კოდიდან ხელოვნურ ინტელექტამდე: 20 წლის მოზარდის მოგზაურობა წარმატებამდე და ქართული სტარტაპების მომავალი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სულ რაღაც 19 წლის ასაკში დიმიტრიმ უკვე წარუშლელი კვალი დატოვა ტექნოლოგიურ სამყაროში bubz.ai-ისა და helpnode.ai-ის დაარსებით, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მომხმარებელთა მხარდაჭერის ინდუსტრიას გარდაქმნიან . მან კოდირება 14 წლის ასაკში დაიწყო, ბიზნესის მომხმარებლებთან ურთიერთქმედების გაუმჯობესების გატაცებით. ახლა დიმიტრი არა მხოლოდ ოჯახს უდგას მხარში, არამედ იმედოვნებს, რომ შთააგონებს ახალი თაობის ქართველ წარმომადგენლებსაც. ის თვლის, რომ AI-ს აქვს პოტენციალი გააუმჯობესოს ცხოვრება მრავალ ასპექტში, რის გამოც უარი თქვა ტრადიციულ განათლებაზე თავისი ანტერპრენერული ოცნების განსახორციელებლად. ამ ინტერვიუში დიმიტრი გვიზიარებს თავის მოგზაურობას, გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას და მის ხედვას ხელოვნური ინტელექტის მომავლის შესახებ.
სულ რაღაც 19 წლის ასაკში თქვენ უკვე შექმენით ორი წარმატებული ბიზნესი - Bubz და HelpNode. შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ დაიწყეთ კოდირება ასეთ პატარა ასაკში?
კოდირება დავიწყე 14 წლის ასაკში, მაგრამ ტექნოლოგიებით ჩემი გატაცება უფრო ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. 8 წლის ასაკში მაჩუქეს ჩემი პირველი ლეპტოპი Windows XP-ით, ინტერნეტთან წვდომის გარეშე, რის გამოც, დიდი დრო გავატარე თავად სისტემის შესასწავლაში. ეს ცნობისმოყვარეობა ტექნოლოგიებისადმი ღრმა სიყვარულში გადაიზარდა. სანამ სკოლა დავამთავრე, რამდენიმე პროექტზე ვმუშაობდი და უკვე მზად ვიყავი ანტერპრენერულ სამყაროში შესაბიჯებლად. მე დავინახე შესაძლებლობა არა მხოლოდ ამეშენებინა რაღაც მნიშვნელოვანი, არამედ, იმედია, წამეხალისებინა სხვებიც საქართველოში, გამოეკვლიათ კარიერა ტექ სფეროში.
ბევრი ადამიანი ირჩევს ტრადიციული განათლების გზას თქვენს ასაკში, რატომ გადაწყვიტე უნივერსიტეტში სწავლის ნაცვლად ანტერპრენერობაზე ფოკუსირება?
როდესაც სკოლა დავამთავრე, ვგრძნობდი, რომ უკვე მქონდა უნარები და გამოცდილება ჩემს მიერ განხორციელებული პროექტებიდან და მსურდა, რომ გავლენა მომეხდინა რაც შეიძლება სწრაფად. უნივერსიტეტი არ ჩანდა ჩემთვის შესაფერისი, რადგან მინდოდა ფოკუსირება რეალურ სამყაროში არსებულ გამოწვევებზე. მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ ფორმალურ განათლებას, მე მჯეროდა, რომ სტარტაპ ეკოსისტემაში გადახტომა მომცემდა ზრდის საუკეთესო შანსს და შესაძლოა სხვებსაც ვაჩვენო, რომ წარმატებისკენ მიმავალი სხვადასხვა გზა არსებობს - განსაკუთრებით, თუ გატაცებული ხარ იმით, რასაც აკეთებ.
თქვენ აღნიშნეთ, რომ თქვენი კომპანიების შენებასთან ერთად ინახავთ ოჯახს. როგორ ახერხებთ ასეთ ახალგაზრდა ასაკში ორივე პასუხისმგებლობის ზეწოლის დაბალანსებას?
