კონფერენცია ,,ცელიაკია: სიახლეები და გამოწვევები" ბათუმში 24 ივნისს გაიმართება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
,,საქართველოს ცელიაკიის ასოციაციის" (,,სცეა") ორგანიზებით, 24 ივნისს, 11:00 საათზე, ბათუმში, სასტუმროში Radisson Blu Batumi გაიხსნება კონფერენცია ,,ცელიაკია: სიახლეები და გამოწვევები." აღნიშნულ ღონისძიებაზე სპიკერებად იქნებიან მოწვეული ექიმები თბილისიდან: ქალბატონი მარიამ ღუღუნიშვილი, ბავშვთა გასტროენტერლოგი და ქალბატონი ნაზი ტაბატაძე, პედიატრი. კონფერენციას გახსნის ,,სცეას" პრეზიდენტი, ქეთი ტაბატაძე. ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციას წარადგენენ ადგილობრივი ექიმებიც, რომლებიც ისაუბრებენ აჭარის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე.
კონფერენციის გენერალური პარტნიორია კომპანია Schar, ოქროს სპონსორი-,,ალიანს ჯგუფი", მხარდამჭერები: ,,დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი-ბათუმი, ,,ჯიპისი", ,, მედ ცენტრი", ,,Intermedica", Radisson Blu Batumi.
კონფერენცია ასევე ღიაა ცელიაკიის მქონე ადამიანებისთვის და ცელიაკიის მქონე ბავშვების მშობლებისთვის.
,,თბილისში 3 ივნისს გამართულ პირველ საერთაშორისო კონგრესს დიდი გამოხმაურება მოყვა როგორც სამედიცინო სექტროში, ასევე ცელიაკიის საზოგადოებაში. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ დავიწყოთ შეხვედრები რეგიონებში და პირველია აჭარის რეგიონი-ბათუმი.ცნობიერების ამაღლების კამპანია შეუქცევადია, აქტიურად მიმდინარეობს და ეტაპობრივად გაიშლება მთელი საქართველოს მასშტაბით," განაცხადა ქეთი ტაბატაძემ, ,,სცეას პრეზიდენტმა.
,,სცეა" რეგიონებში შეხვედრებს შემდგომშიც განაგრძობს. ასოციაციის მენეჯმენტის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საზოგადეოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებენ.