პირველად ისტორიაში Arrival-მა, EBAN-ს, ევროპელი ბიზნეს ანგელოზების ასოციაციას მეტავერსში უმასპინძლა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2023 წლის 20 ივნისს ევროპელი ბიზნეს ანგელოზები მეტავერსში შეიკრიბნენ იმერსიული და ინტერაქციული ღონისძიებისთვის, რომელიც ეძღვნებოდა Web3-ის სამყაროს შესახებ ღირებული გამოცდილებებისა და შეხედულებების გაზიარებას - როგორ ცვლის ინტერნეტის ახალი ფაზა ჩვენს ცხოვრებას, სამუშაო გარემოსა და ინვესტიციების პროცესს. ღონისძიება EBAN-ის, AXEL-ისა და Arrival-ის პარტნიორობით შედგა.
ღონისძიება, Arrival-ის მიერ Spatial.io-ს მეტავერსში შექმნილ სივცრეში, ჩატარდა, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა 20 ქვეყნიდან. ღონისძიებაზე ისაუბრეს ისეთმა მოწვეულმა სპიკერებმა როგორებიც არიან: დუშან სტოიანოვიჩი - True Global Ventures 4 Plus-ის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი; დევიდ როუზი - USREM-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი და True Global Ventures 4 Plus-ის დამფუძნებელი და გენერალური პარტნიორი; პეტრი რაჯაჰალმე - FOV Ventures-ის პარტნიორი; ჯეს ფორდი, Arrival-ის აღმასრულებელი დირექტორი და ირო ცაგარეიშვილი, AXEL-ის მმართველი დირექტორი. საღამოს მოდერატორი კი გახლდათ იაკოპო ლოსო - EBAN-ის გენერალური დირექტორი. სპიკერების მიმართვას მოჰყვა პანელური დისკუსია, მეტავერსში ინვესტირების ადრეულ ეტაპებზე. ღონისძიებაზე ასევე Web3 მიმართულების ექსპერტებმა, ვანდანა ტახალიმ და დოქტორ ლუის ფრობერგმა, ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებებზე და განიხილეს თავიანთი Web3 კომპანიების განვითარების ქეისები.
ბევრი ინვესტორისთვის მეტავერსი ჯერ კიდევ უცნობი ტერიტორიაა, ამიტომაც გადამწყვეტი იყო, მათი უშუალოდ სივრცეში ადაპტაცია, ვიდრე თემის ფიზიკურ სივრცეში ან უფრო ტრადიციულ ჯგუფზე განხილვა. ამიტომაც ღონისძიება სასიცოცხლო მნიშვნელობის პირველ ხიდად გადაიქცა ორ სამყაროს შორის. მოულოდნელად, მასიური აქტივობისა და ტექნოლოგიის ექსპერიმენტული ხასიათის გამო, მცირე დროით, მონაწილეებს შეექმნათ კავშირის პრობლემები, რომლებიც Arrival-ის ტექნიკურმა გუნდმა დროულად მოაგვარა.
Arrival-ის თანადამფუძნებელმა და CSO-მ, ნოდო ივანიძემ, აღნიშნა რომ ეს ღონისძიება იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ,რათა ანგელოზ ინვესტორთა ფართო აუდიტორიას უკეთ გაეცნობო Web3-ისა და მეტავერსის სივრცე და სამომავლო პოტენციალი აღმოეჩინათ.