ნებისმიერი სირთულე ძლიერ გუნდთან ერთად მარტივად დასაძლევია - ანი შოშიაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების მხარდაჭერის ექსპერტ-სპეციალისტი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღეს ჩვენი ცხოვრება ციფრული სამყაროს გარეშე წარმოუდგენელია. დილით ვირტუალური მაღვიძარა გვაღვიძებს, დღის გეგმებს მეგობრებთან სოციალურ ქსელებში ვაწყობთ და ციფრულ კალენდარს ვამოწმებთ. დღის განმავლობაში კი თითოეული ტრანზაქციის განხორციელებისას გადახდას ინტერნეტბანკით ან ონლაინ პლატფორმებით ვახორციელებთ.
ყოველდღიურ რიტმთან ფეხის ასაწყობად, მომხმარებლისთვის სწრაფი, კომფორტული და გამორჩეული სერვისის შეთავაზების მიზნით, საქართველოს ბანკი მუდმივად მუშაობს საკუთარი ციფრული პროდუქტების განვითარებასა და სრულყოფაზე. ამ პროცესში კი მნიშვნელოვან როლს ციფრული პროდუქტების მხარდაჭერის გუნდი ასრულებს.
ამ ინტერვიუში გაგაცნობთ ანი შოშიაშვილს, რომელიც საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების მხარდაჭერის ექსპერტ-სპეციალისტია. ის საკუთარი საქმიანობის შესახებ მოგვიყვება, გაგვაცნობს როგორია უშუალოდ მისი წვლილი ამ პროცესში და გვეტყვის, თუ რა წარმოადგენს მისი ყოველდღიური საქმიანობის ყველაზე დიდ გამოწვევას.
რა პასუხისმგებლობაა საქართველოს ბანკის დიდი გუნდის წევრობა და ციფრული პროდუქტების მხარდაჭერის ექსპერტობა?
უდიდეს პასუხისმგებლობას წარმოადგენს საქართველოს ბანკის გუნდის წევრობა, ბანკის რომელიც ლიდერი ბანკის სტატუსს ფლობს წლების განმავლობაში. საქართველოს ბანკი არამარტო ფინანსური კომპანია, არამედ ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც გაცდა ტრადიციულ ბანკინგს და მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილ ციფრულ პროდუქტებსა და სხვადასხვა ინოვაციურ სერვისებს. ტექნოლოგიურ სამყაროში, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება, იყო ციფრული პროდუქტების მხარდაჭერის ექსპერტი და მუშაობდე პროდუქტების ტექნიკურ სრულყოფაზე, ძალიან საინტერესო, და ამავდროულად, საპასუხისმგებლო საქმეა.
რომელ ციფრულ პროდუქტებთან მუშაობთ და რას გულისხმობს მათი მხარდაჭერა?
დღეს აღარავისთვის არის უცხო იმ კომფორტის შეგრძნება რასაც სახლიდან გაუსვლელად 24/7-ზე სხვადასხვა სერვისებით სარგებლობა წარმოადგენს. დღეს შენ შეგიძლიათ მართო საკუთარი ანგარიშები და აწარმოო სხვადასხვა ტრანზაქციები სრულიად დისტანციურად და შეუფერხებლად, ამისათვის კი საჭიროა რომ ციფრული პროდუქტები გამართულად მუშაობდეს. სწორედ ეს არის ჩემი ძირითადი მოვალეობა - მომხმარებლებმა შეძლონ მობილ და ინტერნეტ ბანკით მათთვის სასურველ დროს, 24/7-ზე შეუფერხებლად სარგებლობა.
როდის დაიწყო ორგანიზაციაში ეს პროცესი და როგორია უშუალოდ თქვენი წვლილი მასში?