სიმართალე გითხრათ, რთულია, მაგრამ მე ამას ტვირთად ნამდვილად არ აღვიქვამ, რადგან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. ჩემი რუტინა საკმაოდ ინტენსიურია: ვიღვიძებ დილის 6 საათზე, მივდივარ სავარჯიშოდ და დილის 10 საათისთვის უკვე ოფისში ვზივარ. ხანდახან ვმუშაობ გვიან ღამემდე და შაბათ-კვირასაც კი. დროდადრო ვხვდები მეგობრებს, მაგრამ ეს იშვიათია. ჩემი გატაცება იმის მიმართ, რასაც ვაკეთებ, საშუალებას მაძლევს არ გავჩერდე. როცა შენ აკეტებ იმას, რაც გიყვარს სამუშაოს განცდა არ გაქვს.
რას აკეთებთ სამუშაოს გარეთ განტვირთვისთვის?
შესვენების აღება ჩემთვის გამოწვევაა, მაგრამ ვცდილობ, მეგობრებთან ერთად გავატარო დრო, როცა შემიძლია, თუნდაც ეს მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ იყოს. გულწრფელად გითხრათ, არ ვგრძნობ, რომ ბევრი დრო მჭირდება განტვირთვისთვის, რადგან თავად სამუშაო მაძლევს ენერგიას. რაღაც მნიშვნელოვანის კეთება ჩემი განტვირთვის მთავარი მეთოდია.
Bubz და HelpNode ორიენტირებულია AI-ზე მომუშავე მომხმარებელთა მხარდაჭერაზე. რამ გიბიძგა ამ სფეროზე ფოკუსირებისკენ?
შთაგონება მოვიდა იმ იმედგაცრუებიდან, რომელიც მე პირადად განვიცადე - გაუთავებლად ველოდებოდი მომხმარებელთა მხარდაჭერას, რის შემდგომაც ზარი უბრალოდ შეწყდა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი დროის დაზოგვა; გლობალურად, მილიონობით ადამიანი გაჩერებულია სასტუმროებში, ბანკებსა და რესტორნებში და კარგავენ "სიცოცხლეს". მონეტის მეორე მხარე არის ის, რომ მომხმარებელთა მომსახურების აგენტები იმეორებენ ერთსა და იმავე დავალებებს, უსასრულოდ. ორივე მხარე კარგავს ძვირფას დროსა და ენერგიას.
მე გავაცნობიერე, რომ AI-ს, განსაკუთრებით LLM-ებით, SST ტექნოლოგიითა და ხმის მოდელებიის გამოყენებით, შეუძლია ამ არაეფექტურობის აღმოფხვრა. ეს არ არის მხოლოდ ლოდინის დროის შემცირება - ეს არის მთლიანად გადახედვა იმაზე, თუ როგორ მივუდგეთ კლიენტებთან ურთიერთქმედებას. ჩვენ შეგვიძლია დავზოგოთ უზარმაზარი დრო, ხოლო ადამიანი აგენტების დრო მოვიგოთ უფრო კრეატიული და მნიშვნელოვან სამუშაოზე ფოკუსირებისთვის. მე და ჩემმა გუნდმა დავინახეთ ეს, როგორც შესანიშნავი საწყისი წერტილი და ჩვენ უკვე ვიკვლევთ, თუ როგორ შეგვიძლია გადავიდეთ მომხმარებელთა მომსახურების მიღმა სხვა ინდუსტრიების გარდაქმნისთვის.
სად ხედავთ AI-ს ყველაზე დიდ გავლენას მომდევნო 5 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, როგორიცაა საქართველო და მის ფარგლებს გარეთ?
