Noxtton - ტექნოლოგიური კომპანია, ქართული და საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის მხარდასაჭერად.
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია Noxtton-ს ქართული აუდიტორია იცნობს როგორც ტექნოლოგიურ საკონსულტაციო ორაგნიზაციას, რომელიც ბაზარზე რამოდენიმე წელია შემოვიდა და ბევრი სხვადასხვა კომპანიისა თუ ადამიანის ინტერესი მიიპრყო.
Noxtton აქამდე თავისი მრავალპროფილური საერთაშორისო გამოცდილებითა და მულტიფუცქციური გუნდით იჩენდა თავს და პოზიციონირებასაც შესაბამისად აკეთებდა. თუმცა, 1 წელზე მეტია რაც Noxtton-ი აქტიურად იღებს მონაწილეობას სტარტაპ ექოსისტემის მხარდაჭერასა და განვითარებაში.
ახლად აღმოჩენილ ქართულ სტარტაპებში, ხშირად შეხვდებით Noxtton-ის სახელს, რომელიც ხშირად არის წარმოდგენილი როგორც პარტიორის ასევე თანადამფუძნებლის როლში.
"ჩვენი ჯგუფის მიზანია, აღმოვაჩინოთ "Visionary" ენტერპრენერები და ერთობილივი ძალებით შევქმნათ ტექნოლოგიური პროდუქტები და კომპანიები, რომელსაც რეალური გავლენა ექნებათ ინდუსტრიასა და საზოგადოებაზე. Noxtton Group-ს დღეს $2 მილიონზე მეტი რესურსის Pre-Seed & Seed ინვესტიცია აქვს გაკეთებული სხვადასხვა სტარტაპში" - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
კომპანიის მიდგომა, სტანდარტული ვენტურული ორგანიზაციებიგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. Noxtton თავად ერთვება ციფრული და ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში. აღსაღნიშნავია, რომ პროდუქტის განვითარებასთან ერთად, კომპანია პარტნიორებსა და სტარტაპებს როგორც ლეგალურ, ასევე ფინანსურ საორგანიზაციო საკითხებში უწევს კონსულტაციას.
"ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში, მთელი გუნდი მაქსიმალურად ვკონცენტრირდებით ჰოლისტიკურ ინდუსტრიულ გამოწვევებზე და ვითვალისწინებთ პროდუქტის განვითარებისა და მომხარებლის ინტერაქციის სხვადასხვა სცენარებს. ამის მიხედვით ვაყალებებთ ტექნოლოგიური პროდუქტების ხედვასა და განვითარების სტრატეგიას, რაც შემდგომში გვეხმარება კომპლექსური ციფრული გადაწყვეტილებების წარმატებულად დანერგვასა და რეალიზაციაში. - გვიხსნის თეო ზანგურაშვილი, Noxtton-ის Sr. Product Owner.
Noxtton-ის წარმომადგენლების თქმით, ძალიან მალე, როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, კიდევ გამოჩნდებიან Noxtton Group-ის სტარტაპები, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ გლობალურ სტარტაპ ექოსისტემაში.