LAAP STUDIO X AUDI Georgia- უცხოელი და ქართველი ფოტოგრაფების გაერთიანება
By ნინო რუხაია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
LAAP STUDIO იწყებს ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ფოტოგრაფები მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ თბილისში ქართულ კომპანიებთან სამუშაოდ. ეს იქნება ახალი სიტყვა და ხედვა კომერციულ ფოტოგრაფიაში. სტუდიის ახალი პროექტის ფარგლებში, 1-იდან 4 ივნისის ჩათვლით, თბილისს მადრიდიდან ეწვივნენ ფოტოგრაფები Carlos Velasco & Kate Hu, რომლებიც გიორგი ზათიაშვილთან და ლუიზა ჩალათაშვილთნ ერთად იმუშავებენ. პირველი კომპანია, რომელის სარეკლამო კამპანიაშიც ფოტოგრაფების თანამშრომლობას დავინახავთ "AUDI საქართველოსთვის" იქნება. მათი დავალებაა დაგვანახონ, რომ AUDI ყველა მოდელში ახერებს წარსულის, აწმყოსა და მომავლის შერწყმას.
"LAAP Studio-ს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს კომერციულ ფოტოგრაფიაში. მიუხედავად ამისა, უცხოელ ფოტოგრაფებთან მუშაობა ჩვენთვისაც სიახლე იქნება და განსაკუთრებით საინტერესოა მათი თანამშრომლობა ქართველ ფოტოგრაფებთან. მათი ერთ-ერთი დავალებაა, ავტოპორტეტრეტის გადაღება მანქანასთან რასაც მოუთმენლად ველოდები და მგონია, რომ პრეოქტის ეს ნაწილი განსხვავებული იქნება და კარგად წარმოაჩენს მათ შემოქმედებით ხედვას. ბევრ სხვა სფეროში უცხოური პრაქტიკის დამკვიდრება არ არის სიახლე, მაგრამ LAAP-ი არის პირველი კომპანია, რომელიც ქართულ სარეკლამო ინდუსტიაში იმუშავებს უცხოელი და ქართველი ფოტოგრაფების გაერთიანებით." - LAAP Studio-ს CEO ელენე აფციაური.
"როდესაც გავიგეთ, რომ ამ პროექტზე მუშაობა სხვა ფოტოგრაფებთან ერთად მოგვიწევდა, ეს გამოწვევად მივიღეთ. მანქანების გადაღება თავისთავად გამოწვევაა და ამას ემატება ისიც, რომ ვიღებთ, ჩვენთვის უცნობ, საქართველოს ბუნებაში, რომლის მრავალფეროვნებაც ჩამოსვლის წამიდან აღგვაფრთოვანებს.
თუმცა, ფოტოგადაღების ეს გამოცდილება მხდოლოდ მაშინ გახდება სრულყოფილი, როდესაც ვიხილავთ სამი განსხვავებული ხედვის საბოლოო შედეგებს. ძალიან გვაინტერესებს ქართველი ფოტოგრაფების ნამუშვერები, საინტერესო იქნება მათი შედარება ჩვენს ნამუშევრებთან. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ფოტოგრაფიული ხედვა იქნება სიახლე აუდი საქართველოსთვის". - Carlos Velasco და Kate Hu.
- "მანქანები ქუჩის ფოტოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი კარგად გამოხატავს ინდივიდუალიზმსა და ეპოქას. გარემოს და მანქანის შეხამება ქუჩის სხვადასხვა კუთხეში ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. საინტერესოა, როგორ დაინახავენ და შეათავსებენ ერთი ბრენდის მანქანებს ჩვენს გარემოსთან უცხოელი და ქართველი ფოტოგრაფები"- ამბობს პროექტში მონაწილე ქართველი ფოტოგრაფი გიორგი ზათიაშვილი.
ამ პროექტის უნიკალურობა ფოტოგრაფების თანამშრომლობაში მდგომარეობს. მუშაობის პროცესში მათ სრული თავისუფლება ექნებათ, რაც ერთგვარი გამოწვევაა, თუმცა, ნამუშვერებს უფრო საინტერესოს ხდის- ხაზს უსვამს ინდივიდუალიზმსა და გამოხატვის თავისუფლებას და, რაც ყველაზე მთავარია, დაგვანახებს ფოტოგრაფების სუბიექტურ დამოკიდებულებებს ბრენდის მიმართ.
თითოეული ფოტოგრაფი იმუშავებს სხვადსხვა მოდელზე დღის განსახვევებულ მონაკვეთში, რაც შემოქმედებით პროცესს უფრო მრავალფეროვანს ხდის.
"AUDI პროგრესული, მამაცი, ლეგენდარული და ტექნოლოგიურად მოწინავე ბრენდია ავტოინდუსტრიაში, რომელიც მიყვება სიახლეებს და, ხშირ შემთხვევაში, ქმნის ახალ სტანდარტებს. AUDI Georgia-ს LAAP STUDIO-სთან თანამშრომლობით მოლოდინი გვაქვს, ერთნაირი სტილისტიკით გადატვირთულ ქართულ მედია სივრცეში შევქმნათ განსხვავებული, თვალისმომჭრელი და მაღალი სტანდარტების ფოტო ამბავი, რომელიც იტყვის ახალ სიტყვას ქართულ ფოტოგრაფიასა და სარეკლამო სივრცეში. მოხარული ვარ, რომ უცხოელ ფოტორაფებთან თანამშრომლობის შედეგებს პირველად AUDI-ის სარეკლამო კამპანიაში ვნახავთ და დაწრმუნებული ვარ, შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. "- ამბობს AUDI Georgia-ს ოპერაციებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი რუსკა ჯიქია.
აქვე გიტოვებთ ბმულს, სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ გადაღების პროცესს და იხილოთ ნამუშვერები - https://www.instagram.com/laap__studio/