Sponsored Content

მეამას ინდუსტრიულმა დიზაინერმა Touch Summit-ზე კომპანიის ინოვაციური დროფერის შესახებ ისაუბრა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეამა

კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექ. კონფერენცია "Touch Summit"-ი 7-8 დეკემბერს რუსთაველის თეატრში გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში, სტუმრები დაესწრნენ სემინარებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფებსა და სხვადასხვა სახის თემატურ შეხვედრებს.

მსოფლიოს სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიის სპიკერებთან ერთად, მეამას ინდუსტრიულმა დიზაინერმა, ლუკა ჯანჯღავამ, ვრცლად ისაუბრა ქართველი ინჟინრების მიერ, მეამაში შექმნილი ინოვაციური ვენდინგ აპარატის - დროფერის შესახებ.

დროფერი საუკეთესო ბიზნეს გადაწყვეტაა ოფისებისთვის, ის მომხმარებლისთვის ყავის კაფსულების შეძენას მოხერხებულ და საინტერესო გამოცდილებად აქცევს. დროფერი სრულიად ქართული პროდუქტია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

მისი მართვა სმარტფონით არის შესაძლებელი - თავდაპირველად მომხმარებელი იწერს მეამას აპლიკაციას, სადაც გადის ერთჯერად რეგისტრაციას, ასკანერებს QR კოდს და ირჩევს სასურველ ყავის ან ჩაის კაფსულას. გადახდა მარტივად, მეამას აპლიკაციაზე მიბმული ბარათით ხდება.

დროფერი მეამას გაყიდვის განსხვავებული და ინოვაციური არხია, რომელიც სრულად მომხმარებელზეა ორიენტირებული. ის ენერგოეფექტურია და გამოსაყენებლად კომფორტული, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე კომპანიისთვის. ამას განაპირობებს მისი მარტივი, ჭკვიანი სამართავი პლატფორმა, რომელიც მუდმივ კავშირშია სერვერთან და დისტანციურად მოწმდება.

გაჩენილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მეამას ინჟინრებმა მცირე ოფისებისთვისაც შექმნეს დროფერის ანალოგი, რომელიც ზომებში ნიშვნელოვნად შემცირებულია და მისი მონტაჟი პატარა სივრცეებშიც მარტივად არის შესაძლებელი.

დროფერი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსის - "A'Design Award and Competition" გამარჯვებულია ნომინაციაში - საოფისე და კორპორატიული სივრცისთვის შექმნილი მოწყობილობის დიზაინი.

მეამას ინოვაციურმა მოწყობილობამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია "Touch Summit"-ის მონაწილეების მხრიდან, რის შემდეგაც მეამას ინდუსტრიულმა დიზაინერმა ლუკა ჯანჯღავამ საინტერესო და ინფორმატიული შეხვედრები გამართა კონფერენციის სტუმრებთან.