Sponsored Content

კარიერის საახალწლო ფესტივალი: SOFTSWISS-მა გამოაცხადა ტოპ-7 ცხელ-ცხელი ვაკანსია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კარიერის საახალწლო ფესტივალში მონაწილეობა მიიღო პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მიმწოდებელმა კომპანიების ჯგუფმა SOFTSWISS-მა - პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიოს წამყვანმა დეველოპერმა. ამ ღონისძიების ფარგლებში 60-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია გაერთიანდნენ, რომლებიც ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ახალი პროფესიონალების აქტიურ ძიებაში არიან. აღნიშნული სამუშაო ადგილის მაძიებლებისთვის უნიკალური შესაძლებლობა, რომ შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს პირისპირ, გასაუბრებაზე მოწვევის გარეშე, შეიტყონ მეტი ვაკანსიების, მოთხოვნების შესახებ და გამოხატონ მუშაობის სურვილი, დაუტოვონ დამსაქმებლებს წინასწარი რეზიუმე.

SOFTSWISS ავითარებს თავის დეველოპმენტის ცენტრებს მთელს მსოფლიოში, მათ შორის თბილისშიც, სადაც კომპანია დაახლოებით ერთი წელია რაც ოპერირებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ოფისში უკვე 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, საქართველოს ოფისში 20-ზე მეტი ვაკანსიაა ხელმისაწვდომი. მათგან ტოპ-7 ყველაზე აქტუალური ვაკანსიაა – Ruby და Golang დეველოპერები, Customer Care Specialist ინგლისური და გერმანული ენის ცოდნით, HR Business Partner, Support Manager, Account Manager Assistant და Partner Manager Assistant.

- კარიერის ფესტივალზე ოთხ საათზე მეტი დროით მუშაობისას SOFTSWISS-ის სტენდთან ასზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა – მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც ახლახანს იწყებს კარიერას, ასევე ისინი, ვისაც სამუშაო გამოცდილება უკვე აქვს. "ზოგიერთმა მათგანმა დატოვა თავისი რეზიუმე და უკვე მიიღო მოწვევები პირად შეხვედრაზე", - ამბობს ლუდმილა გლაზუნოვა, უფროსი HR ბიზნეს პარტნიორი SOFTSWISS-ში. – მათ შორის არიან როგორც ქართველი სპეციალისტები, ასევე ისეთი აპლიკანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოში საცხოვრებლად და სამუშაოდ გადმოვიდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობამ საუკეთესო შთაბეჭდილებები დატოვა ჩვენზე. ჩვენ პირისპირ ვესაუბრეთ პოტენციურ კანდიდატებს და ახლა უკეთ ვიცით, რომელი ვაკანსიით არიან დაინტერესებულნი ისინი ყველაზე მეტად.

SOFTSWISS-ისთვის, როგორც საერთაშორისო კომპანიისთვის გუნდში ეროვნული მრავალფეროვნება მნიშვნელოვანი ღირებულებაა. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია კანდიდატის გამოცდილება, მისი ექსპერტიზა, soft და hard უნარები, ინგლისური ენის ცოდნა გუნდში მუშაობისა და კომუნიკაციისთვის, პროფესიაში ზრდისა და განვითარების სურვილი. თუმცა ადგილობრივი სპეციალისტები ეხმარებიან სხვა ქვეყნების თანამშრომლებს უკეთ ადაპტირდნენ და გაიცნონ ადგილობრივი მენტალიტეტი.

საქართველო ახლა ერთ-ერთი პრიორიტეტული ლოკაციაა SOFTSWISS-ის განვითარებისთვის. პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანიების ჯგუფი ტექნიკურ სპეციალისტებს, მენეჯერებს, ანალიტიკოსებს სთავაზობს სრულ სოციალურ პაკეტს, რომელიც ასევე მოიცავს სამედიცინო დაზღვევას. ამავდროულად, თითოეულ თანამშრომელს შეუძლია თავად აირჩიოს მუშაობის სტილი – ოფისში ან დისტანციურად.

ცნობისთვის

SOFTSWISS წარმოადგენს პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მიმწოდებელ კომპანიების ჯგუფს, რომელიც პირველია მსოფლიოში, რომელმაც ონლაინ გართობის სფეროში შექმნა გადაწყვეტა კრიპტოვალუტებთან მუშაობისთვის. კომპანიამ არაერთხელ მოიპოვა პრესტიჟული პროფესიული ჯილდოები.

მიმდინარე წელს კომპანიამ მოიპოვა SIGMA Europe-ის ჯილდო ნომინაციაში "წლის საუკეთესო სამუშაო ადგილი" და SIGMA CIS ჯილდო ნომინაციაში "Best affiliate tracking software". ხოლო, 2021 წელს SOFTSWISS-მა მიიღო შემდეგი ჯილდოები: "წლის საუკეთესო მომხმარებელთა მომსახურების კომპანია" საერთაშორისო თამაშების დაჯილდოებაზე (IGA) და "წლის საუკეთესო მომხმარებელთა მომსახურება" Starlet Awards-ზე. SOFTSWISS-ის თანამშრომლებმა კი გაიმარჯვეს ნომინაციებში "ლიდერობა", "პროდუქტები და ინოვაციები" და "წლის თანამშრომელი".