Sponsored Content

"ლიდერი" 25 წლისაა - რა სახის სიახლეებს გვთავაზობს ესთეტიკური ცენტრი?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ესთეტიკური ცენტრი "ლიდერი" 25-ე საიუბილეო წელს საინტერესო სიახლეებით იწყებს. თბილისში, გობრონიძის #1-ში "ლიდერის" ექსკლუზიური ბრენდების შოურუმი გაიხსნა, სადაც მომხმარებლებს დახვდებათ ისეთი წამყვანი ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა MAXXelle, EVOQUE და OSTWINT.

"სერვისების ფართო ასორტიმენტის შეთავაზებით, "ლიდერი" შეძლებს დააკმაყოფილოს მომხმარებელთა მოთხოვნა და თავისი წვლილი შეიტანოს თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიის განვითარებაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ახალი წამოწყება მოგვიტანს დიდ წარმატებას და გააძლიერებს ჩვენს, როგორც ბაზარზე წამყვანი მოთამაშის, პოზიციებს", − აღნიშნავს "ლიდერის" ხელმძღვანელი, ზურაბ ტაბატაძე.

ესთეტიკური ცენტრი დღეს Bellezza Holding-ის ქვეშ ერთიანდება, რომელიც მომხმარებლებს სადისტრიბუციო მომსახურებასა და საცალო ვაჭრობას სთავაზობს. თავდაპირველად, "ლიდერის" ძირითადი მიმართულება სალონური მომსახურება იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ექსკლუზიური ბრენდებით საცალო ვაჭრობა წარმატებული გამოდგა, გაიხსნა შოურუმი და განვითარდა დისტრიბუციის მიმართულება. "ლიდერმა" განვითარების საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო გზა განვლო, ამის შესახებ Entrepreneur-ს ესთეტიკური ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ტაბატაძე ესაუბრა.

"ლიდერი" ჯერ კიდევ 1998 წელს მამაჩემმა, ზაზა ტაბატაძემ დააარსა. 18 მ2 ფართობის სალონი მომხმარებელს სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობდა. მომხმარებლების მატებასთან ერთად, სალონიც ეტაპობრივად იზრდებოდა და საბოლოოდ ესთეტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდა, რომელიც დღეს მრავალფეროვან სერვისს გთავაზობთ", − ამბობს ზურაბ ტაბატაძე.

"ლიდერი" არაერთი უცხოური ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი პროდუქციის შემოტანისა და რეალიზების უფლება მხოლოდ მათ აქვთ. ლიდერის პირველი ექსკლუზიური პარტნიორი იტალიური ბრენდი MAXXelle-ია, აგრეთვე თურქული OSTWINT და ამერიკული EVOQUE. მოლაპარაკებები სხვა ბრენდებთან ამჟამადაც მიმდინარეობს. თითოეული ბრენდის პროდუქცია პრემიუმსეგმენტისაა, რომლებიც უსულფატო, უპარაბენო, უმარილოა, არ შეიცავს ვაზელინს და სხვადასხვა ქიმიურ მინარევს. სწორედ აღნიშნული ბრენდების რეალიზებისთვის გაიხსნა პირველი შოურუმი გობრონიძის #1-ში. მალე კი დიდ დიღომში გაიხსნება ახალი ფილიალი, სადაც შოურუმი და სალონი ერთად იქნება წარმოდგენილი.

უკვე 25 წელია, რაც "ლიდერი" ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს სილამაზის ინდუსტრიაში. მისი მიზანია, მომხმარებლებს პროფესიული საერთაშორისო ბრენდების პროდუქციითა და ულტრათანამედროვე აპარატურით, ხარისხიანი და მრავალფეროვანი მომსახურება გაუწიოს. ესთეტიკური ცენტრი ისეთ სერვისებს გვთავაზობს, როგორებიცაა თმის მოვლა, სახის მოვლა, კოსმეტოლოგია, ინიექციური კოსმეტოლოგია, მანიკიური, პედიკიური, ვიზაჟი, კონტურული მაკიაჟი, ტატუ, სოლარიუმი და ლაზერული ეპილაცია.

Bellezza Holding-ის ჩამოყალიბებასა და "ლიდერის" განვითარებაში მამასთან, ზაზა ტაბატაძესთან ერთად საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის ზურაბ ტაბატაძეს, რომელსაც სხვადასხვა კომპანიასთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. თავდაპირველად, იგი აუდიტორულ კომპანია "RSM საქართველოში" მუშაობდა, სადაც საფუძვლიანად გაეცნო კომპანიების მენეჯმენტთან და ფინანსური აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოგვიანებით "გორგიას" ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა − იქ არაერთი რეფორმა გაატარა და კომპანიის ძალიან კარგი აუდიტის დასკვნა მოამზადა. ესთეტიკურ ცენტრ "ლიდერის" მართვაში იგი აქტიურად 2019 წელს ჩაერთო, სადაც დისტრიბუციის მიმართულება დააარსა.

