Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თუ კრეატიული ინდუსტრია გაინტერესებთ, დიზაინის წამყვანი უნივერსიტეტები იტალიიდან თბილისში თქვენს აღმოსაჩენად ჩამოდიან.
NABA, Nuova Accademia di Belle Arti და Domus Academy Milano მსოფლიოს ტოპ 100 უნივერსიტეტში საპატიო ადგილს იკავებენ ხელოვნებისა და დიზაინის მიმართულებით QS World University Rankings-ის მიხედვით.
უნივერსიტეტები, კამპუსებით მილანსა და რომში, გთავაზობენ საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე მოდის, ინტერიერის, ფილმისა და ანიმაციის დიზაინის, გრაფიკული დიზაინისა და სხვა ბევრ საინტერესო თანამედროვე პროგრამას.
უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად შანსი გექნებათ ითანამშრომლოთ მსოფლიოს წამყვან კრეატიული ინდუსტრიის ბრენდებთან ერთობლივი პროექტებისა თუ სტაჟირებების შესაძლებლობით, დაესწროთ მსოფლიოში აღიარებული დიზაინერებისა და არტისტების მასტერკლასებს, დაამყაროთ კავშირები, რომლებიც ხელს შეუწყობს თქვენი კარიერის საოცარ ზრდას.
განათლების ცენტრ LEAF-თან თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლები 19 ოქტომბერს 20:00 საათზე სასტუმრო Pullman Axis Towers-ში დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შეხვედრას მართავენ, სადაც შესაძლებლობა გექნებათ გაიგოთ უნივერსიტეტში სწავლის უპირატესობები, მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ.
განათლების ცენტრ LEAF-ის კონსულტანტები დაგეხმარებიან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა საფეხურზე.
NABA, Nuova Accademia di Belle Arti-სა და Domus Academy Milano-ში სწავლით კი თქვენ წარმატებით შეაბიჯებთ მოდის ან პროდუქტის დიზაინის ინდუსტრიაში და ისწავლით როგორ გარდაქმნათ თქვენი ამბიცია წარმატებად.
ღონისძიებაზე დასწრება არის სრულიად უფასო და საჭიროებს მხოლოდ რეგისტრაციას:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd5Ept_pFO4C803BQ3uJQsqbQiVFXXni0oBmL8Us0bKiftyyg/viewform
ჩაინიშნეთ და არ გამოტოვოთ:
19 ოქტომბერი, 20:00
Pullman Axis Towers, მე-3 სართული
საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე თქვენ შეძლებთ ისწავლოთ:
- დიზაინი
- მოდა და კოსტიუმების დიზაინი
- ინტერიერის დიზაინი
- ფილმის და ანიმაციის დიზაინი
- გრაფიკული დიზაინი
- ფერწერა და ვიზუალური ხელოვნება
- სცენის დიზაინი
- კრეატიული მედია წარმოება
- პროდუქტისა და სერვისის დიზაინი
- ტექსტილის დიზაინი
- მომხმარებლის გამოცდილების დიზაინი (UX დიზაინი)
- ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია
- არქიტექტურული დიზაინი
- კომიქსები და ვიზუალური კომუნიკაცია
- კრეატიული ტექნოლოგიები