Noxtton - საქართველოში პირველი ვენტურული სტუდიოს ანგარიში; ინვესტიციები, შედეგები და მიზნები
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Კომპანია Noxtton-ს და მათ პროექტებს უკვე ბევრი ადამიანი იცნობს. Თუმცა, ნაკლებად ცნობილი არის მათი ვენტურული პროფილი, რომელიც Noxtton Group-ის ქვეშ რამოდენიმე ძალიან საინტერესო სტარტაპსა და ორგანიზაციას აერთიანებს. Არსებობის მანძილზე პირველად, კომპანია Noxtton, აქვეყნებს აქამდე უცნობი პარტნიორი ორგანიზაციების (არასრულ) სიასა და მათ მიზნებს.
Კომპანია ინდუსტრია ქვეყანა
- Academy of Digital Industries Education/EduTech საქართველო/UK
- Buildy E-Commerce/ConstructionTech საქართველო
- Hapttic Data/ML/AI USA
- HomeApp Living/Lifestyle საქართველო
- Lawformer Legaltech USA
- LoooW Social Media USA
- Phenon Fintech/Crypto Estonia
- Sait Transportation საქართველო
- TeamPort Enterprise Tools USA
- Tetri Fintech USA
ანგარიშში წარმოდგენილ ორგანიზაცებსა და პროექტებში, რომელიც ოპერირებენ სხვადასხვა ქვეყანაში, კომპანია Noxtton-ს $2 მილიონზე მეტი ღირებულების რესურსი აქვს ინვესტირებული. Noxtton - ის მიზნების, გამოწვევებისა და შედეგების შესახებ, მისი დამფუძნებელი გივი ჩხარტიშვილი გვიზიარებს;
Რა არის Noxtton Studios მიზანი?
Შეძლებისდაგვარდად მარტივად რომ ვთქვათ, Noxtton Venture Studio-ს მიზანი არის, აღმოაჩინოს, დაუპარტნიორდეს და დადეხმაროს, ამბიციურ და მიზანდასახულ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ხედვა და უნარი, შექმნან ისეთი ორგანიზაციები და ტექნოლოგიური პროდუქტები, რომლებიც რეალურად გააუმჯობესებენ ან ჰოლისტიკურად გარდასახავენ მომხარებლების ციფრულ გამოცდილებებს.
Თქვენ კომპნიას ინდუსტრია იცნობს როგორც ტექნოლოგიურ და საკონსულტაციო ორგანიზაციას. Როდის გადაწყვიტეთ პროფილის შეცვლა?
Პროფილი ნამდვილად არ შეგვიცვლია, უბრალოდ განვაახლეთ ორგანიზაციული მოდელი და სერვისის გაწევასთან ერთად, დავიწყეთ საკუთარი ციფრული და ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნა.
Ჩვენი პირველი და ერთერთი ყველაზე საამაყო პროეტი არის ციფრული ინდუსტრიის აკადემია, რომელიც ჩემს პარტნიორ ვალერი ზირაქაშვილთან ერთად, ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს დავაფუძნეთ. Დღეს აკადემია საქართველოში 25 000-ზე მეტ კურსდამთავრებულს აერთიანებს და ყველზე დიდ კომუნას ქმნის. Აკადემიის ჭრლიში, ვმუშაობთ დიდ ბრიტანეთში იგივე მოდელის იმპლემენტაციაზე და უკვე აქტიურად ვატარებთ მასტერკლასებსა და კურსებს. Ძალიან მალე ვგეგმავთ სხვა ბაზრების პენეტრაციასაც.
Როდესაც აკადემიას ვაფუძნებდით, ეს ერთის მხრივ იყო მიზნობრივი ბიზნეს პროექტი, მაგრამ მეორეს მხრივ ვერც ვიაზრებდით, რომ საფუძველს ვუდებდით და 'Test Run-ს" ვუკეთებდით იმ ბიზნეს მოდელს, რომელსაც Venture Studio ქვია. Ჩვენი ფოკუსი ძირითადად Pre-Seed ეტაპზე ვრცელდება, მაგრამ საკმაოდ მოქნილები ვართ ინდუსტრიასთან მიმართებით და მრავალსექტორულ პორტფოლიოს ვაერთიანებთ. Დღეს, Დათო თუშიშვილთან ერთად, რომელიც ჩვენი ვენტურული წამოწყების ერთერთი მთავარი ინიციატორი და აღმასრულებელი არის, მუდვივად ვართ ახალი სტარტაპებისა და ადამიანების ძებნაში და ვცდილობთ ვიპოვოთ სინერგია ისეტ პროექტებთან, რომელსაც ყველაზე უფრო გამოვადგებით.
