Orson CO – ინოვაციური სამართალი და ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ლელა გოჩიტაშვილმა, საერთაშორისო განათლებისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იურისტმა, 2018 წელს საქართველოში ახალი ეტაპი დაიწყო. მისი მიზანი იყო საერთაშორისო სტანდარტის სამართლებრივი მომსახურების საქართველოში დანერგვა, რაც ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს ბიზნესის მართვაში დაეხმარებოდა. 2023 წელს ლელამ და მისმა პარტნიორმა, მიხეილ მუზაშვილმა, რომლის გამოცდილებაც 10 წელზე მეტს ითვლის და დღემდე შეაქვს უდიდესი წვლილი მისი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში, დააფუძნეს Orson CO – იურიდიული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ციფრულად მართვად მომსახურებასა და ინოვაციურ მიდგომებს სთავაზობს კლიენტებს.
რა განასხვავებს Orson CO-ს იურიდიული კონსალტინგური სხვა კომპანიებისგან?
Orson CO ერთ-ერთი პირველი იურიდიული კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მოსახერხებელ და გამარტივებულ ციფრულ პლატფორმას, რაც იურიდიულ და საკონსულტაციო სერვისების მიღებას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. "ჩვენი მიზანია შევქმნათ ერთიანი კონსალტინგური სივრცე, რომელიც არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ საბუღალტრო, აუდიტორულ და რეკრუტინგულ მომსახურებასაც მოიცავს," – აღნიშნავს ლელა გოჩიტაშვილი.
Orson-ის ინოვაციური ციფრული პლატფორმაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
ციფრული ინოვაციების გზაზე Orson CO თანამშრომლობს ქართულ ERP სისტემასთან "ბექოფისი", რომლის დახმარებითაც მათი პლატფორმა ციფრულ ტრანსფორმაციას განიცდის. Orson CO-ს ინოვაციური ციფრული პლატფორმა მომხმარებლებს აძლევს:
- პერსონალურ ციფრულ კაბინეტს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დააკვირდნენ საქმის წარმოებას ნებისმიერ დროს
- ელექტრონულ დოკუმენტბრუნვას, რაც ამცირებს ფიზიკური დოკუმენტების საჭიროებას
- GDPR-ის შესაბამისობის უზრუნველყოფას როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში
- ფინანსური ანალიზის სრულ სერვისს
- მომხმარებელზე მორგებულ მხარდაჭერასა და უკუკავშირს
- ონლაინ კონტროლსა და ციფრულ მხარდაჭერას
- ციფრულ ხელმოწერასა და მობილურ წვდომას
ბიზნესის მხარდაჭერა და ციფრული გადაწყვეტილებები
კომპანია Orson CO მჭიდროდ თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიასთან, მათ შორის ისეთ გლობალურად ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: ASBISC ENTERPRISES LIMITED, European Business Association, American Chamber of Commerce in Georgia, Basalt Fibers, Traktor Technology, Yooshin Engineering Corporation, NEXT Georgia, Delfood, Dens, National Delicacy.
რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიამ დააგროვა გამოცდილება და გაითვალისწინა ბაზრის საჭიროებები, რის შედეგადაც მათ დაამატეს მომსახურების კიდევ უფრო კომპლექსური სერვისები.ძირითადი სერვისები, რომლებსაც Orson CO სთავაზობს:
- ბიზნეს სუბიექტების სამართლებრივი მომსახურება და ტრანზაქციები
- უძრავი ქონების გარიგებები
- შრომისა და პერსონალური მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა
- ინტელექტუალური საკუთრება და ლიცენზიები
- მედიაციის გზით დავების გადაჭრა
- საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლებრივი საკითხები
როგორც ლელა გვიყვება, ბრენდის დაფუძნებიდან დღემდე, შექმნა მაღალკვალიფიციურ იურისტთა გუნდი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო და ადგილობრივ გარიგებებში, იურიდიული მხარდაჭერა გაუწია უცხო ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, კანადის, ნიდერლანდების სამეფოს, ავსტრალიის, გერმანიის, ისრაელის, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირებას ისეთ პროექტებში, როგორებიცაა:
- Moedani, Monolith
- York Towers
- Next Gonio
- Mardi Aqua Park
- Pontus Gonio
- Premium Group
- Apart Development
- Red Co
Orson CO მათ დაეხმარა ბინადრობის ნებართვის მოპოვებაში, ასევე ბიზნესის დაფუძნებასა და განვითარებაში.
Orson CO არის ერთ-ერთი გამორჩეული კომპანია, რომელიც იურიდიულ სფეროში ინოვაციურ ციფრულ სერვისებს სთავაზობს კლიენტებს. მათი მიზანია არა მხოლოდ მომსახურების გამარტივება და ხელმისაწვდომობის გაზრდა, არამედ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, პროფესიონალური საკონსულტაციო სერვისების შექმნა.
Orson CO-ს წარმატებული საქმიანობა ციფრულ ეპოქაში, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოში სამართლის ციფრული განვითარებისა და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.