ხელოვნური ინტელექტი გარდაქმნის ინდუსტრიებს მთელს მსოფლიოში. საქართველოში ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს game changer ისეთ სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ფინანსები და ჯანდაცვაც კი, რაც უფრო ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს შესთავაზებს გრძელვადიან პრობლემებს. გლობალური მასშტაბით, მომავალში ვხედავ, რომ ხელოვნური ინტელექტი გააგრძელებს ამოცანების ავტომატიზაციას და სერვისებში პერსონალიზაციის გაუმჯობესებას, რაც ცხოვრებას გაუადვილებს და უფრო ეფექტურს გაუხდის ყველას. 5 წელიწადში ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ისევე როგორც დღეს არის სმარტფონები.
თქვენ უკვე დაეხმარეთ სასტუმროებს, საავადმყოფოებს და სხვა ბიზნესებს AI გადაწყვეტილებებით. რა ელის Bubz-ს და HelpNode-ს ზრდისა და გაფართოების თვალსაზრისით?
ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ ჩვენი სერვისები გლობალურად და გავზარდოთ სხვადასხვა სექტორში. AI-ს აქვს აპლიკაციები პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიაში და ჩვენ ვგეგმავთ გადავწიოთ მისი შესაძლებლობების საზღვარი. ჩვენი შემდეგი დიდი მიზანია დავხვეწოთ ჩვენი სერვისები Gaming ინდუსტრიისთვის და შევთავაზოთ მოწინავე მხარდაჭერის ინსტრუმენტები კომპანიებს, რომლებსაც აქვთ მომხმარებელთა ურთიერთქმედების მაღალი მოთხოვნა. ჩვენ შევძელით ბევრი რამის მიღწევა შედარებით მცირე გუნდით, რაც მიუთითებს ხელოვნური ინტელექტის ძალაზე და იმაზე, თუ რამდენის საშუალებას აძლევს ის ჩვენს მსგავს სტარტაპებს კონკურენცია გაუწიონ ბევრად დიდ კომპანიებს. ეს აღარ არის გუნდის ზომაზე; ეს არის იმის შესახებ, თუ რამდენად ჭკვიანურია თქვენი გადაწყვეტილებები.
ბევრს სჯერა, რომ AI-ს აქვს პოტენციალი გააუმჯობესოს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები, მაგრამ ასევე არსებობს შეშფოთება სამუშაოს დაკარგვისა და ეთიკური საკითხების შესახებ. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე დიდი რისკები და შესაძლებლობები AI-ში დღეს?
AI ნამდვილად გზას უხსნის როგორც წარმოუდგენელ შესაძლებლობებს, ასევე რეალურ რისკებს. ის უკვე ახდენს რევოლუციას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა - მაგალითად, AI მოდელების ტესტირება ხდება კიბოს კვლევაში. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ ტექნოლოგიებს. სამუშაო ადგილების დაკარგვა გამართლებული საზრუნავია და საკმარისი ხალხი არ საუბრობს ხელოვნური ინტელექტის გრძელვადიან შედეგებზე. ჩვენ უნდა დავაბალანსოთ AI-ს პოტენციალით აღფრთოვანება და პასუხისმგებლობა, რათა დავიცვათ სამუშაო ადგილები და ვუზრუნველვყოთ ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად გამოყენება.
როგორ უზრუნველვყოფთ, რომ AI გადაწყვეტილებები, რომლებსაც ავითარებთ, როგორიცაა Bubz, დარჩება პასუხისმგებბლიანი და სარგებელს მოუტანს საზოგადოებას?