"მას შემდეგ, რაც "ლიდერი" ესთეტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდა, ძალიან ბევრი პროდუქტის შეძენა გვიხდებოდა. ამიტომ წავედი გამოფენაზე თურქეთში, გავეცანი სხვადასხვა ბრენდის პროდუქციას, დავიწყე თანამშრომლობა პრემიუმბრენდის კომპანიებთან და დისტრიბუციის მიმართულება დავაფუძნე. მას შემდეგ აქტიურად ვარ ჩართული "ლიდერის" საქმიანობაში და ჩემს გუნდთან ერთად სიახლეებს ვნერგავ. სისტემატურად დავდივართ გამოფენებზე, რათა გავაძლიეროთ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობა, მოვიძიოთ ახალი ბრენდები და ნებისმიერი სიახლე ბაზარზე პირველებმა შემოვიტანოთ", − ამბობს ზურაბ ტაბატაძე.

როგორც ზურა Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, დღეს "ლიდერის" ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ის, რომ იგი არცერთ კომპანიაზე არაა დამოკიდებული − ესთეტიკური ცენტრი მომხმარებლებს საკუთარი პროდუქტების გამოყენებით ემსახურება, რომლის ექსკლუზიური იმპორტიორიც თავადაა. შესაბამისად, დისტრიბუციისგან არაფერს იღებს. გარდა ამისა, ზურას თქმით, მათი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ის პროფესიონალი კადრები, რომლებიც დღეს "ლიდერში" წარმატებას ქმნიან.

ესთეტიკური ცენტრის განვითარებასთან ერთად, "ლიდერის" გუნდი ნელ-ნელა იზრდებოდა. თუ თავდაპირველად მათი გუნდი 5 ადამიანისგან შედგებოდა, დღეს ცენტრში 50-მდე საკუთარ საქმეზე შეყვარებული კადრი მუშაობს, რომლებიც თავიანთ საქმეს მუდმივად პროფესიონალიზმით ეკიდებიან. ლიდერის მაღალკვალიფიციური და აკრედიტებული პერსონალი ყოველთვის ეხმარება მომხმარებელს და უფასო კონსულტაციას უწევს მათ. გარდა ამისა, ესთეტიკური ცენტრის ადმინისტრაციაც მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლებისთვის კარგი სამუშაო გარემოს შექმნაზე.

დაარსების დღიდან "ლიდერს" სასწავლო აკადემია აქვს, რომელსაც დღეს 1000-მდე წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. რამდენიმეთვიანი კურსის გავლის შემდეგ, ესთეტიკური ცენტრი კურსდამთავრებულებს თავის დამკვიდრებასა და მუშაობის დაწყებაში ეხმარება. ამჟამად აკადემიისთვის ცალკე სივრცეც მზადდება, რომელიც სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

"აკადემიაში რამდენიმე სხვადასხვა კურსი გვექნება. ერთი მათთვის იქნება განკუთვნილი, ვინც ყველაფერს ნულიდან იწყებს − ვასწავლით ბარბერობას, ქოლორისტიკასა და სტილისტობას. ასევე, კოსმეტოლოგიას, ლაზეროთერაპევტობას და სხვა მიმართულებებს. გვექნება 2-3 კვირიანი კურსები მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო პროფესიული ცოდნა, მაგრამ სჭირდება გადამზადება − მათ გადამზადებაზე ჩვენი მოქმედი, კვალიფიციური პერსონალი იზრუნებს", − ამბობს ზურაბ ტაბატაძე.
აკადემია ნებისმიერ დაინტერესებულს ყოველკვირეული უფასო ტრენინგებითაც გაანებივრებს. ამ ტიპის საინფორმაციო შეხვედრები მიზნად ისახავს მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია იმ პროდუქტების გამოყენების შესახებ, რომელთა ექსკლუზიური პარტნიორიც "ლიდერია". კერძოდ, როგორ უნდა გამოიყენონ კერატინი, ბოტოქსი, როგორ მუშაობს სიყვითლის შამპუნი და ა.შ.

აკადემიის სივრცის გახსნასთან ერთად, "ლიდერში" არაერთი საინტერესო სამომავლო გეგმა აქვთ. გარდა იმისა, რომ უახლოეს პერიოდში ახალი შოურუმი და ფილიალი გაიხსნება, მომავლისთვის მოლებში სტენდების განთავსებაც იგეგმება. "ლიდერის" მენეჯმენტი თბილისში, აბაშიძეზე ახალი ფილიალის გახსნასაც განიხილავს, რაც უახლოეს 2 წელიწადში განხორციელდება, მანამდე კი ესთეტიკური ცენტრი კვლავ აგრძელებს წარმატებული ნაბიჯების გადადგმას და ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.