Sponsored Content

"კარფური" მეწარმეებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს: "გახდი საერთაშორისო ბრენდის პარტნიორი"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გადმოწერე ბროშურა და შეავსე მარტივი აპლიკაცია: www.carrefour.ge/franchise

"კარფური" − ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია "მაჯიდ ალ ფუტაიმი" წარმოადგენს, მეწარმეებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.

კომპანიის გაფართოების სტრატეგიის ფარგლებში "კარფური" მეწარმეებს საშუალებას აძლევს, მსოფლიოში აღიარებული ბრენდის ნაწილი გახდნენ. სტატიაში მიმოვიხილავთ, თუ რა არის "კარფურის" ინიციატივა, რას სთავაზობს ის ფრანჩაიზერებს და როგორ ხედავს კომპანია ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების გზებს საქართველოში.

"ვიწვევთ დაინტერესებულ, მოტივირებულ მეწარმეებს, რათა გახდნენ ჩვენი ბიზნესპარტნიორები, გახსნან და ჩვენთან ერთად წარმატებით მართონ "კარფურის" მცირე ფორმატის მაღაზიები − "კარფურ სითი"/ Carrefour City. დაარსების დღიდან, ჩვენს ქვეყანაში კომპანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანს და საუკეთესო ფასებს სთავაზობს მომხმარებლებს. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი მეწარმეებისა და ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. "კარფურის" მაღალი დონის აღიარება საქართველოში საშუალებას მისცემს მეწარმეებს, განახორციელონ მომგებიანი და გრძელვადიანი ინვესტიცია", − ამის შესახებ საქართველოში "კარფურის" გენერალურმა დირექტორმა, ჟერომ აკელმა განაცხადა.

იმისათვის, რათა გახდეთ "კარფურის" ფრანჩაიზერი, კომპანია ორ სხვადასხვა ალტერნატივას გთავაზობთ:

  • არსებული მაღაზიის გადაკეთება: თუკი მეწარმე უკვე ფლობს საცალო ვაჭრობის ობიექტს, "კარფური" დაეხმარება მას საკუთარი მაღაზიის "კარფურ სითის"/Carrefour City მარკეტად გარდაქმნაში. მსგავსი ტრანსფორმაცია საშუალებას მისცემს მეწარმეს, გაზარდოს გაყიდვები და მართოს მომგებიანი ბიზნესი.
  • ახალი მარკეტის გახსნა: მეწარმეები, რომლებიც არ ფლობენ მაღაზიას ან შესაბამის უძრავ ქონებას, "კარფური" მათ ბიზნესის დასაწყებად პროფესიული დახმარებითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ეს საშუალებას მისცემს დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებსაც სასურსათო ბიზნესში სურთ ჩართვა, დაიწყონ წარმატებული სამეწარმეო საქმიანობა.

"კარფური" ფრანჩაიზერებს სთავაზობს ტრენინგების მხარდაჭერას Retail Business School-ის საშუალებით. ეს პროგრამა მიზნად ისახავს ფრანჩაიზერთა ტექნიკური და ფუნქციური შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მათ საშუალებას მისცემს, წარმატებულად მართონ საცალო ვაჭრობის ბიზნესი.

"კარფურის" ინიციატივა ფრანჩაიზის შესახებ უნიკალურ და მომგებიან შესაძლებლობას ქმნის დამწყები მეწარმეებისთვის, გახდნენ გლობალური ბრენდის ნაწილი. პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე წვდომით, ექსკლუზიური ბრენდების შეთავაზებით და ლოიალურობის პროგრამით, ფრანჩაიზერებს შეუძლიათ შექმნან მომგებიანი საცალო ბიზნესი ქართული საზოგადოებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და სერვისების უზრუნველყოფით. ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერითა და მეწარმეების გაძლიერებით, "კარფურის" ფრანჩაიზის ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის ერთგულებას ქართული ეკონომიკის ზრდისა და კეთილდღეობისადმი.

გადმოწერე ბროშურა და შეავსე მარტივი აპლიკაცია: www.carrefour.ge/franchise