Nexia Georgia-მ ქსელის 800-მდე ოფისს შორის "წლის კომპანიის" ჯილდო მოიპოვა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Nexia Georgia-მ, ქსელის საერთაშორისო კონფერენციაზე, 800-მდე ოფისს შორის, "წლის კომპანიის / The Firm of the Year" პრესტიჟული ჯილდო მიიღო.
Nexia-ს ქსელის ყოველწლიური ღონისძიება წელს სინგაპურში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ქართული ოფისი ერთადერთი ფირმაა ქსელში, რომელმაც ღონისძიების მთავარი ჯილდო მეორედ მოიპოვა.
"წლის კომპანიის" ჯილდო იმ კომპანიების აღიარებას ისახავს მიზნად, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქსელის განვითარებაში, წარმატებით პოზიციონირებენ ადგილობრივ ბაზარზე და მუდმივად ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის.
კომპანიის მიღწევების, ქსელის ინიციატივებისა და დაჯილდოვების კრიტერიუმების შესახებ Entrepreneur-ი Nexia-ს ქართული ოფისის მმართველ პარტნიორებს ესაუბრა.
დავით ლომიძე:
"2024 წელი ნექსია საქართველოსთვის შეიძლება ითქვას, რომ ტრიუმფალური წელი იყო წარმატების კუთხით. წელს, ჩვენმა კომპანიამ საქმიანობის 10 წლის იუბილე რეიტინგის ხუთეულში შესვლით აღნიშნა და როგორც ყველაზე სწრაფად მზარდმა აუდიტორული კომპანიამ EMEA-ს რეგიონში, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე.
გასაჯაროვებული მონაცემების თანახმად, Nexia Georgia საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ათეულში კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა. ჩვენმა შემოსავალმა 12,2 მლნ ლარი შეადგინა. სხვათა შორის, 2024 წელსაც ორნიშნა პროცენტულ ზრდას ველოდებით და შესაძლოა, რეიტინგის პოზიციები კიდევ შეიცვალოს".
მმართველი პარტნიორების თქმით, Nexia-ს ქსელის წლევანდელ დაჯილდოების კრიტერიუმებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას, იდებიისა და გამოცდილების გაზიარებას სხვა წევრი კომპანიებისთვის, განსაკუთრებით, Nexia-ს შეხვედრებისა და კონფერენციების ფარგლებში.
გელა მღებრიშვილი:
"ადგილობრივი ბაზრის ლიდერობისა და მუდმივი განვითარების პარალელურად, ჩვენი ოფისი აქტიურად არის ჩართული ქსელის საქმიანობასა და თანამშრომლობაში. პირადად ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ არგენტინაში, ბუენოს-აირესში გამართულ Nexia-ს გლობალური ქსელის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე EMEA-ს (Europe, Middle East & Africa) ბორდის წევრი გავხდი. ჩემთვის და მთელი გუნდისთვის ეს გახდა გამოცდილების გაზიარების მეტი შესაძლებლობა. ჩვენი მხარდაჭერით და მონდომებით, Nexia-ს გლობალურმა ქსელმა უკვე შეიძინა წევრი კომპანია უზბეკეთის ოფისის სახით. ამ ეტაპზე, თურქმენეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ადგილობრივი ბანკების აუდიტის ჩვენი მხარდაჭერით ჩატარების თაობაზე. ჩვენს კომპანიას ბანკების აუდიტის ჩატარების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ეს გამოცდილება და კომპეტენცია თურქმენეთისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ასევე, ტაჯიკეთიდან გვაქვს მოთხოვნა ციფრული პროდუქტების, განსაკუთრებით Power BI-ის ტრენინგების ჩატარებაზე. მოლაპარაკება მიმდინარეობს ყაზახეთთანაც, რომელსაც უნდა, რომ სერვისები გააფართოვოს და ჩვენ, როგორც ადგილობრივი ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს გვთხოვა მხარდაჭერა და სარეკომენდაციო ნაწილში ჩართვა. რა თქმა უნდა, ეს გვაძლევს მოტივაციას, მომავალში კიდევ უფრო მეტ ოფისს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და გავზარდოთ ქართული ოფისის როლი ქსელის საერთო გამოწვევების გადაჭრაში".
Nexia-ს ქართული ოფისი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია აუდიტორულ სფეროში და არაერთხელ დასახელდა საუკეთესო დამსაქმებლად, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე სხვადასხვა პრესტიჟულ ღონისძიებებზე, მათ შორის საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნეს კონკურსის "მელიორას" გამარჯვებულია ნომინაციაში "პასუხისმგებელი დამსაქმებელი".