წლებია საქართველოს ბანკი მომხმარებელს მრავალფეროვან ციფრულ პროდუქტებს სთავაზობს, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და იხვეწება. ამაში კი სხვადასხვა გუნდის დაუღალავი შრომა და ენერგიაა ჩადებული. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვცდილობთ და ყოველდღიურად შეგვაქვს წვლილი იმაში, რომ მომხმარებელი იყოს კმაყოფილი. კონკრეტულად ჩემი გუნდი ორიენტირებულია, მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საკითხები დროულად მოიკვლიოს, დააიდენტიფიციროს პრობლემა, იზრუნოს ხარვეზის აღმოფხვრაზე, საჭიროების შემთხვევაში, ჩართოს შესაბამისი გუნდები, რათა მომხმარებლებმა გამართული სერვისებით ისარგებლონ.
როგორ ზრუნავთ პროცესის გამართულობაზე?
პროცესის გამართულობაზე ზრუნვა ჩემი გუნდის ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს. შესაბამის სამსახურებს დღის განმავლობაში მოაქვთ ჩვენამდე საკითხები, რომლებსაც მომხმარებლები აფიქსირებენ სხვადასხვა არხებიდან. ჩვენი მხრიდან კი მნიშვნელოვანია, მოხდეს დროული რეაგირება, თითოეული მომხმარებლის ხარვეზის იდენტიფიცირება, საკითხის სიღრმისეულად მოკვლევა, გამომწვევი მიზეზის პოვნა და პრობლემის მოგვარება.
თქვენი ყოველდღიური საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან და ამავე დროს რთულ ნაწილს რა წარმოადგენს?
საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტები თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა საბანკო და არასაბანკო პროდუქტსა თუ სერვისს, რომელსაც მომხმარებლები ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად იყენებენ საკუთარი საჭიროებებისა თუ ინტერესების მიხედვით. ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს მომხმარებელის კმაყოფილება წარმოადგენს, რასაც ყოველწლიურად ვიკვლევთ. ბოლო მონაცემებით NPS 58%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის გუნდი ზრუნავს, რომ მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და შეუფერხებლად სარგებლობდეს ტექნიკურად გამართული პროდუქტებით. ნებისმიერი სირთულე ძლიერ გუნდთან ერთად მარტივად დასაძლევია, მითუმეტეს როდესაც გიყვარს ის საქმე რასაც აკეთებ.
რომელია ის თვისებები, რომელიც ციფრული პროდუქტების მხარდაჭერის სპეციალისტს უნდა ჰქონდეს?
ციფრული პროდუქტების მხარდაჭერის სპეციალისტს უნდა ჰქონდეს ტექნიკური ცოდნა, ბაზებთან მუშაობის გამოცდილება, ასევე პრობლემის დროულად იდენტიფიცირებისა და მოგვარების უნარი.
ამასთან, ლოგიკური აზროვნება, შედეგზე ორიენტირებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ ხელს შეუწყობს საქმის სრულფასოვნად შესრულებაში. მუდმივად განვითარებად გარემოში საჭიროა შეეძლოს ახალი ინფორმაციის მიღება და პრაქტიკაში გამოყენება.
რას მიიჩნევთ თქვენი განყოფილების ყველაზე დიდ მიღწევად?
დიდი კომფორტია როდესაც შეგიძლია ერთ აპლიკაციაში შესვლით ისარგებლო ტექნიკურად გამართული სხვადასხვა, მრავალფეროვანი სერვისითა თუ პროდუქტით. მაგალითად დაიწყო ინვესტირება საფონდო ბირჟაზე, მართო სხვა ბანკის ანგარიშები, შეიძინო ავტომობილის თუ სამოგზაურო დაზღვევა, და ა.შ. დღესდღეობით 1.2 მლნ აქტიური ციფრული მომხმარებელი გვყავს. რაც დიდ წარმატებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომ, არ ვჩერდებით და ვცდილობთ მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ ის პროდუქტი თუ სერვისი სწორედ იმ სივრცეში, სადაც ის მას ყველაზე მეტად სჭირდება.
მომავალში როგორ ხედავთ თქვენს პროფესიულ განვითარებას საქართველოს ბანკში?
საქართველოს ბანკი გაძლევს შესაძლებლობას, განვითარდე კარიერულად და აირჩიო შენთვის სასურველი მიმართულება. ვფიქრობ, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების ხანაში ამ კუთხით განვითარება საინტერესო და პერსპექტიულია.