ჩვენ AI-ს დეველოპმენტს ვუდგებით ეთიკურ დიზაინზე ფოკუსირებით. ეს ნიშნავს გამჭვირვალობის პრიორიტეტს, მიკერძოების მინიმუმამდე შემცირებას და დარწმუნებას, რომ ჩვენი AI მხარს დაუჭერს და არა ჩაანაცვლებს ადამიანურ როლებს. bubz.ai-სთვის, ჩვენ ვაერთიანებთ ადამიანთა ზედამხედველობას ჩვენს სისტემებში და მუდმივად ვხვეწავთ ჩვენს მოდელებს, რათა ვუზრუნველვყოთ, რომ ისინი ღირებულ სამუშაოს გასწევენ სოციალური კეთილდღეობის კომპრომისის გარეშე. ჩვენ ასევე ვიყენებთ კოლაბორაციულ მიდგომას ჩვენი გუნდის შესაქმნელად თანადამფუძნებლებისა და პარტნიორების ძებნაში, რომლებიც იზიარებენ ხელოვნური ინტელექტის ხედვას როგორც ძლიერ ინსტრუმენტს და არა ადამიანური რესურსის ჩანაცვლების მეთოდს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ გსურთ შთააგონოთ ახალგაზრდები საქართველოში, რომ დაინტერესდნენ ტექ კარიერით. რა რჩევას მისცემდით 14 წლის ბავშვს, რომელიც შეიძლება დაინტერესდეს კოდირებით ან ბიზნესის წამოწყებით?
დაიწყეთ მცირე პროექტებით და ნუ შეგეშინდებათ წარუმატებლობის. 14 წლის ასაკში ყველაფერი ექსპერიმენტებს და სწავლას ეხება. აირჩიეთ პროექტი - ნებისმიერი პროექტი და უბრალოდ დაიწყეთ. ნუ დაელოდებით "სრულყოფილ" იდეას ან შესაფერის დროს, რადგან სწავლა ხდება პროცესში. შექმენით ის, რაც გაინტერესებთ და ყველაფერი დანარჩენი თან მოჰყვება.
რა გამოწვევების წინაშე დგახართ, რაც, თქვენი აზრით, უნდა იცოდნენ სხვა ახალგაზრდა ანტერპრენერებმა, როდესაც დაიწყებენ საქმიანობას?
ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენი მოლოდინების მართვაა. ადვილია იმედგაცრუება, როდესაც საქმეები გეგმის მიხედვით არ მიდის და ისინი თითქმის არასოდეს მიდიან. ასევე, ისწავლეთ სტრესთან გამკლავება, რადგან, როგორც ახალგაზრდა ანტერპრენერი, ბევრ პასუხისმგებლობასთან მოგიწევთ გამკლავება, და ბოლოს, ნუ შეგეშინდებათ დახმარების თხოვნა, როცა ეს გჭირდებათ. გრძელვადიანი წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანების პოვნას, რომლებთანაც იმუშავებთ, იქნება ეს თანადამფუძნებლები, გუნდის წევრები თუ მრჩევლები.
თუ გადავხედავთ თქვენს მოგზაურობას, არის რამე, რასაც სხვანაირად გააკეთებდით?
ვისურვებდი, რომ უფრო ადრე დამეფუძნებინა საკუთარი კომპანია. გარკვეული დრო გავატარე ჩვეულებრივ 9-დან 5-მდე სამუშაოზე, რაც ცუდი არ იყო, მაგრამ ამჯამინდელი გადმოსახედიდან, შემეძლო ეს დრო გამომეყენებინა ჩემი სტარტაპის განვითარებაზე ფოკუსირებისთვის. თუ თქვენ გაქვთ მისწრაფება, უბრალოდ დაიწყეთ რაც შეიძლება ადრე.
როგორც ადამიანი, რომელმაც ასე ახალგაზრდა დაიწყო, სად ხედავთ საკუთარ თავს და თქვენს კომპანიებს მომდევნო 5 ან 10 წლის განმავლობაში?
5 ან 10 წელში Bubz.ai და HelpNode.ai-ს ვხედავ ცნობილ სახელებად ტექ და AI ინდუსტრიაში. ჩვენ თავს წარმოვიდგენ წამყვან ინოვატორებად მომხმარებელთა მხარდაჭერის ტექნოლოგიებში, არა მხოლოდ ჩვენს ამჟამინდელ ბაზრებზე, არამედ ახალ სექტორებშიც. ჩვენი მიზანია მუდმივად ვწევდეთ საზღვრებს, განვავითაროთ უახლესი AI გადაწყვეტილებები და შევქმნათ უფრო უწყვეტი ურთიერთქმედება ბიზნესებსა და მათ მომხმარებლებს შორის. პირადად მე ვიმედოვნებ, რომ წინა პლანზე ვიქნები ამ ცვლილებების მამოძრავებელ და გლობალურად ჩვენი გავლენის გაფართოებაში. ჩვენ ზრდასთან ერთად, ასევე მიზნად ვისახავ შევქმნა შესაძლებლობები ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორიცაა საქართველო, და ავაშენოთ კომპანიის კულტურა, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებსა და შემოქმედებითობას.
