პარალიმპიადის დებიუტანტის, გიგა ოჩხიკიძის წარმატების ისტორია - საქართველოს ბანკი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გიგა ოჩხიკიძემ 2024 წლის პარიზის პარალიმპიადაზე ბირთვის სროლაში ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა (9,66 მ.).
ეს არის პირველი უმაღლესი სინჯის მედალი, რომელიც საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა 2024 წლის პარალიმპიადაზე მიიღო.
მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი გიგა ოჩხიკიძის წარმატების ისტორიას.
2018-2022 წლებში გიგა ოჩხიკიძე პარამკლავჭიდში ასპარეზობდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი და მსოფლიო თასი მოიგო. ამ პერიოდში მისი მწვრთნელი ლევან საგინაშვილი იყო.
პარამძლეოსნობაში ასპარეზობა მან 2022 წლიდან დაიწყო.
2024 წელს კი ბირთვის კვრაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ამჟამად ის ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდსმენი და პარალიმპიადის ოქროს მედლის მფლობელია.
თუმცა, ეს გიგას წარმატების ისტორიის მხოლოდ ნაწილია.
საქართველოს ბანკი განაგრძობს ქართველი სპორტსმენების და იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც არ ჩერდებიან და საკუთარი წარმატებით უკეთეს საქართველოს ქმნიან. საქართველოს ბანკი საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი მხარდამჭერია.