You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
NEXT-ი საერთაშორისო დაჯილდოების Luxury Lifestyle Awards-ის 2023 წლის გამარჯვებულია, კატეგორიაში "საუკეთესო პრემიალური უძრავი ქონების დეველოპერი საქართველოში".
Luxury Lifestyle Awards-ის საერთაშორისო დაჯილდოების შესახებ
Luxury Lifestyle Awards გლობალური დაჯილდოებაა, რომელიც აღიარებს საუკეთესო პრემიალურ პროდუქტებსა და მომსახურებებს მსოფლიო მასშტაბით, აფასებს 10 000-ზე მეტ კომპანიას, 400 კატეგორიაში, 60 ქვეყნიდან. ბრენდები, როგორიცაა Chanel, Dom Perignon და Ferrari, აღარებულია Luxury Lifestyle Awards-ის გამარჯვებულებად.
წარმატებული მომავალი:
Luxury Lifestyle Awards-ის ამ აღიარებამ გაამყარა NEXT-ის პოზიცია, როგორც "პრემიალური უძრავი ქონების წამყვანი დეველოპერი საქართველოში".
კომპანიის წარმატება განპირობებულია მისი მუდმივი სწრაფვით სრულყოფილებისკენ და საქართველოს უძრავი ქონების ინდუსტრიის სტანდარტების ამაღლებისკენ.
NEXT-ის ყოველი პროექტი შთაგონებულია იდეით, შექმნას მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული ცხოვრების გამოცდილება, რასაც ადასტურებს კომპანიის ერთგულება უნიკალური, დახვეწილი არქიტექტურისა და ინოვაციებისადმი.
ამ ჯილდოთი NEXT-ი ადგენს ახალ ნიშნულს საქართველოს პრემიალური უძრავი ქონების განვითარებაში, ხაზს უსვამს NEXT-ის მნიშვნელოვან წვლილს ინდუსტრიაში და აძლიერებს ქვეყნის რეპუტაციას გლობალურად.
NEXT-ის მიღწევებისა და მომავალი პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.