Lion Trans-ის სერთიფიცირებული ავტოდილერი - ბიზნეს პარტნიორობის ახალი ეტაპი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
21 მაისს ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში, საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Lion Trans-ის დასავლეთ საქართველოს ავტოდილერების სერთიფიცირების ღონისძიება გაიმართა
ავტოინდუსტრიის სფერო ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება და შესაბამისად, საჭირო ხდება გაჯერებულ ბაზარზე იყო გამორჩეული, ქმნიდე ინოვაციურ და საინტერესო პროექტებს, რომელიც კომპანიისა და მისი პარტნიორების ზრდასა და განვითარებაზე იქნება მორგებული.
ლაიონ ტრანსი, მის ბიზნეს პარტნიორებთან ერთად უკვე 15 წელია ქმნის უდიდეს ჯაჭვს და ერთიანდება ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის, იმ სფეროს წინსვლისთვის, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში ერთ-ერთ მსხვილ როლს თამაშობს.
სწორედ ხანგრძლივ გამოცდილებაზე დაყრდნობით Lion Trans-მა გადაწყვიტა იყოს ნოვატორი აღნიშნულ დარგში და ჩამოაყალიბოს ბიზნეს პროცესების მართვის ახალი მოდელი, რომელიც ეტაპობრივად ჩაანაცვლებს თავისთავად დამკვიდრებულ, ინდუსტრიის შექმნიდანვე ბაზრის მიერ რეგულირებულ პირობებსა თუ შეთანხმებებს.
სერთიფიცირებული ავტოდილერი - ეს ის სტატუსია, რომელიც გულისხმობს ავტოდილერის ბაზარზე ოპერირებას, როგორც Lion Trans-ის ოფიციალური წარმომადგენელი, რაც თავისთავად ნიშნავს პროფესიონალიზმზე, მუდმივ განვითარებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პასუხისმგებლობასა და საიმედოობაზე დაფუძნებულ პარტნიორულ კავშირს.
კომპანია სერთიფიცირებული ავტოდილერებისათვის ქმნის ბენეფიტების სისტემას, ახალ სამუშაო გარემოსა და პირობებს, რაც ყოველდღიური პროცესის მაქსიმალურად გამარტივებას ემსახურება. ეს იქნება ახალი სამუშაო სისტემა, რაც გულისხმობს ნებისმიერ ეტაპზე სერთიფიცირებული ავტოდილერის სრულ მხარდაჭერას, იქნება ეს პროცედურული, ფინანსური, საკანონმდებლო, თუ სხვა მიმართულებები.
პროექტის აღსრულება უკვე დაიწყო დასავლეთ საქართველოდან და ეტაპობრივად ჩაეშვება სხვადასხვა რეგიონებში, როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე ჩვენს პარტნიორ სხვა ქვეყნებშიც.
სამომავლო გეგმებისა და მოლოდინების გათვალისწინებით, სერთიფიცირებული ავტოდილერი ავტოინდუსტრიის სფეროში დამკვიდრებული ახალი მოდელი გახდება, რომელიც გააუმჯობესებს ამ ურთიერთობის კულტურას, განავითარებს დასავლური სტანდარტების ფონზე და ურთიერთმხარდაჭერით მკვეთრად გაზრდის მომხმარებლებისათვის სერვისის მიწოდების ხარისხს.