პანელური დისკუსია - არქიტექტურული მემკვიდრეობა დისკუსიაზე ძირითადი ყურადღება დაეთმობა თუ რა პროცესები გაიარეს გამოფენის კურატორებმა პროექტზე მუშაობისას
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
15 დეკემბერს, 19:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, გამოფენის "ლადო ალექსი-მესხიშვილი - არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე" ფარგლებში, უმასპინძლებს პანელურ დისკუსიას თემაზე არქიტექტურული მემკვიდრეობა.
დისკუსიაზე ძირითადი ყურადღება დაეთმობა თუ რა პროცესები გაიარეს გამოფენის კურატორებმა პროექტზე მუშაობისას, რა სირთულეების და გამოწვევების წინაშე დადგნენ. ასევე, საუბარი შეეხება ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ დაპროექტებულ შენობებს, მათ დღევანდელ მდგომარეობას, ზოგად უახლეს არქიტექტურულ მემკვიდრეობას და საზოგადოების დამოკიდებულებას ამ მემკვიდრეობის მიმართ.
პანელური დისკუსიის მონაწილეები არიან: გამოფენის კურატორები ლადო შონია, დიმიტრი ერისთავი, თანაკურატორი ნინი ფალავანდიშვილი და არქიტექტორი გაგა კიკნაზე.
დისკუსიის მოდერატორი: მარიამ წიქარიძე, თიბისის სახელოვნებო პროექტების კურატორი.
შეხვედრაზე დასაწრებად, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ: www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი შეხვედრაზე დასწრებას დაგიდასტურებთ.
დიმიტრი ერისთავი არქიტექტორი და კურატორია. სწავლობდა არქიტექტურას თბილისსა და ლონდონში. მიიღო მაგისტრის დიპლომი სახვით ხელოვნებაში გოლდსმიტის უნივერსიტეტში. ასევე თანადამფუძნებელია არქიტექტურული სტუდიო W2KSHOP-ის და თამედროვე ხელოვნების სივრცე MAUDI-ის. ამჟამად ასწავლის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლში (VAADS) არქიტექტურის ფაკულტეტზე.
ლადო შონია არქიტექტორი და კურატორია. 2010 წელს აიღო არქიტექტურის ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. არის დამფუძნებელი არქიტექტურული კომპანია W2KSHOP-ის და თანადამფუძნებელი თანამედროვე ხელოვნების სივრცე MAUDI-ის. ამჟამად ასწავლის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლში (VAADS) არქიტექტურის ფაკუტეტზე.
ნინი ფალავანდიშვილი მკვლევარი და კურატორია. მისი კვლევის საგანია: მე-20 საუკუნის მოდერნისტული არქიტექტურა, მონუმენტური და დეკორატიული ხელოვნება, მათი როლი შექმნის დროს და თანამედროვე ინტერპრეტაცია. იგი წერს საერთაშორისო გამოცემებისთვის და არის რამდენიმე წიგნის ავტორი და რედაქტორი: სოციალისტური საქართველოს შენება, გოეთეს ინსტიტუტი საქართველო, 2022; Tbilisi-It's Complicated, Onomatopee, 2019, and Art for Architecture - Georgia, Dom Publishers, 2019; SOS Brutalism, Park Books, 2017; აგრეთვე ინტერდისციპლინარული პროექტების კურატორი. 2018-2020 წლებში ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულ კომიტეტთან თანამშრომლობით, ნინი მუშაობდა ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის კონსერვაციის მართვის გეგმის შემუშავებაზე (პროექტი განხორციელდა გეთის ფონდის ინიციატივის "შევინარჩუნოთ მოდერნისტული მემკვიდრეობა" (Keeping It Modern) მხარდაჭერით).
გაგა კიკნაძე თბილისში მოღვაწე არქიტექტორია. ის ლევან მუშკუდიანთან ერთად არის სტუდია "Architects.ge"-ს დამფუძნებელი. მუშაობდა რამდენიმე არქიტექტურულ პროექტზე საქართველოში, მათ შორის: რეგიონალურ მუზეუმებზე (მესტია, ახალციხე, რაჭა, ბოლნისი, ონი), ბანკებზე (თიბისი ბანკის სათაო- ოფისები თბილისში და ბათუმში), საოფისე შენობებზე (OC "Green Building"), საგანმანათლებლო (GZAAT American Academy თბილისში), საცხოვრებელ სახლებზე (მწვანე ქალაქი ლისზე, კოხტა-მიტარბი), ისტორიული ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციაზე (ქუთაისი), ურბანულ რეაბილიტაციზე (თბილისის, პუშკინის და მარჯანიშვილის ქუჩები; ბათუმი, გოგებაშვილის ქ.), ისტორიული შენობების რეაბილიტაციზე (ორბელიანების სასახლე თბილისში, ვაზისუბნის მამული). მის პროექტებს არაერთხელ მიუღია მრავალი ჯილდო. 2010 წელს, გაგას ნამუშევარი დაჯილდოვდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით, როგორც წლის საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევარი. გარკვეული პერიოდი იყო საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი, მონაწილეობდა რამდენიმე საერთაშორისო სამუზეუმო კონფერენციაში, აკადემიურ სემინარებსა და პუბლიკაციებში.