Რა განსხვავება არის თქვენს მოდელსა და ვენტურული (VC) ფონდის მოდელს შორის?
Რაც შეეხება პროცესისადმი მიდგომას, აქ ნამდვილად უნიკალური მოდელი გვაქვს შემუშავებული. Განსხვავებით ვენტურული თუ საინვესტიციო კომპანიებისგან, სადაც უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ ფინანსურ კონტრიბუციასა და ინდუსტრიულ კავშირებს თავაზობენ, ჩვენ უშუალოდ პროდუქტის შექმნაში ვიღებთ მონაწილეობას და ე.წ 'hands on approach' გვაქვს ნებისმიერ ჩვენს პროექტზე. Ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა სპეციალიზაციის ადამიანები Noxtton-იდან, რომლებსაც 'tech wizard'-ებს ვეძახით, ხდებიან პროექტის მონაწილეები, გუნდის წევრები და ე.წ. Product ownership-ს იღებენ საკუთარ თავზე.
Შეიძლება აღმატებულად ჟღერს, მაგრამ, ეს ადამიანები წარმოადგენენ ექსპერტთა გუნდს, რომელსაც 500-ზე მეტ ციფრულ პროექტზე აქვთ ნამუშევარი მსოფლიოს მასშტაბით ტოპ ბრენდებთან თუ კომპანებთან. Შესაბამისად, აქვთ რეალური ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ ეფექტურად შექმნან და დანერგონ უნიკალური ტექნოლოგიური და ციფრული პროდუქტები. Ასევე ავღნიშნავ იმას, რომ ვართ სრულად 'privately owned & managed', რაც გვაძლევს საშუალებას ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები და სწრაფები გადაწყვეტილებების მიღებასა და მათ იმპლემენტაციაში.
Როგორ შეაფასებდით თქვენს საინვესტიციო პერფორმასნს?
ალბათ ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ამ ინდუსტრიაში საკმაოდ ხანგრძლივი საინვესტიციო ციკლებია და რამოდენიმე წელი არის იმისთვის საჭირო, რომ კარგი პროდუქტი შეიქმნას და რეალური შედეგები დარეგისტრირდეს.
ჯერჯერობით, კარგი პროგრესით მივდივართ, ერთერთი ჩვენი კომპანია Series A საინვესტიციო რაუნდს რამოდენიმე კვირაში დახურაცს, დანარჩენი შედარებით ახალგაზრდა კომპანიები კი Seed რაუნდზე მუშაობენ. Ამ ტემპით თუ გაავაგრძელეთ, და დიდი იმედი მაქვს რომ გავაგრძელებთ, ძალიან მალე რეგიონში ყველაზე მასშტაბური ვენტურული კლასტერი ვიქნებით.
Როგორია Noxtton ჯგუფის სამომავლო გეგმები ?
Სამომავლო გეგმების შესახებ ბევრს არ მოგიყვებით, მაგრამ გეტყვით, რომ ვაგრძელებთ Visionary Founder-ებისა და პოტენციური unicorn-ების ძებნას. Აღსაღნიშნავია, რომ ეს წელი განსაკუთებით რთული აღმოჩნდა სტარტაპებისთვის, ვენტურული ორგანიზაციებსთვისა და ზოგადად ინდუსტრიისთვის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ინდუსტრია სწრაფად გააკეთებს აღდგენას და ძალიან მალე ვნახავთ ბევრ ჰიპერწარმატებულ სტარტაპსა და ციფრულ პროექტს.
Ასევე, აღვნიშნავ, რომ ძალიან დიდი ფოკუსით დავიწყეთ მუშაობა Web3-ის მიმართულებით, სადაც კოპანია NXT Lab-თან და მათ გუნდთან ერთად, რამოდენიმე ქვეყანაში, ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან, მასშტაბურ და საინტერესო პროექტს. Ამავდროულად, ერთრთერთი ჩვენი პირველი წამოწყება, Series A რაუნდს ძალიან მალე დახურავს და თქვენი აუდიტორია ამას ძალიან მალე გაიგებს.