ბორის მეგრელიშვილი:
"ჩვენთვის 2024 წელი თანამშრომელთა რაოდენობის ზრდითაც რეკორდული აღმოჩნდა: ამ ეტაპზე გვყავს 250 თანამშრომელი. გვეამაყება, რომ დღეისათვის, ფინანსისტებისთვის, ბუღალტრებისთვის, აუდიტორებისთვის Nexia-ში მუშაობა ძალიან პრესტიჟულად ითვლება.
თანამშრომლების რაოდენობის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, დგება მათთვის კომფორტული სამუშაო სივრცის მოწყობის საკითხი. 2024 წელი ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: ჩვენმა კომპანიამ საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია გაიღო გაფართოებისთვის და უკვე 1 წელია ახალ ოფისში განვაგრძნობთ საქმიანობას. ჩვენი ოფისი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, ბიზნეს ცენტრში, ქინგ დევიდში მდებარეობს. ახალი ოფისი თანამშრომლების საჭიროებებისა და კომფორტული სივრცეების მოწყობის გარდა, საგანმანათლებლო მიზნებზეა მორგებული. როგორც იცით, ჩვენს კომპანიას აქვს ტრენიგ ცენტრი, რომელიც აუდიტორულ სფეროში ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო დაწესებულებაა. ახალ ოფისში, ნექსიას აკადემიის სივრცე კიდევ უფრო გაფართოვდა და აღიჭურვა ულტრათანამედროვე ტექნიკით, რაც ინტერაქტიული სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობასა და ზოგადად, სამუშაო პროცესის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმართვას უზრუნველყოფს"
კომპანიის მმართველი პარტნიორების თქმით, დღეისათვის, Nexia Georgia ადგილობრივ ბაზარზე ბუღალტრული აუთსორსინგის ლიდერია. საერთაშორისო დონის სერვისით, პროფესიონალთა გუნდითა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებით, Nexia-ს ბუღალტრული მიმართულება წლიდან წლამდე ფართოვდება. ამ ეტაპზე, დეპარტამენტი 100-ზე მეტ პროფესიონალ ბუღალტერს და მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის 300-ზე მეტ კლიენტ კომპანიას აერთიანებს.
გელა მღებრიშვილი:
"აღსანიშნავია, რომ აუდიტორულ კომპანიებს შორის Nexia Georgia-ს ყველაზე დიდი საგადასახადო გუნდი ჰყავს, რომელიც 50-მდე პროფესიონალით არის დაკომპლექტებული. ასევე, ერთადერთი აუდიტორული კომპანია ვართ საქართველოში, რომელსაც ტრანსფერ პრაისინგისა და ფინანსური მენეჯერის აუთსორსინგის ცალკე დეპარტამენტები აქვს. სხვათა შორის, CFO აუთსორსინგის მიმართულების გუნდი 1 წელში 4-დან 15 თანამშრომლამდე გაიზარდა.
კომპანიაში 2024 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად კიბერუსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული ზომების მიღებას თვლიან:
მიმდინარე წელს Nexia Georgia გახდა პირველი კომპანია, როგორც აუდიტორულ, ასევე საფინანსო სფეროში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, რეგიონის მასშტაბითაც, რომელმაც კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის, ISO27001-ის უახლესი, 2022 წლის ვერსია დანერგა და შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღო. აღნიშნული სტანდარტი საქართველოში მხოლოდ 20-მდე ორგანიზაციას აქვს, მათ შორის არის 2 საჯარო სტრუქტურა.
დავით ლომიძე:
რომ შევაჯამოთ, 2024 წელი დატვირთული იყო ინოვაციებით, ახალი პროექტებით, საიუბილეო ღონისძიებებით, საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონფერენციებით და სხვა ბევრი მიღწევით, რისთვისაც ამ პლატფორმიდანაც მინდა გადავუხადო მადლობა ჩვენს საუკეთესო გუნდს, კლიენტებს, პარტნიორებს და მხარდამჭერებს, ნდობისა და საუკეთესო შედეგებისთვის. ვაგრძელებთ განვითარებას და ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით, ყოველთვის ვუპასუხოთ ჩვენი ქსელის მთავარ გზავნილს "Moving Forward/ წინსვლა"