კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის - ალტე უნივერსიტეტმა საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა დააფუძნა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2023 წელი ალტე უნივერსიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი სიახლეებით დაიწყო - უნივერსიტეტმა საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლა შექმნა, რომელიც კომპიუტერული მეცნიერების ორ საბაკალავრო პროგრამას აერთიანებს ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის. აღნიშნული პროგრამები უკვე შეტანილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აკრედიტაციის მისანიჭებლად. რაც შეეხება მიღებას, აბიტურიენტებს, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა - ინოვაციური სასწავლო მეთოდებით მიიღონ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლება და გახდნენ კომპიუტერული მეცნიერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მოთხოვნადი პროფესიონალები.
IT სკოლის მიზანია მოამზადოს კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი, რომელიც პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპიუტერული მეცნიერების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე, შეძლებს არსებული პროგრამული პროდუქტების ანალიზსა და განვითარებას ან ახალი პროგრამული გადაწყვეტილებების შექმნას სხვადასხვა სფეროს ამოცანებისთვის, თანამედროვე სტანდარტებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, პროფესიული ეთიკის გათვალისწინებით. IT სკოლის დეკანია ნანი არაბული, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.
თანამედროვე ცხოვრების სწრაფი განვითარება მოითხოვს ყველა სფეროში ტექნოლოგიების ინტეგრირებას, რისთვისაც საჭიროა საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით პროფესიონალი კადრების აქტიური ჩართულობა. შესაბამისად, კომპიუტერული მეცნიერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მოთხოვნა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე სულ უფრო მზარდია. აკადემიურ პროგრამებზე ჩარიცხვის ანალიზიც აჩვენებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, კომპიუტერულ მეცნიერებებზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ არსებული ადგილების რაოდენობა საკმარისი არ არის აბიტურიენტების მისაღებად. გარდა ამისა, გაიზარდა საქართველოდან უცხოეთში დისტანციურად დასაქმების მაჩვენებელიც და ასევე, ქართულ ბაზარზე შემოვიდა არაერთი საერთაშორისო კომპანია, რომლებიც საჭიროებენ გამოცდილ და პროფესიონალ კადრებს.
სწორედ ამიტომ, ალტე უნივერსიტეტმა შექმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია ხელმძღვანელობს. იგი ასევე გახლავთ ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, სალომე ონიანთან ერთად, რომელიც არის ალტე უნივერსიტეტის ტექნოლოგიური პროგრამების განვითარების კოორდინატორი. ისინი პროგრამების ფარგლებში თავადაც გაუზიარებენ გამოცდილებას სტუდენტებს. სამუშაო ჯგუფის წევრებმა საერთაშორისო ABET და ACM სტანდარტებთან ერთად, გაანალიზეს საქართველოს ICT დარგობრივი მახასიათებელი, მოამზადეს ალტე უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამისა და ამერიკის, ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს მსგავსი პროგრამების მქონე 11 უნივერსიტეტის შედარებითი ანალიზი და შექმნეს თანამედროვე სტანდარტების კომპიუტერული მეცნიერებების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამები.
2023 წელს, ალტე უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტების მიღებას როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე.
კომპიუტერული მეცნიერება (ქართულენოვანი)
აკადემიური ხარისხი: კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი
მისაღები ადგილების რაოდენობა: 30
სწავლის წლიური საფასური: 2250
კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)
აკადემიური ხარისხი: კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი
მისაღები ადგილების რაოდენობა: 10
სწავლის წლიური საფასური: 2950
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://alte.edu.ge/ka/schools/sainformatsio-teqnologiebis-it-skola
კითხვების შემთხვევაში, მოგწვერეთ: ITschool@alte.edu.ge