზიკურ სივრცეში შეხვედრების გამართვა კი – ტრადიცია. აღნიშნული პრობლემა Arrival-ის ტექნიკურმა გუნდმა მყისიერად აღმოფხვრა.
Arrival-ის თანადამფუძნებელმა და CSO-მ, ნოდო ივანიძემ, აღნიშნა, რომ გამართული ღონისძიება წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც ანგელოზ ინვესტორთა ფართო აუდიტორიას Web3-ისა და მეტავერსის სივრცის უკეთ გაცნობისა და სამომავლო პოტენციალის აღმოჩენაში დაეხმარება.