Omno - It Will - გადახდის სანდო, სწრაფი და უსაფრთხო სერვისები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Omno საერთაშორისო გადახდების პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც ციფრულ ბიზნესს გადახდების მიღებისა და მართვის პროცესს უმარტივებს. ის სხვადასხვა გადახდის სერვისის პროვაიდერებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ბრენდი უკვე წელიწადია, დაარსდა. მმართველი პარტნიორის, კახა გელაშვილის სტარტაპმა უკვე 50-მდე გადახდის სისტემასთან თანამშრომლობა და საერთაშორისო ონლაინკომერციის პლატფორმებთან ინტეგრირება შეძლო.
კომპანიის სლოგანია It Will - რაც ყველაზე უკეთ გამოხატავს თავის მისიასა და მუშაობის მთავარ პრინციპს. Omno დამკვეთებს სთავაზობს არა მხოლოდ გადახდის პლატფორმას, არამედ უზრუნველყოფს სანდო, სწრაფ და უსაფრთხო სერვისებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს და ერგება ბიზნესის საჭიროებას.
Omno ბიზნესს სთავაზობს ისეთი გავრცელებული პრობლემების გადაწყვეტას, როგორიცაა დიდი ტრანზაქციების საკომისიოები, გრძელვადიანი საგადასახადო დამუშავების პროცესი და, რაც მთავარია, ფინანსური ტრანზაქციების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. It Will არის სლოგანი და მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომ Omno შეძლებს და გაუმკლავდება ყველა ზემოხსენებულ გამოწვევას.
"Omno-ს მთავარი მამოძრავებელი ძალა - It will მიანიშნებს, რომ სტარტაპის პლატფორმა შეძლებს გაუმკლავდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გამოწვევას და ხაზს უსვამს, რომ ყოველთვის პასუხობს ბიზნესის ტრანზაქციულ საჭიროებებს მარტივად და ეფექტურად, იქნება ეს სისწრაფე, უსაფრთხოება თუ წარმატებული გადახდების მაღალი მაჩვენებელი", - ამბობენ სტარტაპში.
ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი ზრდა, განვითარება და წინსვლა. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისეთ სწრაფად მზარდ გარემოში იძენს, როგორც თანამედროვე, ციფრული სამყაროა.
ასეთ პირობებში Omno-ს მიდგომა, It will მომხმარებელს აძლევს ერთგვარ გარანტიას, რომ თანამშრომლობს კომპანიასთან, რომელიც თავადაც მუდმივად სიახლეებს ნერგავს, ვითარდება და უმჯობესდება ყველა თვალსაზრისით და, ამავდროულად, მას სთავაზობს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქმნის შესაძლებლობას, მუდმივად განვითარდნენ და მიაღწიონ წარმატებას საერთაშორისო ბაზარზე. ამას კი Omno უახლესი ტექნოლოგიის დანერგვით აღწევს.
"Omno იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, რაც აძლევს საშუალებას, რომ ტრანზაქციები განხორციელდეს სწრაფად, უსაფრთხოდ და შეუფერხებლად. "It will." გამოხატავს, რომ ჩვენი პლატფორმა ყოველთვის მზად არის ტექნოლოგიური გამოწვევებისთვის".
კომპანიის მიდგომაა, მიიღონ შედეგი და მომხმარებელი იყოს კმაყოფილი - სლოგანი ამასაც იდეალურად გამოხატავს. Omno ჰპირდება მომხმარებლებს, რომ მათი დახმარებით ბიზნესისთვის არ იარსებებს გადახდისას არსებული სტანდარტული პრობლემები. სტარტაპი მომხმარებელს სთავაზობს ერთ სივრცეში ყველა გადახდის ინსტრუმენტის მართვას, რაც უზრუნველყოფს გამარტივებულ და ეფექტურ გადახდის პროცესს და არ მოითხოვს დამატებით ჩარევას.
კომპანიის ლოგო გახვრეტილი მონეტაა. ის სიმბოლურად გამოხატავს გადახდის სისტემების დამაკვშირებელ ძალას - ერთმანეთთან დაკავშირებულ გახვრეტილ მონეტებს. ხოლო სლოგანი It Will ხაზს უსვამს, თუ რამდენად მტკიცე და მყარია ამ სისტემებს შორის კავშირი.
"Omno-ს გახვრეტილი მონეტის ლოგო გადახდის სისტემების დამაკავშირებელი ძალის სიმბოლოა. "It will." სლოგანი კი მიანიშნებს, რომ ეს კავშირი არის მტკიცე და საიმედო – ის ზუსტად და დროულად შეასრულებს თავის დანიშნულებას. როგორც ძველი მონეტები აერთიანებდნენ ფულად ერთეულებს, Omno აერთიანებს გადახდის ინსტრუმენტებს ერთი ძლიერი პლატფორმის ფარგლებში", - ამბობენ კომპანიაში.
კომპანიის მიდგომები, სიმბოლიზებული ლოგოსა თუ სლოგანში, მომხმარებელს ნდობით განაწყობს Omno-სადმი. თუმცა, ამას გარდა, ფრაზის - "It Will" - მოსმენა ბიზნესს არწმუნებს, რომ სტარტაპთან ერთად გავლენ რეალურ შედეგებზე, შეძლებენ საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას და ფინანსური პროცესების უსაფრთხოდ მართვას.
საბოლოო ჯამში კი It Will კომპანიებს იმ გზას უკვალავს, რომელიც მუდმივ წინსვლასა და საერთაშორისო წარმატებამდე მიდის.