რა არის Bubz-ისა და HelpNode-ის საბოლოო მიზანი? ეძებთ გაფართოებას სხვა ინდუსტრიებში ან ბაზრებზე უახლოეს მომავალში?
ჩვენი საბოლოო მიზანია რევოლუცია მოვახდინოთ ბიზნესის მიდგომებში მომხმარებელთა მხარდაჭერის კუთხით, ადამიანის ცნობიერების შერწყმით ხელოვნური ინტელექტის ეფექტურობასთან. ჩვენ უკვე ვხედავთ, თუ როგორ შეუძლია ჩვენს გადაწყვეტილებებს გარდაქმნას ისეთი ინდუსტრიები, როგორიცაა სტუმართმოყვარეობა და ჯანდაცვა, მაგრამ პოტენციალი ბევრად უფრო დიდია. ჩვენ გვსურს გავფართოვდეთ ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, საბანკო სერვისები და განათლებაც კი, სადაც პერსონალიზებული, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მხარდაჭერით შეიძლება უზარმაზარი განსხვავება შეიტანოს მომხმარებლის გამოცდილებაში. უახლოეს მომავალში, ჩვენ ვგეგმავთ გლობალურ ბაზრებზე გასვლას და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას, რაც საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ ჩვენი გავლენა მრავალ ინდუსტრიაში. ხელოვნური ინტელექტი საშუალებას გვაძლევს კონკურენცია გავუწიოთ გლობალურ გიგანტებს და ეს არის ის, რითიც მე ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ.
საქართველოს ტექ სცენა ჯერ კიდევ ვითარდება. როგორ ფიქრობთ, რა როლი შეუძლიათ შეასრულონ თქვენნაირმა ახალგაზრდა ანტერპრენერებმა მის ჩამოყალიბებაში?
ახალგაზრდა ანტერპრენერები საქართველოს ტექ სფეროს მომავლის ფორმირების გასაღებს წარმოადგენენ. რისკების აღებითა და ინოვაციების დანერგვით, ჩვენ შეგვიძლია მივიქციოთ გლობალური ყურადღება და ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში. მე მჯერა, რომ შემდეგი დიდი ტექნოლოგიური გარღვევა შეიძლება მოხდეს ისეთი განვითარებადი ბაზრებიდან, როგორიც საქართველოა, სადაც არის დიდი გამოუყენებელი პოტენციალი. ეს ასევე შესანიშნავი გარემოა ანტერპრენერებისთვის, რადგან პატარა, მოქნილი გუნდებით და ხელოვნური ინტელექტის ძალით, ჩვენ შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ გლობალურ მასშტაბს.
როგორ იმოქმედა თქვენს საქმიანობაზე საქართველოში ცხოვრებამ და რა შესაძლებლობებს ხედავთ ადგილობრივი ტალანტებისთვის გლობალურ ტექ ბაზარზე?
საქართველოში ცხოვრებამ უნიკალური ხედვა მომცა. აქ ბევრი გამოუყენებელი ნიჭია, მაგრამ არ არის საკმარისი რესურსი მის მხარდასაჭერად. მე ვფიქრობ, რომ ქართველ დეველოპერებს და ანტერპრენერებს აქვთ ის, რაც საჭიროა გლობალური კონკურენციისთვის და რაც უფრო მეტად უკავშირდება სამყარო ერთმანეთს, არ არსებობს მიზეზი თუ რატომ ვერ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი საერთაშორისო ბაზარზე.